* * *
ტექნიკური დავალება
შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ბალანსზე რიცხული 143 (ასორმოცდასამი) ერთეული, 2016-2017 წელს გამოშვებული MAN Lion’s City (A21) CNG 12მ სიგრძის ავტობუსების აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასება/დადგენა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის № 80 დადგენილების, ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები
1. ინსექტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის № 80 დადგენილების,
,,ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების,ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი
შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე“, მოთხოვნათა სრული დაცვით;
2. ინსპექტირება უნდა განახორციელოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის
ცენტრის“ მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულმა ინსპექტირების ორგანომ, რომელიც
ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის (ბუნებრივი აირის საწვავის
სისტემების) ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას და გასცემს შესაბამის ინსპექტირების
სერტიფიკატს.
2. სერთიფიკატი უნდა მოიცავდეს აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული
აირბალონიანი მოწყობილობის (ბუნებრივი აირის საწვავის სისტემების) ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის
შეფასების შედეგებსა და დასკვნას მისი ტექნიკურად გამართულობის შესახებ.
3. შემოწმებულ ავტობუსზე უნდა მოხდეს შესაბამისი წესების მიხედვით დამზადებული და შევსებული ფირნიშის
განსაზღვრულ ადგილზე მიკვრა, რომელიც გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული
ინსპექტირების ორგანოს მიერ მხოლოდ გამართულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მისი
აირბალონიანი მოწყობილობის (ბუნებრივი აირის საწვავის სისტემების) ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის
შეფასების შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია MAN Lion’s City (A21) CNG 12 m ავტობუსებზე:
1. MAN Lion’s City (A21) CNG 12 მ სიგრძის ავტობუსებზე დამონტაჟებულია TESCOM-IMPCO (CNG) ბრენდის
აირბალონების და ბუნებრივი აირის საწვავის სისტემა.
2. 4 ერთეული აირბალონი განთავსებულია ავტობუსის სახურავზე, მათი სრული მოცულობა შეადგენს 1260
ლიტრს (240მ3).
დამატებითი მოთხოვნა გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით:
მიმწოდებელი ვალდებულია შემოწმებული ავტობუსი შემსყიდველს გადასცეს იგივე მოცულობის აირით
დატუმბულ მდგომარეობაში რა მოცულობითაც მოხდა მათი ჩაბარება შემოწმების წინ.
https://tenders.procurement.gov.ge/public/l...code=1569425542