დახაზვის კონტურები გამოჩნდა იხ სურათი. ასევე ბოძებთან იდგნენ კოშკურიანი მანქანები. ეტყობა დამდეგ კვირას-იმ კვირას იზამენ.
მოკლედ შუქნიშნების ბოძები დაყენებულია და უმეტესად შუქნიშნებიც კიდია. დავთვალე. არის შემდეგი 3 ტიპის შუქნიშანი: 1. ავტობუსის გაჩერებების; 2. მკვეთ ქუჩებთან (სადაც პახოდუ ასევე მოწყობილია ქვეითთა გადასასვლელი); 3. გადასასვლელი მხოლოდ ქვეითებისთვის (არც გაჩერებაა და არც მკვეთი ქუჩა). კერძოდ შუქნიშნები ასე გადანაწილდა.
პირველი წყება არის უნივერის 1 კორპუსთან ავტობუსის გაჩერება (დაემატა)
2. ჭავჭავაძის 5 ნომერთან ნაფარეულის სიახლოვეს, მხოლოდ ქვეითთა გადასასვლელი (ადრეც იყო მარცხნივ ამხვევი მანქანებისთვის)
3. ჭავჭავაძის 11 ნომერთან (ტიბისისთან) ავტობუსის გაჩერება (დაემატა)
4. ბაზალეთის ჩამოსასვლელთან (ადრეცი იყო)
5. ატენთან ხალხის გადასასვლელი მოეწყო (დაემატა)
6. პიქსელის შენობასთან ხალხის გადასასვლელი მოეწყო (ადრეც იყო; იქვე მირცხულავასთან)
7. მზიურთან ავტობუსის გაჩერება (დაემატა)
8. არაყიშვილის კვეთასთან (ადრეც იყო)
9. თაქთაქიშვილის კვეთასთან (ადრეც იყო)
10. მე-9 სთან ავტობუსის გაჩერება (ადრეც იყო)
11. ბერძენიშვილის კვეთასთან (ადრეც იყო)
12. აქსის თაუერთან ავტობუსის გაჩერება (ყიფშიძესთან ადრეც იყო)
13. ვაკის პარკთან (დაემატა)
რეალურად არის 13 ადგილას. აქედან 5 ადგილას დაემატა, სადაც ადრე არ იყო. 8 ადგილას კი არსებოდა ადრეც. ყველაზე ახლო ახლოს ჩალაგებული არის 11 ნომერთან, ბაზალეთთან, ატენთან, პიქსელთან და მზიურთან. ამასთან ჭავჭავაძის 5 ნომრის, ატენის და პიქსელის არის მხოლოდ ადამიანების გადასასვლელი როგორც ჩანს და არ უკავშირდება სატრასპორტო მოძრაობას (არც მკვეთი ქუჩაა და არც გაჩერება).
ასე რომ არც იმდენი არ დამატებული, იმის გათვალისინებით რამდენი რამე მოაკლდა (მარცხნივ ახვევები, მარჯვნივ დაპარკინგეგები ავტობუსის ზოლში, ზოლების ცვლა) რეალურად შემსუბუქებულია დატვირთვა და უფრო სწრაფიც კი იქნება
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)