#62180626 · 18 Jul 2025, 15:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (vatman @ 18 Jul 2025, 12:19 ) | ქუთაისი უნდა იყოს, მაგათი მანქანაა ეგ. ეგ თუ ცოცხალი იყო არ მეგონა. ტრანზიტი მაგათაც ჰყავდათ |
ტრანზიტი შარშან ვნახე, როცა ქუთაისში ვიყავი. ძალიან კარგად გრძნობდა თავს ავტომობილების ნაკადში და საკმაოდ სხარტად მოძრაობდა. მომენტალურად გამახსენდა ბათუმი 1990-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში, როცა მარშრუტკების აბსოლუტირი უმეტესობა ზუსტად ცხვირიანი ტრანზიტები იყო.
P.S. ფინური სისუ აშკარად ჩამოწერის მოლოდინშია. ისე კაი იქნებოდა სახანძრო მუზეუმის გახსნა სადმე საქართველოში, სანამ ეს უნიკალური ტექნიკა არ წავიდა ჯართში. 2021 და 2022 წელს ბათუმში სტეპანოვკის ყოფილ სახანძრო დეპოში რამოდენიმე ზილი და დეტროიტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან მიღებული GMC იდგა (თან წითელი არ იყო, ელექტრონის ფერში), ყველა ჩამოწერილი. მერე კი გაიჯართა ყველაფერი.
--------------------
Милости прошу к нашему шалашу!
|