ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, საერთოდაც მსგავსი ცხოვრების სტილი არის მარგინალიზებული და გასაგებია რატომაც, მაგრამ ფაქტია რომ ადამიანები მოტივირებულები არიან პირადი ინტერესებით. კი, ზოგ ქვეყანაში უკეთესი კულტურაა ამ მხრივ და ზოგში - უარესი, მაგრამ საკუთარი ინტერესების დათმობა არავის არ უყვარს.
შესაბამისად გვაქ სამი გამოსავალი:
1) დაველოდოთ როდის გვექნება ისეთი კულტურა, რომლის შედეგადანაც ადამიანები საკუთარ ინტერესებს დათმობენ საზოგადო ინტერესის სანაცვლად - ამ შედეგს შეიძლება ათწლეულები ამაოდ ველოდოთ.
2) დაველოდოთ სახელმწიფო ბიუროკრატია როდის მივა იქამდე, რომ ეფექტიანად გამოიყენოს არსებული რესურსები - ისევ და ისევ შეიძლება ათწლეულები ველოდოთ და დიდი ვერაფერი შედეგი მივიღოთ. თუ ლიბერტარიანელი ხარ, საერთოდ არ დაიჯერებ რომ ეგ შესაძლებელია

3) იზრუნო იმაზე, რომ შექმნა სიტუაცია, სადაც საკუთარ თავზე ზრუნვის მოტივი ადამიანს აძლევს სტიმულს, რომ მოიქცეს "სწორად", ანუ საზოგადოებრივი და პირადი ინტერესი უნდა დაემთხვას ერთმანეთს - ჩემი აზრით, ყველაზე სწრაფი და სწორი გზა, განსაკუთრებით, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა.
იმიტომ რომ სესხი მათი არაა, სახელმწიფოსია, ანუ ხარჯავ ისე, რომ მომკითხავი არავინაა... მოკლედ სიგიჟე
ეს მოკლედ შენ წამოჭრილ საკითხებზე, მაგრამ უფრო ზოგადად რომ ვისაუბრო იმაზე თუ რატომ შეიძლება ეს მიდგომა იყოს ძალიან კარგი:
ფაქტია, რომ ეს მიდგომა არსად არ დაუნერგავთ, რადგან მისი არავის სჯერა... რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშანვს, რომ აუცილებლად ცუდია და საინტერესოა იმაზე მსჯელობა თუ რა შედეგს მოიტანს ის. სკეპტიკურობის გამო, ძალიან ცოტა ლიტერატურა არსებობს ამ საკითხზე, ერთ წიგნს ვუსმენ კერძო გზებზე და ეტყობა, რომ ურბანისტიკა არ გაეგება ადამიანს... აქ კიდე გაგეგებათ ადამიანებს რაღაც და შეიძლება საინტერესო საუბარი გამოვიდეს
ზოგადი პრინციპები:
თავისუფალი ბაზარი - სავარაუდოდ, ბევრი გსმენიათ თავისუფალი ბაზრის ეფექტურობაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გააზრება თუ რა მექანიზმით ხერხდება, რომ ამ მიდგომას მივყავართ ეფექტიან შედეგამდე, რა პრინციპით მუშობს "უხილავი ხელი"?
მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს შეზღუდული რესურსები და მათი ეფექტიანად გამოყენება უნდა შევძლოთ, შესაბამისად პირველი ნაბიჯი მიზნისკენ არის ყველა რესურსის "სწორი" განფასება, რათა ვიცოდეთ თუ როგორ ედრება ერთმანეთს აღნიშნული რესურსები, რომელია მეტად ღირებული და ა.შ.
ამის საუკეთესო მექანიზმი კი თავისუფალი ბაზარია, რადგან ყოველგვარი სახელმწიფო ჩარევის გარეშე თითოეულ რესურსზე მივიღებთ იმ ფასს რა ფასადაც მომხმარებლები და მწარმოებლები შეთანხმდებიან მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობის პრინციპიდან გამომდინარე. რაც ნიშნავს იმას, რომ მივიღებთ ფასს, რომელსაც სწორედ იმდენი მომხმარებელი გადაიხდის, რამდენ პროდუქტსაც აწამოებენ ამ ფასად მიმწოდებლები (ეს ყოველთვის ცვალებადი და ცოცხალი პროცესია, რადგან ადამიანთა პრეფერენციები და სურვილები მუდმივად იცვლება).
ამ მიდგომამ იმუშავა პრაქტიკულად ყველა დარგში, მაგრამ რატომღაც არ უნდათ მისი გამოცდა ურბანისტიკაში, მაშინ, როცა, ალბათ, ყველაზე მტკივნეული დარგი სწორედ ეს არის. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ სატრანსპორტო პოლიტიკას განვიხილავ.
რატომ უნდა იმუშაოს საბაზრო პრინციპებმა ამ დარგშიც:
1) ისევე, როგორც სხვა დარგებში, ამ შემთხვევაშიც გვაქვს შეზღუდული რესურსები: მიწა
2) მიწას აქვს რამდენიმე გამოყენება: ტროტუარი, სამანქანო გზა, საავტობუსე გზა, ველობილიკი, პარკინგი, შენობები, მოედნები და პარკები.
ფაქტია, რომ დღეს გვაქვს მდგომარეობა, როცა გზები გადაჭედილია საცობებით, პარკინგები სულ დაკავებულია და ტროტუარებზე აყენებს ხალხი მანქანას, საზ. ტრანსპორტი არის მოუქნელი, ნელი, ბინძური და არასასურველი. ამ ყველაფერს კი აქვს ერთი საერთო: მას მართავს სახელმწიფო.
ლოგიკური, რომ როცა რაღაც პროდუქტი ან სერვისი არის იმაზე იაფად განფასებული ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა (ანუ რამდენადაც ის უღირთ ადამიანებს), ხდება მისი ზედმეტად მოხმარება (Over Consumption), ხოლო მიწოდების შემცირება (Undersupply). ჩვენს შემთხვევაში კი გზები და პარკინგი საერთოდ უფასოა, ხოლო საზ. ტრანსპორტი იმაზე იაფი ვიდრე საბაზრო ფასია. შესაბამისად, სულ რომ უფლება მისცეს სახელმწიფომ ადამიანებს რომ მათაც შესთავაზონ ეს სერვისი საზოგადოებას, აზრი არ ექნება, რადგან სახელმწიფო უკვე დემპინგურ ფასად აწვდის საზოგადოებას ამ სერვისს (მერე უკვირთ მიწისქვეშა პარკინგები რატომ არავინ ააშენაო).
გამოსავალი:
1) თუ გზები იქნება ფასიანი, ადამიანს ყოველდღიური კატაობა თავისი მანქანით დაუჯდება ძვირი და თუ მას არ აქვს ისეთი საქმე, რომ უღირდეს ამ ფასის გადახდა, გადაწყვეტს ალტერნატიული გზის გამოყენებას: ფეხით, ველოსიპედით ან საზ. ტრანპორტით სიარულს.
2) თუ პარკინგი იქნება ფასიანი, ადამიანს ყოველ დღე მანქანის სამსახურთან გაჩერება დაუჯდება ძვირი და შესაბამისად თუ ამის საჭიროება არ არსებობს, უარს იტყვის მანქანით მგზავრობაზე.
3) პური რომ ღირდეს 5 თეთრი (ხელოვნურად), ქალაქში პური აღარ გვექნებოდა, მაგრამ ვინაიდან მასზე ფასს ბაზარი ადგენს, შეგვიძლია მივიდეთ და ვიყიდოთ ისეთი პური როგორიც გვინდა.
4) შესაბამისად, გაჩნდება საბაზრო სტიმულები, რომ ბაზარმა მომხმარებელს შესთავაზოს გზები და პარკინგები იმ ფასად, რომლის გადახდაც მომხმარებელს უღირს. ვინაიდან ეს უკვე მიწის ბაზარია, გზებს და პარკინგებს მოუწევთ შენობებთან კონკურენცია, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა მივიღოთ ამერიკული ქალაქების ანალოგიური სიტუაცია, როცა განიერი გზებია ქალაქში და შენობები ერთმანეთს დაშორებულია..
5) საზ. ტრანსპორტი: ვინაიდან ამ სერვისზე ფასებს დაადგენს ბაზარი, გაჩნდება მისი მიწოდების სტიმულიც. სერვისი კი უნდა იყოს ფასის ადეკვატური, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოხმარებელი სხვა მიმწოდებელზე შეაჩერებს არჩევანს.
6) ბას ლეინების პერსპექტივა ამ პირობებში: ყველაზე მეტად ეს საკითხი მაწუხებდა, რადგან საზ. ტრანსპორტი და მისთვის გამოყოფილი ზოლები უზრუნველყოფს გზების გამტარუნარიანობის ზრდას, მაგრამ ვინაიდან კერძო მფლობელი ჩარჯავს მანქანებს, მას ნაკლები სტიმული უნდა ჰქონდეს თავისი ღირებული გზის ავტობუსებისთვის დასათმობად. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მოვიფიქრე შემდეგი კონტრარგუმენტები:
1 - გზის პატრონს აწყობს, რომ მის ირგვლივ აშენდეს მაღალი სიმჭიდროვისა და დატვირთვის უბანი, რადგან ეს ზრდის მოთხოვნას მის გზაზე და შესაბამისად
ფასებსაც და მოგებასაც.
2 - მაღალი ინტერესის უბანი ნიშნავს იმას, რომ იქ შენობის აშენება იქნება ძალიან მომგებიანი, შესაბამისად დამატებითი გზის გაყვანა გართულდება, ანუ უნდა
ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ მივიღოთ მეტი შემოსავალი იმ რესურსიდან რაც არსებობს.
3 - თუ მე ყველა ზოლს დავუტოვებ მანქანებს, ჩემს გზაზე იქნება ან გამუდმებით საცობი ან ძალიან მაღალი ფასები, ორივე შემთხვევაში მე შევზღუდავ წვდომას ამ
უბანზე და საკუთარ ბიზნესს დავაზიანებ.
4 - გამოსავალი არის შემდეგი: დავტოვე ზოლები მანქანებისთვის, რომლებიც იქნება ძვირი და შესაბამისად ძალიან მომგებიანი, მაგრამ იმისთვის რომ ჯამური
მოთხოვნა არ შემცირდეს, ვაკეთებ ბას ლეინებსაც, რათა ფულის გადამხდელს ძვირი გამოვართვა და არ გადამხდელს წვდომის შესაძლებლობა დავუტოვო და თან
მცირე გამოვართვა (სიტყვაზე 20ჯერ ნაკლები), მაგრამ რაოდენობიდან გამომდინარე (საზ. ტრანსპორტის მგზავრების) ისევ გავზარდო შემოსავალი.
სასურველი შედეგი:
1) გზების უკეთესი დაგეგმარება
2) მიწის რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება
3) საცობების შემცირება
4) გადაადგილების გამარტივება
5) Urban Sprawl-ის შეჩერება
მთავარი არის შემდეგი საკითხი: არის თუ არა გზების მომგებიანად მართვა, ამავდროულად მათი ეფექტიანი მართვა? თუ სხვა დარგებში ხერხდება რესურესბის ეფექტიანი გამოყენება ფასების მეშვეობით, რატომ ვერ უნდა მოხდეს გზების შემთხვევაში?
საინტერესოა კონტრარგუმენტები, ოღონდ სასურველია, რომ "იქნებ ვიღაც ტრაკმა იყიდა გზა და 10,000 დოლარს ადებს ფასს" არ იყოს
საუბარია იმაზე, არსებობს თუ არა ბუნებრივი სტიმულები (ანუ არის თუ არა მომგებიანი გრძელვადიან პერიოდში), რომ გზის გამოყენება მოხდეს არაეფექტიანად და იმის ნაცვლად, რასაც ურბანისტები თვლიან სწორს, მივიღოთ "არასწორი" დაგეგმარება/განვითარება?
ასევე არ გვინდა: "არსად გაუკეთებიათ, ესეიგი ცუდია" :დდდ
PS
გავითვალისწინოთ, რომ სახელმწიფოს მართვის პირობებში ურბანისტები სახეს იხევენ პოლიტიკოსების რაღაცებში დასარწმუნებლად, მაგრამ ბოლოს მაინც მოდიფიცირებულ ლეღვობებს ვიღებთ, რადგან ამ პოლიტიკოსებს კონკრეტულ ბიზნეს ინტერესები აქვთ ამა თუ იმ ადგილას და სანამ მართავენ ამ გზებს, უნდათ რომ მაქსიმალური სარგებელი ნახონ...
PPS
რა თქმა უნდა, ეს მიდგომა გულისხმობს გადასახადების მნიშვენლოვან შემცირებას
This post has been edited by Nickboy on 12 Feb 2020, 12:32