Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
თბილისი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(65)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
საქართველოს ავიაცია
, VII ნაწილი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
წერილები: 10307
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07
#55848555
· 16 Feb 2020, 13:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სამოქალაქო ავიაციის განვითარების მოკლე ისტორია
საქართველოს სამოქალაქო ავიაციამ დამოუკიდებლად 1993 წელს დაიწყო ფუნქციონირება. პირველი საერთაშორისო რეისი ისრაელში განხორციელდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურა ცენტრალიზებული საბჭოთა სისტემიდან შეიცვალა მსოფლიო პრაქტიკაში არსებული სტრუქტურის მსგავსად - შეიქმნა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ოპერატორები და მათი უსაფრთხო ფუნქციონირების ზედამხედველი სახელმწიფო ორგანო - საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი. დარგის ეკონომიკური მართვა და რეგულირება თანდათან ექვემდებარებოდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, კერძოდ საკუთრების ფორმის თავისუფალი შერჩევის შესაძლებლობას; ფასწარმოქმნის თავისუფლებას; კონკურენტული გარემოს შექმნას. სამოქალაქო ავიაციის სისტემის ორგანიზაციული და ეკონომიკური რეფორმა ხორციელდებოდა ოთხი მიმართულებით: ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფა, საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შექმნა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება. საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის შესაქმნელად დაიწერა ჯერ საქართველოს საჰაერო დეკრეტი, რომლის შემდეგაც მიღებულ იქნა სამოქალაქო ავიაციის მთავარი კანონი - საქართველოს საჰაერო კოდექსი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. განხორციელდა «საქაერონავიგაციის» რეორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდების მომსახურებას.
1994 წელს საქართველო გახდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სრულუფლებიანი წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაცია ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად. საქართველოში მსოფლიოს საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და მრავალი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა ორი საერთაშორისო კონფერენცია.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 ივლისის 287 ბრძანებულებით შეიქმნა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია.
2005 წლის 13 აპრილს - საქართველო გახდა ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრი (ECAC). საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ოქტომბრის 599 ბრძანებულებით შეიქმნა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
2007 წლის იანვარში საქართველო გახდა GAA-ს (გაერთიანებული საავიაციო ხელისუფლებები) წევრობის კანდიდატი. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის ბრძანებით შეიქმნა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.
2007 წლის თებერვალში გაიხსნა «თბილისის საერთაშორისო აეროპორტის» ახალი შენობა, საიდანაც რეგულარული რეისები სრულდება ევროპისა და აზიის 30-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით. 2007 წლის 26 მაისს გაიხსნა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც სრულდება რეგულარული გადაყვანა-გადაზიდვები სტამბოლის მიმართულებით. უახლოეს მომავალში დაიწყება რეგულარული რეისები თბილისის მიმართულებით და ასევე დაგეგმილია ევროპა-აზიის მიმართულებებითაც. მსოფლიოს 24-მდე ქვეყანასთან დადებულია მთავრობათაშორისი შეთანხმებები/ხელშეკრულებები საჰაერო მიმოსვლის შესახებ, რაც წარმოადგენს რეგულარული საერთაშორისო ფრენების სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული პოლიტიკური ლიბერალიზაციის კუთხით შემუშავდა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ახალი მოდელი, რომლის შესაბამისადაც გაფორმდა შეთანხმებები შემდეგ ქვეყნებთან: თურქეთი (ძალაშია), უკრაინა (რატიფიცირებულია), დიდი ბრიტანეთი (პარაფირებულია), ჩეხეთი (პარაფირებულია) და ჩინეთი (ექსპერტების დონეზეა). ზემოაღნიშნული მოდელის შესაბამისად მიმდინარეობს მუშაობა არსებულ და სამომავლოდ გასაფორმებელ შეთანხმებებზე.
თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა 2007 წელს.აეროპორტს მართავს Tav Georgia. წარმოადგენს hub-ს აირზენასთვის. 2017 წელს აეროპროტს დაემატა ახალი ტერმინალი, სადაც განთავსებულია მოფრენის ტერმინალი. ძველი შენობა მთლიანად გაფრენის ტერმინალს დაეთმო.2015 წლის 30 ივნისს, თბილისის საკრებულომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიანიჭა
2012 წლის 27 სექტემბერს გაიხსნა ქუთაისის განახლებული აეროპორტი, და პრენები საქართველოს მიმართულებით დაიწყო ვიზეარმა. ამჟამად ქუთაისის აეროპორტში ბაზირდება ვიზეარის 3 თვითმფრინავი.
მესტიის აეროპორტი გაიხსნა 2010 წლის 24 დეკემბერს. ფრენები სურლდება თბილისის(ნატახტრის აეროდრომი), ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით
ამბროლაურის აეროპორტი გახსნილია 2017 წელს, რეისები სრულდება თბილისის(ნატახტრის აეროდრომი) მიმართულებით
2019 წლიდან თბილისის აეროპორტში დაიწყო ფრენები Ryanair მილანის მიამრთულებით, 2020 წლის გაზაფხულიდან კიოლნის მიმართულებით
(ტექსტი ნაწილობრივ დაკოპირებულია III - ნაწილიდან რომლის ავტორია gio-giorgi )
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#55848875
· 16 Feb 2020, 15:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დავფიქსირდე ჩემს საყვარელ თემაში :) და წარმატება ქართულ ავიაციას !
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
წერილები: 2880
წევრი No.: 180200
რეგისტრ.: 20-January 14
#55849148
· 16 Feb 2020, 16:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
:chest: :sa: :chest:
(IMG:
https://img.forum.ge/J2ijji7ji_Tn3.jpg
)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
spider77
- OOOO -
ჯგუფი: Members
spider77
- OOOO -
ჯგუფი: Members
წერილები: 40270
წევრი No.: 104250
რეგისტრ.: 6-November 09
#55849275
· 16 Feb 2020, 17:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
დავფიქსირდე ჩემს საყვარელ თემაში და წარმატება ქართულ ავიაციას !
+777
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kuchu
Ku-Chuuuuu
ჯგუფი: Members
kuchu
Ku-Chuuuuu
ჯგუფი: Members
წერილები: 2096
წევრი No.: 13450
რეგისტრ.: 9-October 05
#55851070
· 16 Feb 2020, 23:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
https://bm.ge/ka/tv-inner/ear-fransi-parizi...s-aaxlebs/16912
:)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
koba71786
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
koba71786
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9488
წევრი No.: 93750
რეგისტრ.: 16-June 09
#55851353
· 17 Feb 2020, 00:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა მაინტერესებს.მახსოვს შევარდნაძის დროს.ალბათ 90 იანებში
აჭარაში ქართულმა ხომალდმა განიცადა კატასტროფა
გახსოვთ ეს ამბავი? მგონი აირზენას ხომალდი იყო
თუ გაქვთ ინფო დაწერეთ
მგონი ეს ერთადერთი ავია კატასტროფაა ქართულ სამოქალაქო ავიაციაში
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
paranoidis_dzma
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
paranoidis_dzma
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25149
წევრი No.: 3605
რეგისტრ.: 15-November 03
#55852024
· 17 Feb 2020, 10:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
koba71786
https://aviation-safety.net/database/record...p?id=20001025-0
This post has been edited by
paranoidis_dzma
on 17 Feb 2020, 10:30
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პაწა
Crazy Member
ჯგუფი: Members
პაწა
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3141
წევრი No.: 61903
რეგისტრ.: 21-May 08
#55852498
· 17 Feb 2020, 12:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
https://en.wikipedia.org/wiki/2011_United_N...r_CRJ-100_crash
QUOTE
ერთადერთი ავია კატასტროფა
ერთადერთი ცოტა რთული სათქმელია. მარტო სოხუმის აეროპორტში იყო უამრავი
This post has been edited by
პაწა
on 17 Feb 2020, 12:49
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
წერილები: 10307
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07
#55852527
· 17 Feb 2020, 12:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
aviatori1
სად დაიკარგე, გვითხარი რა ხდება ქართულ ავიაციაში :)
წლის ბოლოს შეგვრჩებე რამე ქართული ავიაკომპანია მაინც :rolleyes:
koba71786
QUOTE
მგონი ეს ერთადერთი ავია კატასტროფაა ქართულ სამოქალაქო ავიაციაში
ერთადერთი არ არის, სოხუმის აეროპროტს თავი რო დავანებოთ იყო მშვიდობიან დროსაც ავია შემთხვევები:
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%...%A1%D0%A1%D0%A0
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%...%B4%D0%B0%D0%BC
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პაწა
Crazy Member
ჯგუფი: Members
პაწა
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3141
წევრი No.: 61903
რეგისტრ.: 21-May 08
#55852674
· 17 Feb 2020, 13:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ან-26-ის ამბავი არ გამიგია, პრინციპში ბევრი ისედაც არაა ცნობილი, არც ეკიპაჟი, არც მგზავრების ზუსტი რაოდენობა, შავი ყუთი და გამოძიების შედეგები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hadesnexus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
hadesnexus
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1154
წევრი No.: 202320
რეგისტრ.: 13-May 15
#55852808
· 17 Feb 2020, 13:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
+225.
.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
წერილები: 2880
წევრი No.: 180200
რეგისტრ.: 20-January 14
#55852925
· 17 Feb 2020, 14:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტუ154-იც ჩამოვარდა 92-ში, თბილისში. უფრო სწორად - ვერ აფრინდა.
vatman
ყველაფერი კარგად იქნება :D
ამ მთავრობის... უცხოურ კომპანიებს აფინანსებს რო ქუთაისიდან იფრინონ და ჩვენებს ყურადღებასაც არ აქცევენ, პლიუს ძალიან ცუდ კანონებს იღებენ. ყველაფერს აკეთებენ რო დაანგრიონ ყველაფერი რა, ამათი...
თუმცა კომპანიები მაინც იქნებიან.
This post has been edited by
aviatori1
on 17 Feb 2020, 14:20
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
წერილები: 10307
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07
#55853501
· 17 Feb 2020, 16:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
aviatori1
QUOTE
ტუ154-იც ჩამოვარდა 92-ში
90 იანების ბარდაგის ნათელი მაგალითი
მაი ვეი რას აპირებს?
წინა კვირას გამიკვირდა რო ვნახე თელავივიდან შესრუელბული რეისი :D
წინა თემაშIც დავწერე, და ისევ დავწერ. სანამ ლოუქოსთ სისტემაზე არ გადავა აირზენა, არაფერი ეშველება. ნუ იდეაში ცეხეთის ავიახაზები CSA, ერა ბალტიკი, ლოტი ამ გზით წავიდნენ და შედარებით გადარჩნენ ჯერ ჯერობით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
წერილები: 2880
წევრი No.: 180200
რეგისტრ.: 20-January 14
#55854008
· 17 Feb 2020, 17:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vatman
გადატვირთვის გამო მოხდა, თუმცა ეგ მარტო 90-იანებში არ იყო პრობლემა, კომუნისტების დროსაც ხშირად იყო გადატვირთვა.
ხო, დაფრინავს თელავივი, კვირაში სამი რეისია.
სხვა რავი, ორი ბორტის აყვანა იგეგმება კიდევ. ორი მანდ იქნება, ორი სუდანში. გვინახავს სუდანი რა, ცოტა მანდაც იქნება რეისები, სუ ისე არ დავრჩებით.
ზონას არ უჭირდა არაფერი, ბორტების დამატებას აპირებდა, მგზავრებიც ჰყავდათ, მაგრამ მთავრობამ დააფინანსა რაინეარი და ვიზეარი რო ქუთაისიდან ეფრინათ და დავარდა ბილეთის ფასი და ხალხიც შეუმცირდა.
მიეცა ზონასთვის კონტრაქტი, ან ჩვენთვის და ეგაა არ იქნებოდა პრობლემა, სამუშაო ადგილებიც იქნებოდა, ფულიც ქვეყანაში დარჩებოდა და იაფი ბილეთებიც იქნებოდა, მაგრამ არა... მიზანმიმართულად ანგრევენ ყველაფერს, ამათი...
ლოუქოსთი ალტერნატივაა, მაგრამ ეგ იმშემთხვევაში თუ ბევრი მიმართულება გაქვს, ანუ ბორტებიც ბევრი უნდა გყავდეს და ყველაფერი დანარჩენიც, ჩვენ შემთხვევაში კიდე ცოტა რთულია ეგრე, თუმცა ცდა შეიძლება ალბათ.
This post has been edited by
aviatori1
on 17 Feb 2020, 17:49
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
წერილები: 10307
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07
#55854281
· 17 Feb 2020, 19:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
aviatori1
QUOTE
გადატვირთვის გამო მოხდა, თუმცა ეგ მარტო 90-იანებში არ იყო პრობლემა, კომუნისტების დროსაც ხშირად იყო გადატვირთვა.
ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ მანდ ზედმეტი 3 ტონის შესახებ ეკიპაჟმაც კი არ იცოდა, და სალარე ამდენი ხანი თუ არსებობდა არ ვიცოდი სანამ მაგ სტატიას წავიკითხავდი თავის დროზე.
aviatori1
QUOTE
ლოუქოსთი ალტერნატივაა, მაგრამ ეგ იმშემთხვევაში თუ ბევრი მიმართულება გაქვს, ანუ ბორტებიც ბევრი უნდა გყავდეს და ყველაფერი დანარჩენიც, ჩვენ შემთხვევაში კიდე ცოტა რთულია ეგრე, თუმცა ცდა შეიძლება ალბათ.
მე მაინც მგონია რო საქართველოს ვარიანტში სხვა გზა არ არის. მე მიმაჩნია ზოგადად რო ლოუქოსთები დედას უხნავენ ავიაციას. მალე დარჩება ან დიდი ლოუქოსთები: ვიზი, რაინერი და დიდი ავიაკომპანიები: ლუფტჰანსა, კლმ-ეარ ფრანსი, თურქიში და ასე შემდეგ.
მე მაინც თურქიში მირჩევნია და ჩემტვის პრობლემა არ არის სტამბულშI გადაჯდომა, მირჩევნია ვიდრე ქუთაისში წავიდე. აირზენასთან შედარებით კი უფრო იაფი გამოდის ბილეთი. 1 სიხშირე პრაღაზე მარაზმია, კიდევ კარგი ვენა არც ისე შორია. მარა აირზენას პრაღის რეისი, ადრე უნდა გაიღვიძო წასვლისას და წამოსვლისას, რაც მაინც დამაინც არ მომწონს, თურქიშზე ზამთრის განრიგით 12 საათზე რო გაფრინდე თბილისიდან ძაან საკაიფო გამოდის, 7-ზე პრაღაში ხარ. ხო კვება და გართობის სისტემებს არც შევადარებ აირზენასი და თურქიშის :) .მარა ჩემი და დაფრინავს აირზენათი და მოსწონს, ეკონომი საკმაოდ კომფორტულია ემბრაერებში
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
თბილისი
|
იქით
»
Pages:
(65)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0285 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.