https://matsne.gov.ge/ka/document/view/2169396მუხლი 43. ნაწილი 2
2. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის, თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის არსებობისას ველოსიპედის, მოპედის, თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკისა და თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკის მიღმა გადაადგილება.
ველოსიპედის, მოპედისა და თოვლმავლის/მოტოციგის გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) თოვლმავლისა და მოტოციგის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, გარდა თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) უფლებამოსილი პირების მიერ სამაშველო, სარეაბილიტაციო, საპოლიციო და სხვა მიზნებით გადაადგილების შემთხვევებისა, რომელთა თოვლმავალი/მოტოციგა აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლეზე (თოვლმავლის შემთხვევაში – კაბინაზე, ხოლო მოტოციგისა და სხვა შემთხვევაში – სპეციალურ ჭოკზე) განთავსებული ციმციმათი.