მსუბუქათ რომ გითხრა ცდები, თუ მიზანმიმართულად არ ავრცელებ ამ ცრუ ინფორმაციას
ეხლაც ხელმისაწვდომია ინტერნეტში იმ ჩვენი გამოსვლების ვიდეოები სხვადახსვა ტელევიზიებში, სადაც ყველასთვის ვითხოვთ ხელფასის მატებას!
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ ჩვენი პროფკავშირის გამგეობის ოთხი წევრი საერთოდ არ არის მემანქანე და მეტროპოლიტენის სხვა სამსახურებს წარმოადგენენ.
სწორად ის იყო ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების დროს პრობლემა, რომ ''ყველას ვერ გავუზრდით თანაბრი პროცენტულობით ხელფასოო''
და კიდევ ერთ ამბავს გაგახსენებთ რომელიც მოხდა 2016 წელს, მაშინ ჩვენ ვაწარმოეთ წინასაგაფიცვო პროცედურები და მივაღწიეთ ღამის საათებში ტარიფის 20%-ით გაზრდას და არ გაინტერესებთ როგორ აისახა ეს მიღწევა მემანქანეების ხელფასზე?
20 ლარით გაიზარდა ჩვენი ხელფასი(იმის გამო რომ ღამის საათებში 22:00 სთდან - 06:00 სთმდე მემანქანეს ნაკლებად უწევდა მუშაობა) და სხვა ზოგიერთ სამსახურებში კი - 20% -ით!
ბოლოს ინფორმაციისთვის, რომ იცოდეთ;
ჩვენი პროფესიული კავშირის წევრების დაახლოებით 60%-ია მემანქანე, დანარჩენი 40 პროცენტი კი - სხვა სამსახურის თანამშრომლები არიან და მათი რიცხვი(არამემანქანეების) დღითი დღე იზრდება
ლოგიკაა ალმასს გაკაწრავს
რატომ მალაპარაკებთ ამდენს?!

პირდაპირ მითხარით რომ ანტიპათია გაქვთ მემანქანეების მიმართ და გასაგები იქნება ყველაფერი.