დედაქალაქმა დამატებით 38 ერთეული „იზუსუს“ მარკის რვამეტრიანი და 16 ერთეული „მანის“ მარკის 10 მეტრიანიავტობუსი მიიღო.
ავტობუსები ეტაპობრივად ერთი კვირის განმავლობაში შემდეგ მარშრუტზე გადანაწილდებიან. ესენია:
N7 – სოფელი დიღომი – მეტროსადგური „დიდუბე“
N12 – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“
N13 – მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის ქუჩა
N19 – ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა
N36 – ლოტკინის დასახლება – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი
N48 – ჟღენტის ქუჩა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი
N54 – დიდი დიღომი, მეოთხე მიკრორაიონი-უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი
N57 – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა
N65 – დოლიძის ქუჩა -რკინიგზის სადგური
N68 – 9 ძმის ქუჩა – სადგურის მოედანი
N75 – ზღვის უბნის მესამე მიკრორაიონი – მეტროსადგური „სარაჯიშვილი“
N77 – ტუბდისპანსერი – რკინიგზის სადგური
N80 – ორთაჭალის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა
N110 – მახათას მთა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი
N122 – მუჯირიშვილის ქუჩა – სადგურის მოედანი
ხოლო, 6 დეკემბერს №37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი – სადგურის მოედანი) „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები გავლენ. N37-ზე აქამდე მოძრავი „მანის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები დიდი მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ მარშრუტებზე:
N15 – დიდი დიღომი, მეოთხე მიკრორაიონი-სადგურის მოედანი.
რა საჭიროა ასეთი მცირე რაოდენობის ავტობუსის ამდენ ხაზზე განაწილება არ მესმის. გამოდის თითო ხაზზე მაქსიმუმ 3-4 ავტობუსი იქნება.
არც 37-ზე არის ავტობუსების ჩანაცვლება გამართლებული.