საავტომობილო გზის მცხეთა-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ ოკამთან ორ სატვირთოს ცეცხლი უკიდია. მათგან ერთ-ერთი სპირტით არის დატვირთული. აალება მათ შეჯახებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები. უსაფრთხოების მიზნით, სახიფათო ზონიდან მანქანების ევაკუაცია ხორციელდება.
შემთხვევის გამო საცობია საავტომობილო გზის თბილისი-გორის მონაკვეთზე.

ქუთაისის შემოვლითზე ორმხრივს დაბრალდებოდა.
* * *
ესეც:
ცენტრალური ავტობანის გორი-ქარელის მონაკვეთზე, სოფელ რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
საავტომობილო მაგისტრალზე ერთმანეთს 3 სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, მსუბუქი ავტომანქანა და პიკაპი შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ტრავმული დაზიანებები აღენიშნება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ავარიის გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთზე მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...miani-dashavda/