სტატიაში საუბარია ნიუორკში მანქანების შეზღუდვაზე, ტროტუარების გაფართოებაზე, ქვეითთათვის გაუმჯობესებული პირობების შექმნაზე, პარკინგების შეზღუდვაზე, ველო ბილიკების დამატებაზე.
შემოთავაზებულია ზუსტად ის სქემა როგორც გაკეთდა ჩვენთან ჭავჭვაძეზე. კერძოდ მედიანური შუა ავტობუსების გაჩერებები, ქვეითთა გადასასვლელების დამატება, დიდი ნაგვის ურნები, ტროტუარების გაფართოება, ველობილიკების დამატება, ტაქსიდან ჩამოსასმელი ჯიბეების მოწყობა (მიწისქვეშა სადენები ლედ განათებები არაა ნახსენები).
სტატიას აქვს მკითხველთა კომენტარები. ამ კომენტარებში დიდი რაოდენობითაა უარყოფითი და აგრესიული კომენტარები, იხ. ქვემოთ. ეს მიუთითებს რომ განწყობები ადამიანთა კოლექტიურ ცნობიერებაში ცვლილების და პროგრესის მიმართ მსგავსია მიუხედავად ქვეყნისა და წარმომავლობისა.
ამდენად ესეთი პროექტები შეიცავს დიდ რისკებს. უაღრესად მნიშვნელოვანია მმართველმა ელიტამ გამოიჩინოს ლიდერშიფი მიმართულება მისცეს რეფორმას და განუხრელად დაიცვას მასში ჩადებული პრინციპები. როდესაც რეფორმა გაცილებით წინ უსწრებს საზოგადოების მზაობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მმართველი ადმინისტრირების როლი.
იმედია ეს არ იქნება ნახევარ რეფორმა, არ იქნება პრინციპების კომპრომისები და მოხდება მთლიანი პაკეტის სრულყოფილი აღსრულება, გამონაკლისებისა და პოლიტ კომპრომისების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავარდება და გაიზიარებს ინდოეთის დელის სავალალო ბედს.
მნიშვნელოვანია მთავროსბის სრული მობილიზება რომ ეს რეფორმა თავიდანვე საწყისშივე იყოს წარმატებული. კრიტიკა მაინც იქნება მაგრამ მას არ უნდა დარჩეს მნიშვნელოვანი ობიექტური საფუძვლები. ეს უნდა უზრუნველყოს ქალაქის მთავრობამ და პატრულმა (საწყის ეტაპზე) და მუდმივად ელექტრონულმა სისტემებმა.
ეს ამერიკაში მხოლოდ იგეგმება. ეს ნიშნავს რომ ჩვენი რეფორმა არის ძალიან პროგრესული და მისი კომპონენტი არის სწორად შერჩეული და გამართული. საამაყოა რომ ამ მხრივაც წინ ვართ „ცივილიზებულ სამყაროზე“ (როგორც პანდემისათან ბრძოლაში).
კომეტარები და სურათები:
კი როგორ არა, საზ ტრანსპორტი რომელიც ყარს 
ნიურკი მარტო მანჰეტენი არაა და სხვებმა რა ქნან ვინც მოშორებით ცხოვრობს
აბსურდი, ლიბერალების სისულელე. ცხენების ტრანსპორტზე ხო არ გადავსულიყავით
ოცნებაა. ჯერ გადავიდეთ ელექტრო ტრანსპორტზე
შენ ფიქრობ მდიდრები და მათი დამქაშები ველოსიპედით ივლიან?
მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება შანსი არაა მაგ გადაჭედილ ტრანსპორტში როდესმე ავიდე
ეს სტატია აიგნორებს უფრო სწორედ შეურაცხჰოფს ყველა ვინც არის უნარ შეზღუდული
ველო მომხიბვლელია ზაფხულში შეიძლება მაგრამ რა ვქნათ წვიმაში თოვლში
ეს ყველაფერი მესმის ბოლო 30 წელია ყოველ 7-10 წელიწადში ერთხელ
ხო არ ჯობია უფასო პარკინგი მოვაშოროთ ჯერ?
იკითხება ურბანისტული ფანტაზიები რასაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან
Yes public transportation,,,, that smells like urine and feces and killed thousands in NYC, You mean that public transportation?
uh, Manhattan is not all of NYC and those outside Manhattan need access that the few other RR services don't provide.
This is absurd. The New York Times devotes so much space to ridiculous pie in the sky liberal nonsense like this. I’ve got news for you, the horseless carriage is here to stay, you Luddite.
Perhaps this is just a dream. Dream or no, if we really want to get people on buses it's well past time to switch to an electric fleet.
You really think the CEO of Goldman-Sachs and his minions are going to bike or walk to and from the office?
For the rest of my life, there is no way I'm going to ride in crowded public transportation again.
This article ignores (and actually disrespects) EVERYONE who has any disability at all (and remember, some disabilities are invisible to other people).
Winter. And rain. Biking sounds fine in the summer (despite the humidity and sun and heat), but in a snowstorm - I don't think so.
I think I’ve read some variant of this article In the NYTs maybe once every 7-10 years for the past 30 years.
How about eliminating free street parking as a start?
I see urban fantasies divorced from reality.
წყარო



