სალამი.
დიდი ხანია მინდოდა აქ ამის კითხვა და მოვაბი თავი როგორც იქნა.
მოკლედ რამდენიმე თვეა სახლის წინ ბურღავენ მიწას, საშინელმა ხმაურმა რო შემაწუხა გადავწყვიტე მიზეზის მოძიება და არც მეტი არც ნაკლები თურმე მეტროს ხაზი გაყავთ

ხოდა მოკლედ ძალიან დამაინტერესა და მოვიძიე მთელი ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ. ამ თემიდან ასეთუისე ბაზისური რაღაცეები ვიცოდი და ბევრი სიურპრიზები გამეჩითა.
ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ეს არის ბიუჯეტი. როგორც ვიცი თბილისში ერთი სადგური მშენებლობა, თავის გვირაბით და ყველაფრით ჯდება მილიარდ დოლარამდე. ეს პროექტი კი, აერთიანებს 10 სადგურს. გადასასვლელ ხაზის მშნებლობას, პლიუს ყველა ამოსასვლელი რა თქმა უნდა შშმ პირებზე იქენბა გათვლილი. მატარებლები იქნება უპილოტო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
და ამ ყველაფრის ბიუჰეტი არის 78 მილიარდი კრონი. რაც დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარი. ბევრგან გადავამოწმე ინფორმაცია და დაზუსტებულია რო იმენა 3,5 მილიარდი დოლარი ჯდება მხოლოდ. ისიც წავიკითხე რაღაც ახალი ტექნოლოგიით ხდება ამ მეტროს მშენებლობაო და ბევრად აიაფებსო, მაგრამ ასე იაფი ტო?
ხოდა რა მაინტერესებს, გასაგებია რო შეიძლება თბილისის რელიეფი სხვაა და მაგიტო ჯდება ასე ძვირი მაგრამ ამხელა განსხვავება უნდა იყოს კიმარა? ანუ რა გამოდის თვილისში რო იგივე პროექტი გავაკეთოთ დაახლოებით 3-ჯერ მეტი დაჯდება? რაღაც არამგონია ამხელა სხვაობა იყოს. იქნება და ჩვენ ძველი საბჭოთა სტანდარტებით ვითვლით და თბილისშიც შედარებით იაფია მშენებლობა ვიდრე ერთი მილიარდი?
მოკლედ მაგრად დამაინტრიგა ამ პროექტმა, თუ ასეთი თანხა ჯდება იდეაში ჩვენთანაც შეიძლება ოცნება ახალ სადგურებზე.
This post has been edited by Guro_ on 31 Aug 2019, 16:04
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)