polaris
Die ideale spur

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6982
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06
|
#54903295 · 1 Jul 2019, 02:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vaxo55
QUOTE | ჩემს დროს ხდებოდა კაბელების დატაცება–მოპარვა.მახსოვს გაოცებულები ვიყავით ესა თუ ის კაბელი როგორ წაიღესო. |
რომელ წლებში ხდებოდა ეს? კონკრეტულად ხომ არ გახსოვთ, რომელ მონაკვეთზე და რა დანიშნულების კაბელები მოიხსნა? და ვინ ხსნიდა ამას - ცალკე ერთი პიროვნება ხომ ვერ მოხსნიდა, ხდებოდა ენერგო, ან ელექტრომქანიკური სამსახურის თანამშრომლების მიერ დემონტაჟი და გვირაბიდან გატანა ოფიციალური ნებართვით. სხვანარად, დამეთანხმებთით, მეტროს გვირაბებიდან კაბელებს შეუმჩნევლად ვერავინ გაიტანს (ნუ ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა, ისიც უმნიშვნელო რაოდენობით). თუ ეს ოფიციალურად ხდებოდა, მაშინ შესაბამისი დადგენილება და განმარტებითი ბარათებიც უნდა არსებობდეს. იდიოტობების მეტი რა გაკეთებულა თბილისის მეტროში, მაგრამ ეს ,,დატაცება-მოპარვა" როგორ ხდებოდა, ამის წარმოადგენა ცოტა მიჭირს.
QUOTE | შეიძლება დღევანდელი მომსახურეობის სტანდარტი აღარ ითვალისწინებს დრომოჭმულ კომუნისტურ სტანდარტებს,რომელიც ამაყობდა მეტროს,როგორც ყველაზე იაფ,სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილების საშუალების იმიჯით. |
უკარავად, მაგრამ ეს საგაზეთო სათაურივით ჟღერს. რა შუაშია კაბელების და ვომდების შეცვლასთან, ვერ ვხვდები. ბევრი კაბელი თუა, კარგია და მეტრო იაფი, სწრაფი და უსაფრთხოა და ცოტა თუა - პირიქით? ზემოთ დავწერე უკვე, კაბელების რაოდენობას განსაზღვრავს კონკრეტული ტექნიკური ფაქტორები. ,,კომუნისტური სტანდარტი" კარგი იყო და ამათ აღარ უნდათ - ამიტომ კაბელი მოიპარეს? საბჭოთა სტანდარტს რაც შეეხება, ცნობისთვის, თბილისის მეტროში დღესაც ინფრასტრუქტურის 1981 წლის საბჭოთა ნორმატივი СНиП 11-40-80 მოქმედებს, მათ შორის ელექტრომომარაგების სისტემის პარამეტრებშიც (თავი 8), რომელიც უკვე სადაც შექმნეს, ანუ რუსეთშიც, აღარ მოქმედებს და უფრო ახალი СП 32-105-2004-ით არის ჩანაცვლებული. რა ,,დღევანდელი მომსახურეობის სტანდარტზეა“ ან ,,დრომოჭმულ კომუნისტურ სტანდარტებზეა“ საუბარი? კონკრეტული მაგალითები თუ გაქვთ, რა შეიცვალა უკეთესისკენ, ან უარესისკენ, შეგვიძლიათ იმაზე ვისაუბროთ.
QUOTE | ფაქტი ჯიუტია–ასეთი მომრავლებული საავარიო სიტუაციები ადრე არ ხდებოდა.ყოველ შემთხვევაში ეს არ აისახებოდა მგზავრობის კომფორტზე. |
მე რამდენადაც ვიცი (სამწუხაროდ, საჯაროდ არ დაუდია სატრანსპორტო კომპანიას ეს ინფორმაციას და ხაზს ვსვამ, ეს არის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მცდარი იყოს), შეფერხებების ძირითადი ნაწილი გამოწვეულია არა ენერგომომარაგების პრობლემებით, არამედ მოძრავი შემადგენლობის გაუმართაობით. კაბელების ნაკლებობას (ჯერ თუ ეს მართლა ასეა) დავუკავშიროთ მომრავლებული შეფერხებები - არ მაქვს ჯერჯერობით საკმარისი ინფორმაცია, რომ ეს ვამტკიცო. ან საპირისპირო. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, მე ჯერ ვერ ვხედავ დასაბუთებას, რომ კაბელები მოიპარეს და ახლა იმაზე ნაკლები კაბელებია, ვიდრე უნდა იყოს. ასევე, არც ის ვიცი, რომ კაბელები არ მოუპარიათ და ახლა ყველგან ზუსტად იმდენი კაბელია, რამდენიც თავიდან იყო.
QUOTE | https://www.facebook.com/SAKCABLE/?__tn__=k...VHgtyhs&fref=nf ალბათ ეს გაიმარჯვებს და ვნახოთ–აღდგომა და ხვალეო. |
ამ კომპანიას არც მიუღია ტენდერში მონაწილეობა. ორი კომპანია მონაწილეობდა და გამარჯვებული არის თურქული Dogus Insaat ve Ticaret A.S. & Elsitel Elektromekanik Insaat Proje Ticaret Ve Sanayi A.S. ((Dogus-Elsitel JV)). მეორე პრეტენდენტი იყო ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ესპანური კობრა. გამარჯვებული გამოვლინდა 2018 წლის 13 დეკემბერს.
QUOTE | ცოტა მეუხერხულება კითხვის დასმა ბელორუსიის და მოსკოვის მეტროს საიტებზე (სადაც დარეგისტრირებული ვარ)-გაჩერდება თუ არა იქ მეტრო ჩვენთან მომხდარის ანალოგიურ სიტუაციაში. |
კონკრეტულად როგორ ანალოგიურ სიტუაციაში? სხვადასხვა სიტუაციების გამო ჩერდება მეტრო: ვაგონის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ენერგომომარაგების პრობლემების გამო, სცბ-ს პრობლემების გამო (თავად შევსწრებივარ), ადამიანის ლიანდაგში ჩავარდნის გამო და ა.შ. * * * Kublicha
QUOTE | 7117-7112-7098 დადიოდა საბურთალოზე აქამდე?
|
ზმპრტალოს ხაზზე დადის 7097-7101-7100 და 7098-7112-7117. პირველ ხაზზე - 7108-7126-7115-7120 და 7123-7110-7122-7124. გასასაზიზღრებელი დარჩა 14 ვაგონი ახლანდელი ხელშეკრულებით: 7097, 7098, 7100, 7101, 7108, 7110, 7112, 7115, 7117, 7120, 7122, 7123, 7124, 7126 (პლიუს ერთი 81-714, რაც იქნება ან 8019 ან 8328). ხელშეკრულება დაიდო 17 მაისს და 15 დეკემბერს უნდა დასრულდეს მიწოდება. შეიძლება უკვე გამოვიდა პირველი შემადგენლობა აქედან, თუმცა ასე მალე? სამი გაუპატიურებული 502-იანი მატარებელი ნახე ნამდვილად? * * * xx3xx
QUOTE | ის მართალია რომ ადრე თბილისის მეტროში საიდუმლო ლაბორატორია იყო სადაც რეპტილოიდებზე მუშაობდნენ? ჭორების თანახმად პერესტროიკის დროს ლაბორატორიის გაუქმებისას, რეპტილოიდების უტილიზაციისას ერთერთი გაიქცა და დღესაც თბილისის მიწისქვეშეთში დაწრწის, რამდენად მართალია არვიცი მაგრამ მუშებისგან ხშირად მსმენია მზგავსი რამ მეტროს მემანქანეებსაც ხშირად უნახავთ
|
აი ამ სისულელეებს საიდან იგონებთ, გაფიცებთ? რა რეპტილოიდი, რა უტილიზაცია, რა გაქცევა? ჰოლივუდის ბოევიკში გეგონება თავი. ჯერ რა ფანტაზია უნდა გქონდეს, რომ ვალერას რეპტილოიდი დაუძახო, ექვსივე ხელით დაგცინებდათ, ამას რომ კითხულობდეს  გვირაბში დაძრწის არა ის კიდევ, ნუ თესავთ პანიკას ხალხში. ოცდაათი წელია თავის მოქსოვილ ქსელს არ გაცდენია კაცი. სანამ ერთ მემანქანეს მოინელებს, საერთოდ გაუნძრევლად კიდია ორი თვის განმავლობაში, ჩვენი ზარმაცუნა <3
--------------------
Real SAABs don't leak. They just mark their territory.
|