ინტერავომაც იჩივლა.
2019 წლის 29 მარტის #10 სხდომის ოქმი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან კომისიამ არაჯეროვნად შეაფასა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და არამართლზომიერად მიიჩნია, რომ აღნიშნული შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. სატენდერო კომისიის 05.03.2019 #9 სხდომის ოქმის თანახმად, ტექნიკური დოკუმენტაციის სრულყოფილად განხილვის მიზნით „ჯი-თი გრუპს“ დაევალა, რომ წარმოედგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია #9 ოქმში დაფიქსირებული შენიშვნების გათვალისწინებით. აღნიშნული ოქმის მე-10 პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.4 ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინდა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ჯამურად მიწოდებული არანაკლებ 10 ცალი შეთავაზებული მოდელის ავტობუსის ევროკავშირის მასშტაბით მიწოდება და პრეტენდენტს დაევალა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა. აქვე, შემსყიდველმა გაითვალისწინა დავების საბჭოს გადაწყვეტილება, და პრეტენდენტს მიუთითა, რომ უკანასკნელი 3 წლის ათვლა უნდა მომხდარიყო ტენდერის გამოცხადებიდან, ანუ 01.11.2018 წლიდან.
ხარვეზის გამოსწორების მიზნით, „ჯი თი გრუპმა“ 26.03.2019-ში სისტემაში ატვირთა დანართებით #10.1, #10.2, #10.3, #10.4. #10.5 #10.6 #10.7 გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებითაც პრეტენდენტის დაზუსტების წერილის თანახმად დგინდებოდა ევროკავშირის მასშტაბით მიწოდების უკანასკნელი 3 წლის გამოცდილება. სატენდერო კომისიამ მსჯელობის შედეგად დაასკვნა, რომ შპს „ჯითი გრუპის“ მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ადასტურებდა პრეტენდენტის სატენდერო მოთხოვნების 2.2.1.4 და 2.2.1.5 ქვეპუნქტებთან შესაბამისობას, რაც ეწინააღმდეგება ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების წესს შემდეგ გარემოებათა გამო:
დანართი N10.2.-ის სახით ატვირთული 19.10.18 წლის მიღება-ჩაბარების აქტის ანალიზით დგინდება, რომ აქტი გაფორმებულია მწარმოებელსა და Busimport-ს შორის, რომლითაც მხარეები ადასტურებენ, რომ მიმწოდებელმა მიაწოდა, ხოლო მყიდველმა 19.10.2018-ში მიიღო 5 ერთეული ავტობუსი (VIN კოდები: NNAMOBFLAGB 000 300; NNAMOBFLAGB 000 304; NNAMOBFLAGB 000 313; NNAMOBFLAGB 000 314; NNAMOBFLAGB 000 342). თუმცა აქტი არ შეიცავს არანაირ მითითებას მიწოდების ადგილის თაობაზე. ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ აქტი შედგენილ იქნა თურქეთის ტერიტორიაზე, ინსპექტირების განხორციელების შემდეგ. აღნიშნულს ადასტურებს, DET180017308_02(NAT) საჩივართან დაკავშირებით დავების საბჭოს გადაწყვეტილებაში ასახული შპს „ჯი-თი გრუპი“-ს პოზიციაც, სადაც მათმა წარმომადგენელმა 09.11.2019 წელს გაფორმებულ მსგავს მიღება-ჩაბარების აქტთან დაკავშირებით, სადაც ასევე არ იყო მითითებული მიწოდების ადგილი, დაადასტურა, რომ იგი გაფორმდა მწარმოებლის ქარხანაში. შესაბამისად, მხარეებმა 19.10.2018 წელს დაადასტურეს მიწოდების ფაქტი თურქეთის ტერიტორიაზე, სატენდერო დოკუმენტაციით კი მოთხოვნილია ევროკავშირის მასშტაბით მიწოდების ფაქტის დადგენა, რაც მოცემული მიღება-ჩაბარების აქტიდან არ იკვეთება.
აღნიშნულ მსჯელობას დამატებით ამყარებს შპს „ჯი-თი გრუპის“ მიერ დანართი N10.1-ის სახით ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მხარეები ზუსტად უთითებენ როგორც გადაცემის დროს, ისე გადაცემის ადგილს, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტიდან მკაფიოდ იკვეთება, რომ Busimport-მა 19.10.2019 წელს ქალაქ ნეკლაში მიიღო 1 ერთეული ავტობუსი (VIN კოდი NNAMOBFLAGB 000 317).
წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება იმ 5 ავტობუსის ევროკავშირის მასშტაბით 01.11.2018 წლამდე მიწოდება, რომლებიც მითითებულია 19.10.2018 წლის მიღება-ჩაბარების აქტში და რომელშიც მხარეებმა შეგნებულად არ მიუთითეს მიწოდების ადგილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით აღნიშნულ 5 ავტობუსს 01.11.2018 წლამდე არ გადაუკვეთავს ევროკავშირის საზღვარი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მნიშვნელოვანი იყო პრეტენდენტის გამოცდილება ევროკავშირის მასშტაბით ანალოგიური მოდელის მიწოდების კუთხით. 2.2.1.4. ქვეპუნქტთან მიმართებით შემსყიდველისათვის მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის კუმულატიურად არსებობა: 1) მიწოდების ადგილი უნდა იყოს ევროკავშირის ტერიტორიაზე და 2) მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 01.11.2018 წლიდან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში. ევროკავშირის მასშტაბში მოიზრება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც შედიან ევროკავშირის შემადგენლობაში. შესაბამისად, გაუგებარია, თუ როგორ დაადგინა შემსყიდველმა პრეტენდნეტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, 19.10.2018 წლის აქტით პრეტენტის გამოცდილების შესაბამისობა სატენდერო პირობების 2.2.1.4. ქვეპუნქტთან.
დავების საბჭომ თავის გადაწყვეტილებაში #DET180017308_01(NAT) საჩივართან დაკავშირებით, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა შპს „ჯი-თი გრუპი“ მიერ წარდგენილი ანალოგიური მიღება-ჩაბარების აქტი (რომლებშიც ასევე არ იყო მითითებული მიწოდების ადგილი), აღნიშნა:
„ზემოხსენებულ პუნქტთან დაკავშირებით [იგულისხმება 2.2.1.4. ქვეპუნქტი], პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში ცალსახად არ არის მითითებული ავტობუსის მიწოდების ადგილი, შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე დაადგინა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სატენდერო კომისიამ, რომ ამ კუთხით პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს 2.2.1 პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტების მოთხოვნებს. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ სატენდერო კომისიამ დეტალურად უნდა იმსჯელოს ზემოხსენებულ საკითხზე და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, საბჭო მიუთითებს შემსყიდველ ორგანიზაციას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას განიხილოს შპს „ინტერავტო თრეიდინგის“ მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს წარმოდგენილი განცხადება, რომელიც თან ერთვის წინამდებარე გადაწყვეტილებას.“
მოცემულ შემთხვევაში, 5 ავტობუსთან დაკავშირებით (VIN კოდები: NNAMOBFLAGB 000 300; NNAMOBFLAGB 000 304; NNAMOBFLAGB 000 313; NNAMOBFLAGB 000 314; NNAMOBFLAGB 000 342) მართალია მფლობელობაში გადაცემის ფაქტი დასტურდება 01.11.2018 მდე, თუმცა ვერ დგინდება სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ზემოაღნიშნული ორივე კომპინენტის კუმულატიურად არსებობა. მარტოოდენ ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დაფუძნებულ კომპანიასთან გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები არ ადასტურებს ფაქტს, რომ 01.11.2018 წლამდე მიწოდება განხორციელდა ევროკავშირის მასშტაბით.
იმისათვის, რომ შემსყიდველს დაედგინა 2.2.1.4. ქვეპუნქტთან შემსყიდველის შესაბამისობა, როგორც მინიმუმ პრეტენდენტს უნდა წარედგინა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც გაფორმებული იქნებოდა ევროკავშირის ტერიტორიაზე ან სადაც პირდაპირ იქნებოდა მითითებული, რომ ავტობუსის მიწოდება მოხდა ევროკავშირის ტერიტორიაზე 01.11.2018 წლამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული იქნებოდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ტერიტორიაზე (რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა), შემსყიდველს მოთხოვნა დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაეთვალა, თუკი პრეტენდენტი დამატებით წარადგენდა ევროკავშირის მასშტაბით მიწოდების/ევროკავშირის საზღვრის კვეთის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ექსპორტის და სატრანზიტო დეკლარაციებს).
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, გთხოვთ, დააკმაყოფილოთ შპს "ინტერავტო თრეიდინგი"-ს წინამდებარე საჩივარი.
4. მიუთითეთ მოთხოვნა.
1. გაუქმდეს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სატენდერო კომისიის მიერ 2019 წლის 29 მარტის #10 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს „ჯი-თი გრუპის“ გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ;
2. მიეცეს დისკვალიფიკაცია შპს „ჯი-თი გრუპს“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
აი ამ ოტოკარს ვინ ექაჩება?

განხილვაშიც არ არიან ტიპები და რას ჩივიან

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სატენდერო კომისიის 2019 წლის 29 მარტის სხდომის ოქმი ნომერი 10-ით შემსყიდველმა მიიღო სადავო გადაწყვეტილება. კერძოდ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება #12-ის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შემსყიდველმა ორგანიზაციამ შპს ჯი-თი გრუპი მიიწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად.
მოგახსენებთ, რომ შემსყიდველი ორგანიზაციამ 2019 წლის 5 მარტის ნომერი 9 ოქმით შპს ჯი-თი გრუპს დაავალა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება. მათ შორის დანართი 6 ფლობის ღირებულების დაზუსტება სადაც ზამთრის სერვისის ხარჯი პრეტენდენტს არ ჰქონდა წარმოდგენილი. დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში პრეტენდენტმა დანართი 6 წარმოადგინა და 19 პოზიციად დაამატა ზამთრის სერვისის ხარჯი. თუმცა აღნიშნული პოზიცია მას არ განუფასებია. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი შემსყიდველს აღნიშნულ მომსახურებას უფასოდ სთავაზობს ზამთრის სერვისის ხარჯი ნულით მაინც უნდა განეფასებინა, თუმცა მოცემულ გრაფაში მხოლოდ ხაზი (ტირე) არის ჩაწერილი. რაც განუფასებლობას ნიშნავს. თუმცა პრეტენდენტმა ამავე დანართის ფასების ცხრილში განმარტა რომ ზამთრის სერვისის ხარჯს საგარანტიო პერიოდში მწარმოებელი არ ითხოვს, ჩვენთვის გაურკვეველია რას გულისხმობს მხარე მოცემულ წინადადებაში. ზამთრის სერვიის ხარჯი სჭირდება თუმცა თუ პრეტენდენტი გულისხმობდა რომ ზამთრის სერვისის ხარჯის ანაზღაურებას არ ითხოვს მწარმოებელი მაშინ მას დამატებით უნდა წარმოედგინა მწარმოებლის წერილი ან და თანხმობა მოცემულ საკითხზე.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო პირობებთან შესაბამისად ჩათვალა და შპს ჯი-თი გრუპი ხელშეკრულების დასადებად მიიწვია.
This post has been edited by TramwayMan on 2 Apr 2019, 16:59