Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
თბილისი
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(216)
« პირველი
...
127
128
[129]
130
131
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჭავჭავაძის რეაბილიტაცია
, თემა I
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11315
წევრი No.: 93990
რეგისტრ.: 19-June 09
#56127421
· 10 Apr 2020, 01:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
polaris
QUOTE
ხოდა, გადახედე გვერდით თემებს, მაგალითად ავტობუსების. რაღაცაზე რომ კამათობ, ხომ უნდა იცნობდე ფაქტობრივ მდგომარეობას
ზოგადად ყველა თემას არ ვკითხულობ. რომელიც მაინტერსებს, ან სადაც მე მეკამათებიან. ფაქტობრივ მდგომარეობას რო ვიცნობ, სწორედ მაგიტო ვკითხულობ. მთელი თბილისი მაქ შემოვლილი და ვიცი ზედა ნახალოვკაში რა ქუჩებია. კონკრეტულად ღრმაღელის ქუჩა მაინტერესებს. კილომეტრიანი ქვაფენილია. შანსი არაა მანდ რამე ავიდეს. მაგ ქუჩის კენწეროში მცხოვრებს რა ალტერნატივას სთავაზობთ თქო. სად ვეძებო ეხლა ამაზე პასუხი იმხელა თემაში. რკინიგზაზე კიბატონო ჩავუჯდები მერე.
QUOTE
იმით, რომ ეგ მსჯელობა არაა, ემოციური წამოძახილია
ე.ი. რაღაც ტყუილია ხო, ესე გამოდის. კონკრეტულად რა? როგორაა წამოძახილი, როცა ლოგიკურადაა ყველაფერი დასაბუთებული. ანუ ეხლა ჩემი არგუმენტი არ მოგწონს ხო?
QUOTE
შენ თან 8 ზოლიანი ავტობანით გინდა იჯლიგინო და ვისაც გადახდის საშუალება არ ექნება, ის გაუშვა საცობში შეჭეჭყილ ავტობუსში
ვერ დააკავშირე ე.ი. ლოგიკურად. თუ მანქანები შემცირდება, იმ ავტობუსს საცობშიც აღარ მოუწევს დგომა. ბასლაინიც იქნება.
ხო, ამ კითხვაზეც ვერ მივიღე პასუხი. ქუჩების ზომიდან გამომდინარე ყველგან შუაში ბასლაინი არ გამოვა. იქნება ბევრი ქუჩა, სადაც კიდეზე მოუწევთ დახაზვა. თუ ასეა, მაშინ რა საჭირო იყო ვაკეში შუაში გაკეთება? მთავარი აზრი ისაა რო საცობში არ იდგეს. მაგ ფუნქციას ასრულებს და კიდეზე იქნება თუ შუაში, 70-ით ივლის, თუ 50-ით, დიდი სხვაობაა? მაგის გამო მანქანის ზოლის მოკლება, როცა შეიძლება ისე გაკეთება, არაა ხელოვნულად გაფუჭება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
წერილები: 7066
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06
#56127485
· 10 Apr 2020, 02:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Faulkner
QUOTE
ზოგადად ყველა თემას არ ვკითხულობ. რომელიც მაინტერსებს, ან სადაც მე მეკამათებიან. ფაქტობრივ მდგომარეობას რო ვიცნობ, სწორედ მაგიტო ვკითხულობ. მთელი თბილისი მაქ შემოვლილი და ვიცი ზედა ნახალოვკაში რა ქუჩებია. კონკრეტულად ღრმაღელის ქუჩა მაინტერესებს. კილომეტრიანი ქვაფენილია. შანსი არაა მანდ რამე ავიდეს. მაგ ქუჩის კენწეროში მცხოვრებს რა ალტერნატივას სთავაზობთ თქო. სად ვეძებო ეხლა ამაზე პასუხი იმხელა თემაში. რკინიგზაზე კიბატონო ჩავუჯდები მერე.
რომ წაგეკითხა, გეცოდინებოდა, რომ სამდონიანი სატრანსპროტო ქსელი იგეგმება, სადაც ყველაზე ქვედა დონე იქნება ე.წ. ლოკალური ხაზები, რომელზეც ძრითადად მიკროავტობუსები მოძრავებს. სადაც მანქანა ავა, იქ მიკროავტობუსის გაივლის, ხოლო სადაც ვერ გაივლის, იქნება ფეხით მაქსიმუმ 400 მეტრის მიწვდოადობის რადიუსში გაჩერება. ამის მიუხედავად, იქნება ისეთი ადგილები, სადაც საზ. ტრანსპორტი ვერ მოემსახურება და ამ უბნების მაცხოვრებლები გამოიყენებენ ავტომობილებს. უამრავი მიზეზიდან ერთ-ერთია, რის გამოც ავტომობილების სრულად აკრძალვად არავინ აპირებს.
QUOTE
თუ მანქანები შემცირდება, იმ ავტობუსს საცობშიც აღარ მოუწევს დგომა. ბასლაინიც იქნება.
ჰოდა, ჯერ ბასლაინი უნდა იყოს, შემდეგ კი ხალხი თავისით გადაჯდება. ოჯახში თითო მანქანა კი რომ იყოს, არაფერი შავდება, მთავარი პრობლემა გადაადგილებაა და არა ფლობა. მე თუ ღამის 3 საათზე გასვლა დამჭირდა, მერია ამისთვის ცალკე ავტობუსს ყველგან ვერ დამინიშნავს და არც სურვილი მაქვს, ტაქსისტები გავამდიდრო, ასე რომ მანქანას დავიტოვებ ასეთი შემთხვევებისთვის. დღის განმავლობაში კი მექნება მოწესრიგებული საზ. ტრანსპორტი და არანაირი აუცილებლობა არ მექნება, ვიარო მანქანით.
QUOTE
რა საჭირო იყო ვაკეში შუაში გაკეთება
ამაზე დავიჯერო არ დაგიწერეს პასუხი? არ წაიკითხე, თუ არ მოგეწონა? თუ არ მოგეწონა პასუხი, დაწერე, ესა და ეს მიპასუხეს და არ ვეთანხმები, რადგან ასე და ასეაო. „არ ვიცი, რატომ გააკეთეს შუაში“ - არასწორია. „მითხრეს, რატომ გააკეთეს შუაში და ამა და ამ მიზეზს არ ვეთანხმები“ - ეს აჩვენებს, რომ მოუსმინე და იფიქრე. შენს შემთხვევაში არ აგიხსნეს რატოა შუაში, თუ აგისხსნეს და არ ეთანხმები, ჯერ ეგ გავარკვიოთ.
QUOTE
70-ით ივლის, თუ 50-ით, დიდი სხვაობაა
რა თქმა უნდა, 40 პროცენტიანი სხვაობაა დერეფნის გამტარუნარიანობაში. ეს იმას ნიშნავ, რომ ან საშუალოდ 40%-ით ამცირებ მგზავრის ლოდინის დროს და ავტობუსის გადავსებულობას, ან 40%-ით ნაკლები რაოდენობის ავტობუსები გყოფნის არსებული მგზავნაკადის დასაკმაყოფილებლად. ეს უდიდესი ეფექტია.
--------------------
Real SAABs don't leak. They just mark their territory.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dat111
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
dat111
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6054
წევრი No.: 24846
რეგისტრ.: 25-October 06
#56127493
· 10 Apr 2020, 02:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
70-ით ივლის, თუ 50-ით, დიდი სხვაობაა?
რომ ვერ ივლის მაგ 70-ით ეგაა კაიფი, როგორ წარმოგიდგენია სამასი ზებრა გზაზე და 70-ით მოშხუილე ავტობუსი
თვითონ თუ ჯერავთ რასაც ამბობენ, 30-40 ით თუ იარა ეგაა პიკი, ბოლო ბოლო კარტოფილი ხო არ დააქვს
ოსლო და ამსტერდამიო და აქაურობა, აი სად ერეკლე და სად ისა რა მოდერმა რო აკრძალა
ეგ ტემაა ზუსტად, რადკალურ სხვაობას ვერ ხედავენ ტიპები ქალაქებს შორის და თან ჯიუტად იმასაც აწვებიან კორპუსები კიდე უნდა ცავდგატო და ხალხი დაუმატოთო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
წერილები: 7066
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06
#56127502
· 10 Apr 2020, 02:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dat111
ამ რადიკალური სხვაობიდან კონკრეტულად რომელი სხვაობა მოახდენს ზეგავლენას ბასლეინების მუშაობის ეფექტურობაზე და რა ფორმით?
ზებრებზე შუქნიშნების მუშაობის რეჟიმი იქნება ავტობუსების გრაფიკთან სინქრონიზირებული.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dat111
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
dat111
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6054
წევრი No.: 24846
რეგისტრ.: 25-October 06
#56127503
· 10 Apr 2020, 02:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
დღის განმავლობაში კი მექნება მოწესრიგებული საზ. ტრანსპორტი და არანაირი აუცილებლობა არ მექნება, ვიარო მანქანით.
თუ კორპუსების მშენებლობას არ შეაჩერებენ ეგ ისეთივე ზღაპარია როგორც ეხლა აი რავი საქართველოს ეკონომიკის 50%იანი ზრდა
მოწესრიგებული ნიშნავს რომ გადაჭედილი არ უნდა იყოს და აქ მტავარი არტერია მეტროა ზუსტად გაჭედილი ბოლომდე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
წერილები: 7066
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06
#56127536
· 10 Apr 2020, 02:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dat111
QUOTE
თუ კორპუსების მშენებლობას არ შეაჩერებენ ეგ ისეთივე ზღაპარია
აქედან რა გამომდინარეობს:
1) სანამ კორპუსების მშენებლობას არ შევაჩერებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე არ უნდა ვიმუშაოთ?
თუ:
2) სანამ კორპუსების მშენებლობას არ შევაჩერებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე მაინც უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ თან ვიწუწუნოთ?
QUOTE
მოწესრიგებული ნიშნავს რომ გადაჭედილი არ უნდა იყოს და აქ მტავარი არტერია მეტროა ზუსტად გაჭედილი ბოლომდე
მეტროზეც მიდის მუშაობა. ისევ და ისევ, მინდა გავიგო:
1) სანამ მეტროს გადაჭედილობა არ მოგვარდება, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე არ უნდა ვიმუშაოთ?
თუ:
1) სანამ მეტროს გადაჭედილობა არ მოგვარდება, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე მაინც უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ თან ვიწუწუნოთ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dat111
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
dat111
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6054
წევრი No.: 24846
რეგისტრ.: 25-October 06
#56127541
· 10 Apr 2020, 02:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ზებრებზე შუქნიშნების მუშაობის რეჟიმი იქნება ავტობუსების გრაფიკთან სინქრონიზირებული.
ორივე მიმართულებით სინქრონი? იაპონიაში ვართ უკვე და ვერ ვხვდებით? ვნახავ აგერ რაც იქნება, ზოგადად არც თუ ისე ბევრი რამ შემშლია რასაც ვვარაუდობ ხოლმე და ღმერთმა ქნას აქ შევცდე.
QUOTE
ამ რადიკალური სხვაობიდან კონკრეტულად რომელი სხვაობა მოახდენს ზეგავლენას ბასლეინების მუშაობის ეფექტურობაზე და რა ფორმით?
ბასლეინი შუაში და ბასლეინი გზის ნაპირზე რა ისეთ მოგებას იძლევა რომ გზის გამტარიანობს განახევრება ღირდა, რეალურად ორონდ და რა იქნება რეალური ასევე მოცდის დრო დღის სხვადსხვა მონაკვეთებში?
აქამდე პრობლემა იყო რომ ავტობუსებს შორის ინტერვალი პიკის საატშიც კი ისეტი იყო რომ ავტობუსში ასვლა ზოგჯერ შეუძლებელი იყო ხოლო პიკის საათის გარეთ ინტერვალი იმხელაზე იზრდებოდა რომ 3-4 გაჩერებას ფეხით გაუსწრებდი თავისუფლად, აქ საცობს ნუ დაასახელებთ , შაბათს დღის პირველ ნახევარში საათში ერთი ავტობუსი არი სუპერ თავხედობა სატრანსპორტოს მხირდან, როგორც კი ავტობუსი ბოლომდე გატენილი არაა ეგრევე რაოდენობას ამცირებენ ეს მოდერის აკრძალულები და ეგრე იქნება რეაბილიტაციის შემდეგაც?
This post has been edited by
dat111
on 10 Apr 2020, 02:19
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11315
წევრი No.: 93990
რეგისტრ.: 19-June 09
#56127570
· 10 Apr 2020, 02:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
polaris
QUOTE
სადაც საზ. ტრანსპორტი ვერ მოემსახურება და ამ უბნების მაცხოვრებლები გამოიყენებენ ავტომობილებს. უამრავი მიზეზიდან ერთ-ერთია, რის გამოც ავტომობილების სრულად აკრძალვად არავინ აპირებს
და ამაზე არ დავწერე? ეგეთი ქუჩები არის ძაან ბევრი, ათასობით ადამიანი ცხოვრობს. ე.ი. მაგათმა თითო ზოლიან გზებზე უნდა იხოხონ იმის გამო რო სახლამდე ავტობუსი არ მიდის? ე.ი. გამოდის, ერთ ნაწილს საქმეს უკეთებ, მეორეს უფუჭებ. მანქანა მარტო ის ხო არაა კაბინაში მარტო ვიყო. ყოველ 100 მეტრში სვეტაფორზე თუ გავჩერდი და მანქანას ვერ გავასწარი, 40-ით ვიხოხე ვიღაცის უკან, ეგეთი მანქანის ყოლას რა აზრი აქ? მაგ არგუმენტს მოყვა სწორედ, ბარემ სუ აკრძალეთ თქო.
QUOTE
ამაზე დავიჯერო არ დაგიწერეს პასუხი? არ წაიკითხე, თუ არ მოგეწონა? თუ არ მოგეწონა პასუხი, დაწერე, ესა და ეს მიპასუხეს და არ ვეთანხმები, რადგან ასე და ასეაო. „არ ვიცი, რატომ გააკეთეს შუაში“ - არასწორია. „მითხრეს, რატომ გააკეთეს შუაში და ამა და ამ მიზეზს არ ვეთანხმები“ - ეს აჩვენებს, რომ მოუსმინე და იფიქრე. შენს შემთხვევაში არ აგიხსნეს რატოა შუაში, თუ აგისხსნეს და არ ეთანხმები, ჯერ ეგ გავარკვიოთ
კი, სწრაფად ვერ ივლისო და შემხვევი ქუჩები როა, მანქანები შეაფერხებენო. იგივე შეიძლება ითქვას იმ ადგილზე სადაც კიდეზე იქნება ბასლაინი. ვაკე უფრო პრივილეგირებულია თუ რატო უნდა იაროს მანდ ავტობუსმა უფრო სწრაფად? რაოდენობა გაზარდეთ და ვსიო, 2-3 წუთში ერთხელ რო ავტობუსი ივლის, სულ ერთი იქნება 40-ით ივლის თუ 60-ით. მანქანებისთვისაც არ გაფუჭდებოდა საქმე ისე როგორც ეხლა გაფუჭდა. ეხლა ფალიაშვილი და ბარნოვი გაიჭედება, დიდი ნაკადი სწორედ მანდ გადავა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dat111
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
dat111
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6054
წევრი No.: 24846
რეგისტრ.: 25-October 06
#56127574
· 10 Apr 2020, 02:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
) სანამ მეტროს გადაჭედილობა არ მოგვარდება, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე მაინც უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ თან ვიწუწუნოთ?
მიწისზედა ტრანსპორტის გაუმჯობესება არ ნიშნავს მანქანისათვის ავტომატურად გზის დაკეტვას, აი ამას როცა მიხვდებით მერე რამე გვეშველება
QUOTE
) სანამ კორპუსების მშენებლობას არ შევაჩერებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე მაინც უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ თან ვიწუწუნოთ?
კორპუსებს თუ არ შეაჩერებთ გინდა აუმჯობესეტ გინდა არა იგივე მთხლეობა ბანგლადეშს მივირებთ ოღონდ ჩემი დაფინანსებით, და აი ეგ უკვე ბიუჯეტის უაზრო ფლანგვაში გადის
ტყუილად კი არ დავსვი IQ-ზე საკითხი მერისათვის და მერიის თანამსრომლებისათვის. ზალიან აქტუალური საკითხია
* * *
QUOTE
კი, სწრაფად ვერ ივლისო და შემხვევი ქუჩები როა, მანქანები შეაფერხებენო
ჩამოხვევა ფალიაშვილის მხრიდან რჩება
ანუ ეს ვითომ პლიუსიც არ იქნება, ტიპებს მარტლა იაპონია ან კომპიუტერული სიმულატორი გონიათ აქაურობა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TramwayMan
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
TramwayMan
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 18762
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07
#56127609
· 10 Apr 2020, 02:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Faulkner
QUOTE
ხო, ამ კითხვაზეც ვერ მივიღე პასუხი. ქუჩების ზომიდან გამომდინარე ყველგან შუაში ბასლაინი არ გამოვა. იქნება ბევრი ქუჩა, სადაც კიდეზე მოუწევთ დახაზვა. თუ ასეა, მაშინ რა საჭირო იყო ვაკეში შუაში გაკეთება? მთავარი აზრი ისაა რო საცობში არ იდგეს. მაგ ფუნქციას ასრულებს და კიდეზე იქნება თუ შუაში, 70-ით ივლის, თუ 50-ით, დიდი სხვაობაა? მაგის გამო მანქანის ზოლის მოკლება, როცა შეიძლება ისე გაკეთება, არაა ხელოვნულად გაფუჭება?
სადა შუაშია საჭირო იქ იხაზება შუაში ქუჩის გეომეტრიიდან, არსებული გამწვანებიდან, შემხვევი ქუჩების რაოდენობიდან და ზოგადად რა საშუალო სიჩქარე გვინდა იმისდა მიხედვით, პლიუს კუნძულოვან ბაქნების მოწყობა ბევრად იაფიც არის ვიდრე ცალკ ცალკე ბაქნების. ბევრი ფაქტორია.
ნებისმიერი ქუჩა სადაც 4 ზოლი არს მაინც მინიმუმ, ავტობუსი გამოდის შუაში ჩვეულებრივ. როცა ორმხირივ მოძრაობაა ამ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის.
ქუჩა სადაც 4 ზოლიც არ არის ანუ ან 3 ზოლია ამ დროს ავტობუსი გამოდის 2 ზოლი და მანქანებს რჩებათ ცალხმრივად 1 ზოლი და ბუნებრივია.
როცა მხოლოდ 2 ზოლია და თუ ასეთ ადგილზე გვინდა ჩვენ ავტობუსის დერეფანი მაშინ ორივე ეთმობა ავტობუსს და მანქანები არ ივლიან მაგრამ ასეთი კორიდორი ფაქტობრივად არ გვაქვს გარდა კოტე აფხაზის ქუჩისა სადაც 2 ზოლიანი მხოლოდ ერთი მცირე მონაკვეთია, დანარჩენი 3 ზოლია.
სიჩქარეს რაც შეეხება დიდი სხვაობაა დიახ და გაჩერებების ამოკლებაც და ოპტიმიზაციაც მაგას ემსახურება. მთავარი მიზანი მარტო საცობიდან გამოხსნა არაა არამედ კორიდორის დაჩქარება რათა რამდენი ავტობუსიც არის საჭIრო გამომდინარე მგზავრთნაკადებიდან იმის გატარება შეძლოს კორიდორმა და არ მოხდეს შეჯგუფება ან შუქნიშნაზე ან ბაქანზე შესვლისას და ა.შ
კორიდორი სადაც 30 ავტობუსზე მეტი უნდა გავიდეს საათში ერთი მიმართულებით უახლოვდება გადატვირთვას და როცა აღწევს ან აჭარბებს 40 ავტობუსს საათში ერთI მიმართUლებით ესეიგი უკვე ძალიან გადატვირთUლია რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერვისის არევა და ხარისხის დაკნინება საბოლოოდ.
ჭავჭავაძე მაგ კორიდორებს განეკუთვნება სადაც რამოდენიმე თბითი ხაზი და სითი ლაინი გადის და საათში გამტარობა ნაპირზე გავლის შემთხვევაში ძალიან იკოჭლებდა, შუაშI გატარება და გაჩერებების ამოღება ბევრად შვეელის საქმეს. პლიუს სამომავლოდ საქმეს უშველის 24 მეტრიანი ავტობუსები რომლებიც 38 ავტობუსიან დატვირთვას 28 მდე ამცირებს. იგივე გამტარობის შენარჩუნებით.
და ა.შ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11315
წევრი No.: 93990
რეგისტრ.: 19-June 09
#56127631
· 10 Apr 2020, 02:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
TramwayMan
ძალით არ გინდა ხო გაიგო რას გწერენ?
და სადაც კიდეზე იქნება ბასლაინი, იქ არ შეიძლება რო
QUOTE
კორიდორი სადაც 30 ავტობუსზე მეტი უნდა გავიდეს საათში ერთი მიმართულებით უახლოვდება გადატვირთვას და როცა აღწევს ან აჭარბებს 40 ავტობუსს საათში ერთI მიმართUლებით ესეიგი უკვე ძალიან გადატვირთUლია რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერვისის არევა და ხარისხის დაკნინება საბოლოოდ
ეს მოხდეს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
წერილები: 7066
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06
#56127644
· 10 Apr 2020, 02:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dat111
QUOTE
ორივე მიმართულებით სინქრონი? იაპონიაში ვართ უკვე და ვერ ვხვდებით? ვნახავ აგერ რაც იქნება, ზოგადად არც თუ ისე ბევრი რამ შემშლია რასაც ვვარაუდობ ხოლმე და ღმერთმა ქნას აქ შევცდე.
ორივე, თუმცა შესაძლოა ერთდროულად არ ჩაირთოს ორივე მხარე და ქუჩაზე გადამსხვლელი ქვეითი გადავიდეს ჯერ ბაქანზე, დაელოდოს შუქნიშანს და მერე გააგრძელოს გზა. ეს დეტალი ჯერ არ ვიცი, როგორ იქნება, მაგრამ ვიცი, რომ უნდა იყოს სინქრონიზირებული გრაფიკთან. რა თქმა უნდა, 100% სინქრონიზაცია მონაკვეთზე მათემატიკურად შეუძლებელია. უბრალოდ, შესაძლებლობის ფარგლებში მნიმუმამდე იქნება დაყვანილი ავტობუსების შეჩერება.
QUOTE
ბასლეინი შუაში და ბასლეინი გზის ნაპირზე რა ისეთ მოგებას იძლევა რომ გზის გამტარიანობს განახევრება ღირდა, რეალურად ორონდ და რა იქნება რეალური ასევე მოცდის დრო დღის სხვადსხვა მონაკვეთებში?
გზის გამტარიანობა არ განახევრებულა. ჯერ ერთი, ავტომობილებს მაინც თითო ზოლი დარჩებოდა თითო მიმართულებით. მეორე, გამტარუნარიანობა უნდა დათვალოთ არა გატარებული სატრანსპორტო საშუალებების, არამედ გატარებული ადამიანების მიხედვით. საათში თითო საავტომობილო ზოლი თითო მიმართულებით ატარებს დაახლოებით 2000 ავტომობილს, რაც დაახლოებით 3000 ადამიანს შეადგენს. თითო ტრადიციული ბასლეინი საათში თითო მიმართულებით 5000-8000 მგზავრს ატარებს, ხოლო ჩქაროსნული ზოლების გამტარუნარიანობა საშუალოდ 10-12 ათასს შეადგენს (ზოგ შემთხვევაში, 45-მდეც შეიძლება ავიდეს), ანუ გზის შუაში გადატანით, დაახლოებით 4000 მგზავრით მეტის გადაყვანა შეგვიძლია, ვიდრე გზის პირზე.
ახლა შენი კითხვის რეფორმულირება ასე გამოდის (თუ დავუშვებთ რომ გზის ნაპირას ბასლეინის შემთხვევაში, იმავე მიმართულებით კიდევ 2 საავტომობილო ზოლი დარჩებოდა):
ღირდა, საათში 2000-იანი გამტარიანობის მქონე ზოლის დათმობა საათში გამტარიანობის 4000-ით გასაზრდელად?
ხოლო, თუ დავუშვებთ, რომ მაინც არ გამოდიოდა 2 ზოლის დატოვება ბასლეინის გზის ნაპირზე მოწყობითაც (რაც ასეა), მაშინ ასე ჟღერს კითხვა:
ღირდა, საათში 2000-იანი გამტარიანობის მქონე ზოლის დათმობა საათში გამტარიანობის 10000-ით გასაზრდელად?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
TramwayMan
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
TramwayMan
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 18762
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07
#56127647
· 10 Apr 2020, 02:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Faulkner
QUOTE
ძალით არ გინდა ხო გაიგო რას გწერენ? და სადაც კიდეზე იქნება ბასლაინი, იქ არ შეიძლება რო
QUOTE
ეს მოხდეს?
არა, არ შეიძლება. რადგან კიდეზე სადაც იქნება იქ შეხვევა გამოხვევები და მსგავსი ფაქტორები ეგეთ გავლენას ვერ ახდენს გამომდინარე იქიდან რომ კიდეზე მხოლოდ რამოდენიმე ცალმხრივ ქუჩაზეა. დანარჩენი ფაქტობრივად ყველგან შუაშია.
ცალმხრივზე კი მგონი გასაგებია რო ისედაც კიდეზე იქნება. ოღონდ უმტესწილად სუბარია ორივე ზოლის ერთი კიდეზე განთავსება და არა ერთი იქით და მეორე აქეთ ვარიანტი. მაგ. მელიქიშვილზე ორივე ზოლი ერთად იქნება ქუჩის ერთ ერთ კიდეზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
polaris
Die ideale spur
ჯგუფი: Members
წერილები: 7066
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06
#56127682
· 10 Apr 2020, 02:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Faulkner
QUOTE
2-3 წუთში ერთხელ რო ავტობუსი ივლის, სულ ერთი იქნება 40-ით ივლის თუ 60-ით
სუფთა მათემატიკურად, სადაც 60-ით ივლის ავტობუსი, იქ მოცემული ინტერვალის მისაღწევად 40%-ით ნაკლები ავტობუსები არის საჭირო, ვიდრე იმ სიტუაციაში, სადაც ავტობუსი 40-ით ივლის. ავტობუსების რაოდენობა კი სასრულია, სადღაც დაემატება - სადღაც მოაკლდება.
გარდა ამისა, ადამიანს ნაკლები დრო ეხარჯება მგზავრობაში, როდესაც სწრაფად მიდის ტრანსპორტი. ეს მომსახურების ხარისხის ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია. შენ არ წერდი სადღაც, არ მინდოდა მეღოღა და 120-ით სიარული მინდოდა ტრასაზეო და გზას ვეძებდიო? რატომ, თუ გადაადგილების სიჩქარეს არ აქვს მნიშვნელობა?
dat111
ჯერ ამაზე არ გიპასუხია:
QUOTE
ამ რადიკალური სხვაობიდან კონკრეტულად რომელი სხვაობა მოახდენს ზეგავლენას ბასლეინების მუშაობის ეფექტურობაზე და რა ფორმით?
ამაზე უპასუხებ, თუ მხოლოდ შენ სვავ ამ თემაში კითხვებს და მე მხოლოდ პასუხების გაცემა მომეთხოვება?
QUOTE
მიწისზედა ტრანსპორტის გაუმჯობესება არ ნიშნავს მანქანისათვის ავტომატურად გზის დაკეტვას, აი ამას როცა მიხვდებით მერე რამე გვეშველება
ვერ ვხვდები. წამიკითხავს, მიცდია მივმხდარიყავი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, როგორ უნდა გაანაწილო ქუჩის შეზღუდული ფართობი, რომ ავტობუსს თავისი ზოლი ჰქონდეს და თან ეს ზოლი მანქანებს არ გამოართვა. კარგი, გნებდები, ვეცადე, მაგრამ დამოუკიდებლად არ მყოფნის ამის მიხვედრის უნარი. იქნებ დამეხმარო მიხვედრაში და ამიხსნა?
QUOTE
კორპუსებს თუ არ შეაჩერებთ გინდა აუმჯობესეტ გინდა არა იგივე მთხლეობა ბანგლადეშს მივირებთ ოღონდ ჩემი დაფინანსებით, და აი ეგ უკვე ბიუჯეტის უაზრო ფლანგვაში გადის
ანუ, ვარიანტი 2? სწორად მივხვდი თუ არა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Faulkner
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11315
წევრი No.: 93990
რეგისტრ.: 19-June 09
#56127702
· 10 Apr 2020, 03:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
polaris
QUOTE
ხოლო, თუ დავუშვებთ, რომ მაინც არ გამოდიოდა 2 ზოლის დატოვება ბასლეინის გზის ნაპირზე მოწყობითაც (რაც ასეა)
ეგ როგორ?
სამი ზოლია ერთ მხარეს. კიდეზე რომელიცაა ის ავტობუსის იქნებოდა, და ის 2 ზოლი სად წავიდოდა?
QUOTE
გარდა ამისა, ადამიანს ნაკლები დრო ეხარჯება მგზავრობაში, როდესაც სწრაფად მიდის ტრანსპორტი. ეს მომსახურების ხარისხის ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია. შენ არ წერდი სადღაც, არ მინდოდა მეღოღა და 120-ით სიარული მინდოდა ტრასაზეო და გზას ვეძებდიო? რატომ, თუ გადაადგილების სიჩქარეს არ აქვს მნიშვნელობა?
სად ტრასაზე 60-ით როცა მიდიხარ, და ბანზე 120-ით, თან კერძო მანქანას ეხება, სადაც სიჩქარე უფრო მნიშვნელოვანია, და სად ავტობუსი, როცა საქმე ეხება მაქსიმუმ 20-ით მეტ სიჩქარეს. ისე კიდეზე 60-ით მოსიარულე ავტობუსებიც მინახია, და 60 ისედაცაა ლიმიტი ჭავჭავაძეზე, მეტით ვერ ივლის. თან პროწივზე მოძრაობს, ეგ კიდე უფრო ზღუდავს სიჩქარეს, იმიტო რო სანტიმეტრებშია მანქანა, არაფრითაა ის ბასლაინი გამოყოფილი. ერთი ზედმეტი მანევრი და კატასტროფა მოხდება. რა სიჩქარეზე და გამტარობაზეა საუბარი ეგეთი დაგეგმარების დროს.
TramwayMan
QUOTE
არა, არ შეიძლება. რადგან კიდეზე სადაც იქნება იქ შეხვევა გამოხვევები და მსგავსი ფაქტორები ეგეთ გავლენას ვერ ახდენს გამომდინარე იქიდან რომ კიდეზე მხოლოდ რამოდენიმე ცალმხრივ ქუჩაზეა. დანარჩენი ფაქტობრივად ყველგან შუაშია
და რა სავალდებულოა საათში 30 ავტობუსმა იაროს? გამოდის 2 წუთში ერთხელ. ჯერ ის რო მაგდენი მგზავრი არ იქნება, ნახევრად ცარიელი ივლის ეგ ავტობუსები. მეორე ის რო ფიზიკურად ვერ გაითვლება ეგრე, რაღაც შეფერხება ყოველთვის შეიძლება მოხდეს, რის გამოც ავტობუსი დააგვიანებს. ჯერ მარტო სანამ ზემელიდან ფილარმონიამდე მიაღწევს, მანდ დაიკარგება ძაან ბევრი დრო.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
თბილისი
|
იქით
»
Pages:
(216)
« პირველი
...
127
128
[129]
130
131
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0827 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.