Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
თბილისი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(26)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
პარკინგი და საცობები
, ერთიანი თემა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
წერილები: 3164
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13
#53620415
· 19 Oct 2018, 10:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დედაქალაქში, 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები დაიხაზა. ყვითელ ფერში შესრულებული მონიშვნები გაკეთდა რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“; ქავთარაძის ქ. N44-თან; ვაჟა ფშაველას გამზირის N41 და N71-თან; ყაზბეგის გამზირის N12-თან; იონა ვაკელის ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; წინანდლის ქუჩაზე, პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების გადაკვეთაზე და ლუბლიანას ქ. N21ა-სთან. თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ლოკაცია შეარჩია.
მათი განლაგების სქემის ხილვა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე
http://maps.tbilisi.gov.ge
. „თბილისის პარკინგი“ გამოყოფილ ყველა წერტილში დახაზვის პროცესს უახლოეს ხანებში დაასრულებს. პარკირების ადგილებზე განთავსდება საგზაო ნიშნებიც ქართული და ლათინური წარწერებით. ტაქსებისთვის საპარკინგე ადგილები ძირითადად იმ უბნებში გამოიყო, სადაც ავტომანქანის გაჩერება სირთულეს წარმოადგენს. პრიორიტეტულად განისაზღვრა ადგილები:
• ტაქსების დგომის წერტილებში;
• საავადმყოფოებთან;
• მეტროსადგურებთან და ავტობუსების გაჩერებების სიახლოვეს;
• სავაჭრო ცენტრებთან;
• სასტუმროებთან.
გასათვალისწინებელია, რომ ტაქსებისთვის ეს სისტემა თბილისის მთავრობის მიერ პარკირების სფეროს რეფორმისა და გარკვეულ უბნებში ზონალური პარკირების შემოღების შემდგომაც შენარჩუნდება. ტაქსებისთვის საპარკინგე ადგილების შერჩევისა და დამატების საკითხზე მუშაობა გრძელდება.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მზად არის, რომ ამ სფეროში ჩართული პირებისა და მგზავრების მოსაზრებები გაითვალისწინოს. მოქალაქეებს მოცემულ საკითხზე იდეები შეუძლიათ დააფიქსირონ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე:https://www.facebook.com/TransportServiceofTbilisiCityHall/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
წერილები: 10299
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07
#53620453
· 19 Oct 2018, 10:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Snow93
QUOTE
დედაქალაქში, 9 მისამართზე ტაქსების პარკირების ადგილები დაიხაზა.
ეჭვი მაქვს ოკუპირებული ექნება უბნის ტაქსისტებს, როგორც აქამდეც იყო
--------------------
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение
Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნიკა
4X4 or 2X2 ?
ჯგუფი: Members
ნიკა
4X4 or 2X2 ?
ჯგუფი: Members
წერილები: 34666
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04
#53621013
· 19 Oct 2018, 12:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ზოგან ისეთ ადგილასაა უბრალო მანქანები დადგება მანდ უეჭველი.
--------------------
სამურაის არაფერი კლავს, ხარაკირის გარდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
წერილები: 3164
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13
#53627192
· 20 Oct 2018, 14:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საკრებულოს მიმდებარე ქუჩები ზაარბრუკენის მოედნამდე, ამაღლების ქუჩა, შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩები – ეს ის ქუჩებია, სადაც, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განაცხადებით, შესაძლოა, პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდეს.
მუმლაძის განმარტებით, საბურთალოს რაიონი და ძველი თბილისი იმ მიზეზით შეირჩა, რომ საბურთალოზე ბევრი ოფისებია თავმოყრილი, ხოლო ძველი თბილისი ტურისტულად აქტიური ზონაა. შესაბამისად, პრიორიტეტი ამ რაიონების ავტოტრანსპორტისგან გამოთავისუფლებას მიენიჭა.
რაც შეეხება პარკირების საფასურს, ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება პარკირების ერთი საათი. როგორც მერიაში განმარტავენ, პარკირების საფასო პოლიტიკა დამოკიდებული იქნება შედეგზე. ანუ იქ, სადაც პარკირების გადასახადი მოძრაობას ვერ განტვირთავს, ფასი გაიზრდება.
სამაგიეროდ, ცნობილია ის, სად და რა ფორმით მოხდება პარკირების საფასურის გადახდა. როგორც მერიაში აცხადებენ, იქ, სადაც პარკირება ფასიანი გახდება, დაიდგმება დამატებითი „ფეი ბოქსები“, დაახლოებით, 200 ერთეული. გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც საბანკო ბარათით, ასევე სპეციალური აპლიკაციით.
რა ხდება ევროპის ქალაქებში?
პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა ევროპის ქალაქებში ჯერ კიდევ გასული საუკუნეში ამოქმედდა. მაგალითად, ბერლინის ცენტრში ავტომობილის 15 წუთით პარკირება 0,25 – 0,50 ევრო ღირს. ქალაქის საქმიან ნაწილში ავტომობილის ერთი საათით გაჩერება 3 ევრო ჯდება. არის ისეთი ადგილებიც, სადაც 1-საათიანი პარკირება 4 ევრო ღირს. ავსტრიის დედაქალაქში 1-საათიანი პარკირება 2 ევრო ჯდება, თუმცა ერთი და იგივე ადგილზე გაჩერება 2 საათზე მეტხანს დაუშვებელია. ბრიუსელი, ორ – მწვანე და წითელ ზონად არის გაყოფილი. წითელ ზონაში პირველი 1 საათით პარკირება 2 ევრო ღირს. მეორე საათის შემთხვევაში ფასი სამ ევრომდე იზრდება. მწვანე ზონაში ფასები 0,5 ევროთი ნაკლებია. პარკირების მაქსიმალური დრო 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს. მადრიდი, ბრიუსელის მსგავსად, ზონებადაა დაყოფილი. პარკირების მინიმალური ფასი 1,15 ევროა, მაქსიმალური- 2,2 ევრო. ესპანეთის დედაქალაქში დღიური აბონემენტის მაქსიმალური ღირებულება 27 ევროს შეადგენს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kataxxl
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kataxxl
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11313
წევრი No.: 16222
რეგისტრ.: 14-January 06
#53628050
· 20 Oct 2018, 17:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვნახე ტაქსების ადგილი დახაზული. 1 ტაქსი იდგა და 1 რაღაც მარშუტკა
--------------------
vittu mitä säätöä!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
წერილები: 10299
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07
#53628452
· 20 Oct 2018, 18:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Snow93
QUOTE
რა ხდება ევროპის ქალაქებში?
იტალიის და ჩეხეთის შემდეგ თბილისის პარკინგზე არ ვწუწუნებ....
ვერონაში 4 საათში 11 ევრო დამიჯდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
წერილები: 3164
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13
#53629463
· 20 Oct 2018, 21:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vatman
საშუალო ხელფასი მანდ 2000 ევროზე მეტია და რატო არ ეღირება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
წერილები: 3164
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13
#53693523
· 30 Oct 2018, 20:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რამდენი ჯარიმა გამოწერა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 10 აპრილიდან დღემდე?
მერიამ “სითი პარკს” ხელშეკრულება შეუჩერა და 10 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩებში პარკირების საკითხების გაკონტროლება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო. შესაბამისად, მას შემდეგ ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება სატრანსპორტო კომპანიის კომპეტენციაა. როგორც “სითი კვირას” კომპანიაში განუცხადეს, 10 აპრილიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, სულ 240 000-მდე ჯარიმა გამოიწერა. აქედან 2 000 შემთხვევა არასწორად პარკირებული ავტომობილის ევკუაციით დასრულდა. რაც შეეხება ჯარიმებიდან შემოსულ მთლიან თანხას, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებენ და განმარტავენ, რომ ზოგიერთი ჯარიმა საჩივრდება, უქმდება და მონაცემებიც შედარებით გვიან მუშავდება.
ზოგადად, არასწორი პარკირებისთვის ჯარიმის რაოდენობა 10 ლარს შეადგენს, ხოლო ეკავუაციისა და ავტომობილის საჯარიმოდან გამოყვანის შემთხვევაში, გადასახდი 60 ლარია.
მას შემდეგ, რაც თბილისის ხელმძღვანელობამ “სითი პარკის” უპასუხისმგებლობასა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებაში აქტიური დადანაშაულება დაიწყო, საბოლოოდ კი, ხელშეკრულება შეუწყვიტა, კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში 1600-გვერდიანი სარჩელი შეიტანა. “სითი პარკმა” დავა, პირველყოვლისა, იმის გასარკვევად წამოიწყო, უკანონოდ გაწყვიტა თუ არა მერიამ ხელშეკრულება. როგორც “სითი პაკრში” დავის დაწყებისთანავე აცხადებდნენ, კომპენსაციის საკითხი (იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მერიის გადაწყვეტილებას უკანონოდ ცნობს) პროცესის შემდეგი ეტაპია.
“სითი კვირა” შეეცადა, გაერკვია, რა ეტაპზეა დღესდღეობით დავა და რა ხდება სასამართლოში. როგორც კომპანიის იურისტმა, თამარ შუბითიძემ “სითი კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით სიახლე ჯერჯერობით არ არის და საქმე კვლავ პირველ ინსტანციაზეა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „სითი პარკმა“ თბილისის მერს ხელშეკრულების შეწყვეტის გადავადებაც სთხოვა. კომპანია მოითხოვდა, სასამართლო დავების დასრულებამდე დედაქალაქში პარკირების კონტროლი ისევ მის ხელში დარჩენილიყო, თუმცა ამაზე უარყოფითი პასუხი მიიღო. შედეგად, 10 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩებში პარკირების საკითხების გაკონტროლება თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ხელმძღანელობამ “სითი პარკის” 100-ზე მეტი თანამშრომელი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გადაიყვანა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
წერილები: 3164
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13
#53730808
· 6 Nov 2018, 12:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს.
სარეაბილიტაციო არეალში 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე, კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
„წლის ბოლოსთვის შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იქნება, რის შემდეგაც კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება. რამდენიმე მისამართი დაგვემატა, რომელთა რეაბილიტაციის გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ასევე, ადგილზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც გვაქვს დაგეგმილი, რათა აღნიშნული უბანი ერთიან კონტექსტში განახლდეს. დარწმუნებული ვარ, თბილისში ეს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. ეს არის ჩვენი ქალაქის სილამაზე, რომელსაც მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 20-მდე მისამართზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს ითვალისწინებს, რომელთაგან ორი – ათონელის N9-N11-ის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ასევე, რიგ მისამართებზე დასრულებულია დეკორატიული ელემენტებისა და ლითონის მოაჯირების აღდგენა-რესტავრაცია.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლს შესაბამისი წესების დაცვით, სათანადო სამუშაოები ჩაუტარდება. ასევე, დაგეგმილია ათამდე შენობის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოების ჯამური ღირებულება 65 მილიონ ლარამდეა და მათი ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, მოწესრიგდება და განახლდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები. შედეგად, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება, რომელიც ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს.
2017 წლის განმავლობაში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების (წყლის, წყალარინების, ბუნებრივი აირის და ა.შ.) სრული განახლება და იმ ქსელების მოწყობა (სადრენაჟე, სანიაღვრე) განხორციელდა, რომელიც აღნიშნულ ზონაში მანამდე არ ფუნქციონირებდა. სამუშაოების ღირებულებამ 10 მილიონი ლარი შეადგინა.
სარეაბილიტაციო არეალი მშრალი ხიდიდან ათონელისა და ფხოვის ქუჩების გავლით, ალექსანდრე პუშკინის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს, მათ შორის, ხაზინისა და ფურცელაძის ქუჩებს, ასევე, გრიგოლ ორბელიანისა და 9 აპრილის სახელობის ბაღების ნაწილს. აღნიშნული მონაკვეთი მუშთაიდის პარკიდან დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირის გავლით, თავისუფლების მოედნისკენ დიდი ტურისტული მარშრუტის გაგრძელებაა.
ორბელიანის მოედანზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mywebber
Crazy Member
ჯგუფი: Members
mywebber
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2465
წევრი No.: 156721
რეგისტრ.: 5-December 12
#53731549
· 6 Nov 2018, 14:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Snow93
შენ მერიაში მუშაობ?
--------------------
სისტემა თითებს მოიჭრის რომ ხელი გადაარჩინოს.
სისტემა რეორგანიზაციას მოახდენს,
ახალ ინტერესს გამოთვლის,
ახალ ლიდერებს შექმნის.
სადამდეც სისტემისთვის საარსებო საჭირო გარემოებები იარსებებს სისტემაც გაძლებს.
სისტემა დედა#####ულია!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
წერილები: 10299
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07
#53736890
· 7 Nov 2018, 12:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Snow93
QUOTE
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს.
სარეაბილიტაციო არეალში 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე, კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რა ავტოსადგომის მშენებლობა?
მანდ ხო იყო მიწისქვეშა ავტოსადგომი? მანქანაც კი დამიყენებია მანდ....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
წერილები: 3164
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13
#53736984
· 7 Nov 2018, 13:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
mywebber
არა პირიქით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
წერილები: 3164
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13
#53770780
· 13 Nov 2018, 16:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ავტომფლობელთა დიდი ნაწილისთვის, დილა თბილისში საპარკინგე ადგილის ძებნით იწყება. ქალაქში, სადაც მანქანების რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა, პარკირების ადგილები მხოლოდ 10%-ისთვისაა ხელმისაწვდომი. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დედაქალაქში 32 ათასი საპარკინგე ადგილია, რომლის ადმინისტრირებასაც კომპანია ახორციელებს.
როგორც „სითი კვირამ“ გაარკვია, თბილისში, დაახლოებით, 2000 საპარკინგე ადგილია, სადაც საპარკინგე ინფრასტრუქტურის შექმნაა შესაძლებელი. მოკლედ, რესურსი იმისა, რომ თბილისში საპარკინგე ადგილები გაიზარდოს არის, თუმცა ამ რესურსის გამოყენება ვერ ხერხდება. მაგალითად, მერიას ორჯერ მოუხდა ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება სამ კონკრეტულ ლოკაციაზე, თუმცა თითქმის უშედეგოდ. ბიზნესისათვის მხოლოდ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა საინტერესო. როგორც ირკვევა, აღნიშნულ ლოკაციაზე საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობით კომპანია „იქს 2“ დაინტერესდა, თუმცა გაფორმდება თუ არა ხელშეკრულება მხარეებს შორის, ეს მხოლოდ ტექნიკური კვლევების შემდეგ გაირკვევა. როგორც თავის დროზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, თბილისში პარკინგი ვერ იქცა ბიზნესად, რის გამოც, დედაქალაქის მთავრობას უჭირს იმ ადამიანების მოძებნა, რომლებიც თბილისში 10 პარკინგს მოაწყობენ.
სად არის გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში? სპეციალისტების მოსაზრებით, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს პარკირების ზონების შექმნაა. როგორც ცნობილია, 2019 წლის პირველი იანვრიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა ამოქმედდება. ცნობილია ის ქუჩებიც, სადაც პარკირება შესაძლოა, ფასიანი გახდეს. საკრებულოს მიმდებარე ქუჩები ზაარბრუკენის მოედნამდე, ამაღლების ქუჩა, შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩები – თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განაცხადებით, ეს ის ქუჩებია, სადაც, შესაძლოა, პარკირების საათობრივი გადასახადი ამოქმედდეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜
ჯგუფი: Members
წერილები: 3164
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13
#53839538
· 26 Nov 2018, 17:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არც თუ ისე ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საპილოტე პროექტი განხორციელდება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში ზონალურ-საათობრივი საფასურის შემოღებას ითვალისწინებს. მოსაზრებაც არაერთი გამოითქვა, განსაკუთრებით კი, ფასებთან მიმართებით. რამდენი უნდა ღირდეს 1 საათით პარკირება, რათა ქალაქმა სასურველ შედეგს მიაღწიოს და რა პრინციპით უნდა განისაზღვროს ღირებულების ოდენობა?
ზუსტი თანხა ქალაქის ხელმძღვანელობას ჯერ ისევ არ დაუსახელებია, თუმცა როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ შაქარიშვილი “სითი კვირასთან” საუბრისას განმარტავს, ფასები ბაზრის მოთხოვნისა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
“ფასები კვლევის შედეგების გათვალისწინებით დადგინდება. ის არ უნდა იყოს ისეთი იაფი, რომ სასურველი შედეგი არ მოგვცეს და არც ისეთი ძვირი, რომ ადამიანებმა ამით სარგებლობა ვერ შეძლონ.”-აღნიშნავს შაქარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, თბილისს ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა აქვს და ამჟამად მუშაობა სატრანსპორტო მასტერპლანზე მიმდინარეობს. მათი მთავარი მიზანი კერძო ტრანსპორტის მუნიციპალური ტრანსპორტით ჩანაცვლებაა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პაწა
Crazy Member
ჯგუფი: Members
პაწა
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3132
წევრი No.: 61903
რეგისტრ.: 21-May 08
#53847982
· 28 Nov 2018, 05:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეტროს მონიტორებზე რეკლამა ტრიალებს, 10 აპრილამდე უნდა გადაიხადოთ სითი პარკის ჯარიმებიო და ისეთივე აქტუალურია, როგორც შემდეგი სადგურის შესახებ ინფორმაცია? (რუსთაველზე აჩვენებდა, რომ გურამიშვილზე ვიმყოფებოდით)
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
თბილისი
|
იქით
»
Pages:
(26)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0321 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.