საქართველოში MAN-ის ავტობუსების ოფიციალური შემომყვანი კომპანია “თეგეტა თრაქ ენდ ბასი“, ავტობუსებში კონდიცირების სისტემის გაუმართაობაზე კომენტარისგან თავს იკავებს.
რამდენიმე დღის წინ, კონკრეტულად კი 17 ივნისს „Business Time”-ის მიერ გავრცელებული ინფომრაციის შესახებ, რომელიც „ლურჯ ავტობუსებში“ კონდიცირების სისტემის გაუმართაობას შეეხებოდა, რედაქციამ MAN-ის ავტობუსების ოფიციალურ შემომყვან და წარმომადგენელ კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“ კითხვებით მიმართა: როდის გამოსწორდებოდა აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი და რატომ გახდა კონდენცირების ფილტრების შეცვლის საკითხი პრობლემური. კომპანიაში პასუხისგან თავი შეიკავეს და გვითხრეს: „ამ დროისთვის კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს“.
„Business Time”-ი კვლავ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა და MAN-ის ოფიციალურ შემომყვან კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება გამოითხოვა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს: „ხელშეკრულება დადებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“ შორის, შესაბამისად ჩვენი მხრიდან დოკუმენტი გასაჯაროებას არ ექვემდებარება“.
შეგახსენებთ, რომ „Business Time”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო რომ ავტობუსების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით „თეგეტას“, ხელშეკრულების თანახმად, გარვეული ვალდებულება აქვს აღებული, მათ შორის ფილტრების შეცვლის ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა.
„თეგეტა თრაქ ენდ ბასში“ დოკუმენტის გასაჯაროვებაზე უარს ამბობენ. მიზეზი კონფიდეციალობაა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ კონდენციონერების გაუმართაობის დადგენაზე სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური ჯგუფი მუშაობდა და ეს პრობლემა 5-10 დღეში გამოსწორდება. თუმცა ვერ გვეუბნებიან ყავდათ თუ არა ავტობუსები მიყვანილი „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ტექნიკური მომსახურების ცენტრში და აქვს თუ არა შემომყვან კომპანიას ამის შესახებ ინფორმაცია.
„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ კიდევ ერთელ მივმართავს კითხვებით, რათა გვიპასუხონ, თუ როდისთვის იქნება MAN-ის ავტობუსებში კონდენცირების მხრივ არსებული პრობლემა აღმოფრხვილი?!
შეგახსენებთ, რომ ავტობუსის მძღოლების თქმით, ერთ ავტობუსში 9 ფილტრია, რომლის გამოცვლა დაახლოებით 900 ლარი ჯდება, ანუ ერთი ფილტრის ღირებულება 100 ლარია.
ტიპიური გრუზინული სიტუაცია