rommelარ დამშვიდდებიან მეგობარო
სამწუხაროდ
სანამ ნასვამობაზე მინიმუმ 3 წლიანი მართვის მოწმობის ჩამორთმევა არ იქნება და + ამას ადმინისტრაციული პატიმრობა 1 თვემდე ვადით და ამ 3 წლის განმავლობაში არანაირი შანსი არ უნდა არსებობდეს მართვის მოწმობის დაბრუნებისა
სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს ის რაც ეხლა ნასვამობაზეა
არ გამოვა ქართველის კანონიერ ჩარჩოში მოქცევა სხვა გზებით, ჯარიმა უნდა იყოს ისეთი რომ ადამიანს მართლაც არ გაუჩდეს სურვილი დარღვევის, - და არა ისეთი როგორიც ეხლაა - ,,50 ლარის დედა ვატირე ბიჯო, მიდი მიაწექი მე გადავიხდი ბოიშვილი ვიყვეო"
ჩვენ დღეს ძალიან ცუდი რეალობა გვაქვს
მაგრამ ამის გამომსწორებელი არც კი ჩანს
ჩვენთან ჯარიმის გადახდა ბიუჯეტის შევსების მცირედი წყაროა, პოლიციისა თუ პატრულის თანამშრომლის ე,წ, ჩასათვლელი მექანიზმი... არადა უნდა იყოს დამრღვევის ჭკუის სასწავლებელი მისი შედეგებიდან გამომდინარე
მაგრამ ჩვენ სულ გვეჩქარება, სულ გვაგვიანდება და არც ის მექანიზმია დახვეწილი რასაც ქულების სისტემა ქვია
სამწუხაროდ ჩვენი სხვანაირად გამოსწორება შეუძლებელია
მერე რაა რომ დავლიო, -დღეს აღდგომაა და არ გამაჩერებს პატრული
დღეს სასაფლაოებზე გასვლის დღეა და ყველა სვავს ხომ იცი, მაინც არ გაჩერებენ დღეს
ახალ წელს რა ნამუსით უნდა გაგაჩერონ ბიჯო, დალიე და ნელ-ნელა მიგორდები სახლამდე რა
ქორწილია ძმაო და მიდი მივცხოთ რა, ლენტები მიკეთია მანქანაზე და ესე ხომ არ გამაჩერებენ.....
მოძრაობა დავკეტოთ, საბურთალოდან მცხეთამდე, ჩვენი ძმის ქორწილია და ვინ ჩემმა კლემ უნდა გაგვასწროს, არ გავასწრებინოთ დამიდექი გვერდით და არავინ არ გადაგვასწროს
ესეთი მაგალითის მოყვანა უამრავის შგვიძლია
და ეს ხალხი ვერ გამოსწორდება 50 ლარიანი ჯარიმებით, - სამწუხაროდ
2009 წელს მიშას შეგინებისთვის, - 2013 წელს დავორნილი.
ნაცები და ქოცები
ერთად დასახოცები.....
მირბის მიგვაფრენს
უგზოუკვლოდ ჩვენ ჩვენი ,,ლარი",
ქართულ ოცნებას ვენდეთ,
და ხელში შეგვრჩა ჩვენ ,,ჩოილარი".........