Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
თბილისი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(65)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
საქართველოს ავიაცია
, VII ნაწილი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Huro
financial times
ჯგუფი: co-Moderators
Huro
financial times
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 17469
წევრი No.: 136566
რეგისტრ.: 3-October 11
#55854321
· 17 Feb 2020, 19:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
aviatori1
Არ ვიცი რას ეძახი დაფინანსებას, განავრცე აბა თემა, რა დააფინანსა მთავრობამ? Ამათგან არაფერი მიკვირს, მაგრამ მაინც.
vatman
Აირზენას არის სოფლის კანტორა. Ლოუქოსთს თავისი კლიენტი ყავს, ამას თავისი. Მთლად მაგ სეგმენტში თუარა, გადააჯვას ქუთაისში და დაიწყოს იქედან ფრენები. Მაგრამ აირზენას პრობლემა არის სულ სხვა რამ. Ტიპიური ქართული მენეჯმენტია, ბიძაშვილი, მამიდაშვილი. Როგორ ვიკადრო უბრალოდ თორე შემიძლია ამ წუთას დაგიდოთ ბილეთები, რომელშიც ერთი თეთრი არაა გადახდილი, მაგრამ მშვენივრად იმგზავრეს :) ერთი ზარია საჭირო და 2-3 ბილეთი არის უფასოდ, ამ მახევარ ფასად. Მე ასეთი კადრი ვიცი 2 და მთელ კომპანიაში რამდენი ინექნება ხო აზრზე ხარ. Ეს ყველაზე უმნიშვნელო მიზეზი რატომაც მაგ კომპანიას მომავალი არ აქვს. Ასეთი მიზეზები კიდევ არის მილიონი და ბოლოში იღებ იმას რასაც იღებ.
aviatori1
Ისე ტავი რო ყველაზე იაფად ზენას ემსახურება ეგეც დაგეწერა ბარემ. Არ იძლევა ეგ სხვაობას? Მე მგონი მილიონებზეა საუბარი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
წერილები: 2880
წევრი No.: 180200
რეგისტრ.: 20-January 14
#55854651
· 17 Feb 2020, 20:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vatman
ისეა თუ ასე, ჯერ არავის უცდია, როცა გამოჩნდება ვინმე, მერე გამოჩნდება რა იქნება.
* * *
Guro_
ანუ, დოტაციაზე ჰყავს ჩვენ მთავრობას ვიზ ეარი და რაინეარი, რომლებიც მერე ვითომ 20 ლარიან ბილეთებს ყიდიან, ანუ რეალურად მთავრობა უხდის ფულს რომ იფრინონ ეგეთ ფასად.
ხო და მსგავს პირობებში როდესაც შენივე მთავრობა, შენივე კონკურენტებს აფინანსებს როგორ უნდა იფრინო ქუთაისიდან?!
ზენას თითქმის არ ემსახურება ტავი, ძირითადად თავისი აქვს ზენას ყველაფერი და ეგ სხვა რამეა კიდევ.
კარგია თუ ცუდია მაინც ჩვენი ქვეყნის კომპანიაა და რა თქმა უნდა რომ მირჩევნია რომ პრიორიტეტი მაგათ მიანიჭოს მთავრობამ ვიდრე ვიზეარს ან რაინეარს.
ბიძაშვილ მამიდაშვილობა კიდე ყველგან არის და არც ზენაა გამონაკლისი.
მეც ვიყავი ზენას თანამშრომელი, და მეც მიმგზავრია უფასოდ, "ზაიცადაც" :D მაგრამ ეგ ზღვაში წვეთია და ნორმალურიცაა, უცხოურ კომპანიებშიც ხშირადაა ეგეთი პრაქტიკა და მაგაში ჩვენ არ ვართ გამონაკლისები.
პ.ს: მე თუ ზენაზე დავწერე რამე ეგ კიდე იმას არ ნიშნავს რომ მე ზენა მომწონს, მანდ დაიწყო ჩემი კარიერა და ოთხ წელზე მეტი ხანი ვერ გავძელი, კომპანიაში არსებული სიტუაციის გამო,
მაგრამ, მაგრამ და მაგრამ... მგონი უკეთესი არ იქნება საერთოდ კომპანიის გარეშე რომ დავრჩეთ, ადგილიც კი აღარ იქნება რომ სპეციალისტები აღიზარდოს.
This post has been edited by
aviatori1
on 17 Feb 2020, 20:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Huro
financial times
ჯგუფი: co-Moderators
Huro
financial times
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 17469
წევრი No.: 136566
რეგისტრ.: 3-October 11
#55854800
· 17 Feb 2020, 21:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
aviatori1
Შენი დამოკიდებულება და ცოდნა ვიცი კაცო, რად მინდა ამის ახსნა.
Უბრალოდ ეს ვიზის და რაინეარის დაფინანსება რაღაც ვერ ჯდება ნორმებში. Ევროკავშირიდან ეს ძალიან მკაცრად კონტროლდება და აკრძალულია. Ერთი რაც შეუძლია ესაა სადაც დაფრინავს იქ ირიბი მარკეტინგი. Ანუ მარსელი თბილისის რეისი თუა მარსელში გააპიარებენ თბილისს და ამით ხეირობს რაინეარიც. Თუ შავად ხდება ფულის მიცემა, ეგ არ ვიცი, თავსაც ვერ დავდებ რო არ ხდება, მაგრამ რატომღაც არ მგონია სიმართლე.
Ზენას გაქრობა კიდე ცუდია ცალსახად, მაგრამ იქნება მერე მაინც გაჩნდეს წესიერი კომპანიათქო ვფიქრობ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
წერილები: 2880
წევრი No.: 180200
რეგისტრ.: 20-January 14
#55854867
· 17 Feb 2020, 21:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Guro_
აი მაგალითად, 3:20 წუთზე წერია ოფიციალური მონაცემები
https://bm.ge/ka/video/rogor-afinansebs-sax...ompaniebs/15318
და დაფინანსება პირდაპირი თუ ირიბი რა მნიშვნელობა აქვს.
არ გამოჩნდება იმიტომ რომ ხალხი იგივე დარჩება, უბრალოდ კომპანიას ექნება სხვა სახელი, ზენის დაშლით კიდევ ბევრი ხალხი დარჩება უსამსახუროდ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#55854986
· 17 Feb 2020, 21:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვიზ ეარნს და რაინეარს არ აქვთ პირდაპირი ფინანსური დახმარება. საქართველოს მხარეს ვალდებულება აქვს აღებული რომ გააპიარებს საქართველოს იმ მიმართულებებზე , საიდანაც ვიზ ეარი დაამატებს რეისებს. თუმცა ეს საქართველოს პიარიცაა. მოკლედ ჩვენი მთავრობის დედაც , 2 ხელის აწევით გეთანხმებით პათოსში , მაგრამ ის რომ სუბსიდირებაზეა ვიზ ეარი არაა სიმართლე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
წერილები: 2880
წევრი No.: 180200
რეგისტრ.: 20-January 14
#55856069
· 18 Feb 2020, 07:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
webdesigner93
პირდაპირია თუ ირიბი რა მნიშვნელობა აქვს?!
ქართული კომპანიებისთვის უნდა იყოს ყველანაირი ხელშეწყობა პირველ რიგში, სამუშაო ადგილებიც გაჩნდება და ქვეყანაშიც ფული შემოვა, აქ კიდევ პირიქით ხდება ყველაფერი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პაწა
Crazy Member
ჯგუფი: Members
პაწა
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3141
წევრი No.: 61903
რეგისტრ.: 21-May 08
#55856113
· 18 Feb 2020, 09:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(aviatori1 @ 17 Feb 2020, 20:31 )
vatman
ისეა თუ ასე, ჯერ არავის უცდია, როცა გამოჩნდება ვინმე, მერე გამოჩნდება რა იქნება.
* * *
Guro_
ანუ, დოტაციაზე ჰყავს ჩვენ მთავრობას ვიზ ეარი და რაინეარი, რომლებიც მერე ვითომ 20 ლარიან ბილეთებს ყიდიან, ანუ რეალურად მთავრობა უხდის ფულს რომ იფრინონ ეგეთ ფასად.
ხო და მსგავს პირობებში როდესაც შენივე მთავრობა, შენივე კონკურენტებს აფინანსებს როგორ უნდა იფრინო ქუთაისიდან?!
ზენას თითქმის არ ემსახურება ტავი, ძირითადად თავისი აქვს ზენას ყველაფერი და ეგ სხვა რამეა კიდევ.
კარგია თუ ცუდია მაინც ჩვენი ქვეყნის კომპანიაა და რა თქმა უნდა რომ მირჩევნია რომ პრიორიტეტი მაგათ მიანიჭოს მთავრობამ ვიდრე ვიზეარს ან რაინეარს.
ბიძაშვილ მამიდაშვილობა კიდე ყველგან არის და არც ზენაა გამონაკლისი.
მეც ვიყავი ზენას თანამშრომელი, და მეც მიმგზავრია უფასოდ, "ზაიცადაც" :D მაგრამ ეგ ზღვაში წვეთია და ნორმალურიცაა, უცხოურ კომპანიებშიც ხშირადაა ეგეთი პრაქტიკა და მაგაში ჩვენ არ ვართ გამონაკლისები.
პ.ს: მე თუ ზენაზე დავწერე რამე ეგ კიდე იმას არ ნიშნავს რომ მე ზენა მომწონს, მანდ დაიწყო ჩემი კარიერა და ოთხ წელზე მეტი ხანი ვერ გავძელი, კომპანიაში არსებული სიტუაციის გამო,
მაგრამ, მაგრამ და მაგრამ... მგონი უკეთესი არ იქნება საერთოდ კომპანიის გარეშე რომ დავრჩეთ, ადგილიც კი აღარ იქნება რომ სპეციალისტები აღიზარდოს.
ბაზელი-ქუთაისის რეისი რატომ გაუქმდა, -ვიზეარს ძალიან ცუდი ცნობადობა აქვს შვეიცარიაში. იზიჯეტმა რომ შეასრულოს ზუსტად იგივე რეისი, დამიჯერე, სავსე იქნება.
აირზენას არც ბორტი ყავს შესაბამისი, რომ გადახდის შემთხვევაში იგივე გააკეთოს რასაც ვიზეარი ახერხებს. ბოინგს და ეარბასს 2 და 3 წელში ვერ იყიდი, ჯერ მარტო ბოინგ მაქსის ისტორია ნათელი მაგალითია, დედა აღარ ყავს რაინეარს, აუქმებს უამრავ რეისს. ნახმარი ბორტით კი ლოუქოსთერად ვერანაირად ვერ ჩამოყალიბდები, მანდ იდეა ის არის, რომ სულ ახალი იყოს და ნაწილების ხარჯი საერთოდ არ გქონდეს. ასევე არ უნდა გეჯდეს უამრავი სვავი ოფისში, რომლებიც მხოლოდ ჯიპებზე ფიქრობენ.
ასე რომ, არავინ ჩაგრავს აირზენას. უბრალოდ, სულ რომ მილიარდები დააყარო, მაინც ვერ გაწვდება იმ საქმეს, რასაც ვიზეარი, რაინეარი და იზიჯეტი აკეთებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
webdesigner93
Explore World
ჯგუფი: Members
წერილები: 10216
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08
#55856572
· 18 Feb 2020, 11:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
aviatori1
QUOTE
პირდაპირია თუ ირიბი რა მნიშვნელობა აქვს?!
ის მნიშვნელობა აქვს , რომ სიტყვაზე საქართველოს რეკლამას ეწევა ტურდეპი ლატვიასა და ესტონეთში , იმიტომ რომ ვიზმა დაიწყო ფრენები ტალინიდან და რიგიდან. ეს რეკლამა აირზენასაც არგია , ვიზ ეარსაც და ყველას ვინც მაგ ბაზრით დაინტერესდება ხომ ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
koba71786
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
koba71786
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9488
წევრი No.: 93750
რეგისტრ.: 16-June 09
#55857275
· 18 Feb 2020, 14:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პაწა
QUOTE
ერთადერთი ცოტა რთული სათქმელია. მარტო სოხუმის აეროპორტში იყო უამრავი
vatman
QUOTE
ერთადერთი არ არის, სოხუმის აეროპროტს თავი რო დავანებოთ იყო მშვიდობიან დროსაც ავია შემთხვევები:
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%...%A1%D0%A1%D0%A0
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%...%B4%D0%B0%D0%BC
გასაგებია მადლობა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
წერილები: 2880
წევრი No.: 180200
რეგისტრ.: 20-January 14
#55857629
· 18 Feb 2020, 15:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პაწა
საკმარისი ბორტები ჰყავს ზენას, 737-იც იგივე კლასია რაც 320.
და არც ბორტის აღებაა რამე პრობლემა, ზენას ნამდვილად არ გაუჭირდება ეგ. რამოდენიმე თვეში შეუძლიათ აიღონ ნებისმიერი NG.
ყიდვა პატარა კომპანიისთვის არაა ნორმალური.
მაგალითად ახალი 737 თუ ღირს 90 მილიონი, 5-10 წლის განმავლობაში ჩამოდის სადღაც 20-ზე, არის ხო განსხვავება.
ნახმარი NG-ის არანაირი სერიოზული პრობლემები არ აქვს (იგივე აერობუსთან შედარებით, რომელიც რაც უფრო ძველდება, მით უფრო ტვინის ბურღი ხდება) და რაღაც სასწაული თანხები არ ჯდება შენახვა, ახალთან შედარებით, რადგან ახალია იმას არ ნიშნავს რომ არ ფუჭდება, პლიუს ყიდვის შემთხვევაში ფაქტიურად "გეტენება" ბორტი, რომელიც კიდევ სადღაც 10 წლის შემდეგ იქნება მართლა მონგრეული, ამიტომ არ ღირს ახლის ყიდვა პატარა კომპანიებსთვისთვის.
კონკრეტულად ჩაგრავენ ქართულ კომპანიებს და მაგაზეა საუბარი.
კაი ზენა არ გვინდა, ჩვენ შემოგვთავაზა ვინმემ ეგ საქმე?! არა... და ეგაა პრობლემა რომ მიდის საკუთარი ავიაციის ნგრევა.
webdesigner93
მარტო რეკლამაზე არაა მანდ საუბარი.
აეროპორტის, ნავიგაციის გადასახადები და მრავალი სხვა რამ, რომელსაც ქართულ კომპანიებს ახდევინებენ ჩვეულებრივ, და თუ მაინცდამაინც ზენაა ცუდი, კიდევ ვიმეორებ არც ჩვენთვის შემოუთავაზებიათ მსგავსი პირობებით რეისების შესრულება.
ქვეყანა უაზრო კანონები მიიღეს კიდევ, რამაც ძალიან ბევრ კომპანიას გადააფიქრებინა ჩვენთან ბაზირების და ოპერირების სურვილი.
საერთო საუბარი იმაზე მიდის რომ ქვეყანას ფეხებზე კიდია საკუთარი ავიაცია და უცხოელებს უწყობს ხელს და ფაქტები ქვეყანაა მაგის.
ეკონომიკა რომ გვინდა ტურიზმზე აგებული, და მთავარ სატრანსპორტო წყაროს ვუთმობთ უცხოელებს, ეგაა დანაშაული.
This post has been edited by
aviatori1
on 18 Feb 2020, 16:04
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პაწა
Crazy Member
ჯგუფი: Members
პაწა
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3141
წევრი No.: 61903
რეგისტრ.: 21-May 08
#55858363
· 18 Feb 2020, 18:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
aviatori1
პირდაპირი მიშვნელობა აქვს ლოუ-ქოსთ ფასების მისაღებად იმ მომენტს, რომ სულ ახალი იყოს ბორტი, არანაირი ნახმარი. ბორტის აღება პრობლემაა, რიგია უზარმაზარი. რატომ არ გამოყავს რაინეარს, გრაუნდინგი აქვს ბოინგ მაქსს და აღარ იცის რა ქნას. არც ალტერნატივაა, ეგ ბორტი კიდევ კარგა ხანს იქნება მიწაზე. გამოიყვან ნახმარს და გაეზრდება ოპერირების ხარჯი. უკვე 50 ევროდ ვერ ყიდის ბილეთს. ვერც ეარბასს უკვეთავს, იქნება 5-6 წლის მერე. ნუ უყურებ ასე მარტივად. ბევრი მილიარდი უნდა ამ ბიზნესის დაწყებას. ვიზეარს დიდი ხნის წინ აქვს შეკვეთა გაფორმებული და შეუძლია ამ ბორტების ქუთაისში ბაზირება და ნუ ივიწყებ უკვე არსებული ბრენდის მნიშვნელობას. ხომ დავწერე, ბაზელის მიმართულება დაიხურა შვეიცარიაში ვიზეარის დაბალი ცნობადობის გამო და აირზენას სახელი 0-ის ტოლია.
ზოგადად, აირზენა ვერ მოახერხებს იმას, რაც ვერ გაქაჩა ლუფტჰანზამ (ჯერმანვინგსის მაგალითი) ლაუდამ, ეარ ბერლინმა. არც კადრია აქ შესაბამისი, არც ფინანსები, არც ბიზნეს მოდელი.
პს. ჩოგოვაძე ყველგან მუშაობდა, აირზენაშიც, სვისეარშიც და უდიდესი გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში. არ შეშლია არაფერი და ჩვენ, მგზავრებს, ძალიან გვიხარია იაფი ბილეთები. გასაგებია, რომ გაიაშვილი ერთ ადგილს იპუტავს.
პპს. გიუმრის აეროპორტიდანაც დაიწყო (დაიწყებს აპრილიდან) რაინეარმა ფრენები. უფრო ახლოა ვიდრე ქუთაისი. არ იქნება ვიზეარი, ავტომატურად იფრენს ხალხი სომხეთის გავლით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
aviatori1
Mad Aviator
ჯგუფი: Members
წერილები: 2880
წევრი No.: 180200
რეგისტრ.: 20-January 14
#55859778
· 18 Feb 2020, 23:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პაწა
დღეს ახლის აღება გართულებულია მაქსის კრიზისის გამო, კი ბატონო, მაგრამ...
არ არის მაგხელა განსხვავება ახალსა და ნახმარს შორის მომსახურებაში, რომ მაგხელაზე გამოიწვიოს ბილეთის ფასის ზრდა, მითუმეტეს თუ ნორმალური ტექნიკური სამსახური გყავს და იცის როგორ მიუდგეს საქმეს.
NG-ის საათში საშუალო ფასია 30$ (პლიუს მინუს რა თქმა უნდა), სიძველესთან ერთად რა თქმა უნდა იზრდება, მაგრამ საღაც 5 დოლარის ფარგლებს არ გასცდება.
NG-ძალიან მაღალ დონეზე დგას, ტექნოლოგია უმაღლესადაა დამუშავებული, ჩვენივე მაგალითს გეტყვი, თვეში 400 საათამდე დავფრინავთ ფაქტიურად გაუჩერებლივ. უდიდესი რიცხვია მსგავსი ბორტისთვის და მაგასთან შედარებით პრობლემები ფაქტიურად არ გვაქვს, რაღაც წვრილმანების გარდა. 2006 წლის ბორტია.
ვერცერთი აერობუსი ვერ მივა მაგ მაჩვენებელთან.
ადვილია მეთქი არ ვამბობ, მაგრამ მგონი ჩვენი ქვეყნის მოვალეობაა რომ ჯერ ჩვენ კომპანიებს მიხედოს და მერე სხვებს.
ზენა თუ არა ჩვენ ვართ და ჩვენთვის შემოეთავაზებინათ მსგავსი პროექტი და დაინტერესება ნამდვილად იქნებოდა და ყველა სხვამაც საიდანღაც დაიწყეს და მერე განვითარდნენ, ეგრე იქნება ჩვენ შემთხვევაშიც, ქვეყნის მხრიდან რომ იყოს მაგისი ინიციატივა.
მგზავრებს გიხარიათ იაფი ბილეთები და კომპანიის გარეშე რო დავრჩებით და არანაირი საავიაციო სპეციალისტები აღარ დაგვრჩება "კაბინეტში მჯდომების" გარდა, ეგ იქნება პრობლემა, და კიდევ ვიმეორებ, ზენაზე არაა მარტო მანდ საუბარი, მთელი ქვეყნის ავიაციაზეა საუბარი.
პ.ს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა გვარებს და სახელებს, მე ვუყურებ რიგითი ავიასპეციალისტის გადმოსახედიდან და ნამდვილად არ ჩანს არანაირი გაუმჯობესება.
This post has been edited by
aviatori1
on 18 Feb 2020, 23:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პაწა
Crazy Member
ჯგუფი: Members
პაწა
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3141
წევრი No.: 61903
რეგისტრ.: 21-May 08
#55860089
· 19 Feb 2020, 00:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(aviatori1)
ჩვენ კომპანიებს მიხედოს
ჩვენი ქვეყნის მოვალეობა რატომ არის? ყველამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს. Flybe-ს დაეხმარა მთავრობა და წესით უნდა იცოდეთ რა ამბავი მოყვა ამას.
QUOTE
(aviatori1)
ზენა თუ არა ჩვენ ვართ და ჩვენთვის შემოეთავაზებინათ მსგავსი პროექტი
თქვენ, ვინ? მართლა მაინტერესებს, სულ 1 დოლარი რომ ღირდეს, როგორ უნდა მოიზიდოთ მგზავრების ის რაოდენობა, რასაც ეს ორი ლოუქოსთერი ახერხებს! ეგ კიდევ ცალკე ბევრი მილიონია. კაი, ქართველები როგორმე გავიგებდით, მაგრამ, უცხოელზეა გათვლა, რომ შემოვიდეს და ფული დახარჯოს. მესამედ ვწერ უკვე, ვიზეარმა ვერ გაქაჩა ბაზელის მიმართულება და 3 თვეში დახურა, ზუსტად ამ მიზეზის გამო.
QUOTE
(aviatori1)
არ არის მაგხელა განსხვავება ახალსა და ნახმარს შორის მომსახურებაში
განსხვავება არის და სხვა ფაქტორების კომბინაციაში სერიოზულ სხვაობას იძლევა. კიდევ ერთი ფაქტორია, რომ უნდა გყავდეს ერთი ტიპის ბორტი. არ უნდა იხდიდე GDS-ის გადასახადს და ა.შ. თუ ამ სფეროში სულ ოდნავ ჩახედული ხარ, პირდაპირ უნდა ხედავდე, რომ ამ მიმართულებით ვერანაირად მოახერხებ 0-დან იმ სერვისის გაწევას, რასაც ვიზეარი და რაინეარი აკეთებს. დაჯდებოდა რეალურად 10000-ჯერ მეტი და შედეგი იქნებოდა ერთმნიშვნელოვნად უარესი, თუნდაც იგივე ცნობადობის გამო. ზოგადად, შეკვეთილი სტატიების და რეპორტაჟების კეთებას ჯობია განვითარებაზე ფიქრი.
QUOTE
(aviatori1)
მთელი ქვეყნის ავიაციაზეა საუბარი
ჩემი ბოლო ქართული კომპანიით ფრენა 1993-ის იანვრით თარიღდება, ეარ ჯორჯია, ფრანკფურტი-თბილისი და ერთ ჩარტერს თუ არ ჩავთვლით, ისიც ისეთი სირცხვილი იყო, რომ არ ვიცი. 2 საათით ადრე გადაწყვიტეს გამოფრენა, ყველამ იცოდა ჩემს გარდა და ამ ბედოვლათებმა, მგზავრებით სავსე ბორტით 2,5 საათი აყურყუტეს, თითქოს ვერ მოვახერხებდი თბილისამდე ჩამოსვლას.
* * *
თუ იცით გერმანული, აი ზუსტად იგივე სიტუაცია, ლუფტჰანზა ჩივის ზოგადად რაინლანდ-პფალცის და რაინეარის წინააღმდეგ. მთავრობა აფინანსებს მილიონებით აეროპორტს და ასე გაგრძელდება 2024-მდე, მიუხედავად იმისა, რომ 2017-ში აეროპორტის 82,5% წილი ჩინელებს მიყიდეს.
ლუქსემბურგის ევრო გაერთიანების სასამართლომ წყნარად გაამართლა რაინეარი და აეროპორტი. არავინ არავის უშლის იგივე ბიზნეს-მოდელის გაკეთებას. ლუფტჰანზა ასევე დაუძინებელი მტერია დაბალი ფასების
* * *
https://www.rheinpfalz.de/lokal/artikel/eu-...n-rechtmaessig/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Huro
financial times
ჯგუფი: co-Moderators
Huro
financial times
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 17469
წევრი No.: 136566
რეგისტრ.: 3-October 11
#55860650
· 19 Feb 2020, 08:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
aviatori1
Არცერთ სახელმწიფოს, მათ შორის არც საქართველოს სუბსიდირების უფლება არ აქვს. Არანაირი ხელშეწყობა უცხოური ავიაკომპანიების არ ხდება საქართველოში, ეს არასწორია და სხვათაშორია შენივე დადებულმა ვიდეომ დაადასტურა ეგ.
Ანუ გამოდის სახელმწიფოსგამ გვინდა მხარდაჭერა. Ზენა რო სახელმწიფოსგან და ატკატებისგან იყო დღემდე და რუსეთის ბაზარზე ჩამოკიდებული მაგიტოა დედა რო აქ მოხნული. Აბა ყოფილიყო კონკურენციაში თუ ასეთი ყაყა იქნებოდა როგორც დღეს არის. Სახელმწიფო რაც უფრო ნაკლებს ჩაერევა მით უკეთესი. Გარდა ამისა ზენას ტავი აძლევს სერიოულ შეღავათს 26 დოლარის მაგივრად 19 დოლარს იხდიან მგონი, რიცხვებზე თავს ვერ დავდებ. Ეგეთი პირობა არავის აქვს თბილისში. Მაგათ მუშაობა არ უნდათ და ისე უნდათ ჰაერზე ფული, ხოდა ეგრე ბიზნესი არ კეთდება. Შეხედეთ რკინიგზას და მიხვდებით სახელმწიფოს მიერ მართული ან დახმარებული კომპანია სადამდეც მიდის.
Მოკლედ ზენას რო კითხო გეტყვის დახურე ქუთაისის აეროპორტიო. Ეგეთი კომპანიის არსებობა რა ვთქვი
* * *
aviatori1
Მაივეის ლიდევ ძალიან ვგულშემატკივრობდი, მაგრამ უკრაინის იქეთ ბუდაპეშტი რო აირჩია ევროპის მიმართულებად პირველ რეისად, მანდ მივხვდი რო ვერ იყო საქმე წესიერად. Მერე საიტი რო ვნახე სახელმწიფოსგან გახმარება კიარა დასახურიათქო ეგეც გავიფიქრე. Ასე მარტივია საუბარი სახელმწიფო დაგვეხმაროსო.
Მე არ ვიცი მაივეიში რეალურად რა მოხდა, მაგრამ ევროპაში ფრენის ლიცენზიას რო ვერ მოიპოვებ, ესეიგი მაგ კომპქნიას მომავალი არ გააჩნია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
წერილები: 10307
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07
#55860892
· 19 Feb 2020, 10:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Guro_
რატოა არ უდნა ჰქონდეს სუბსიდირების უფლება ან და დახმარებას ავიაკომპანიას? ზუსტად მაგ რეგულაციებმა სუბსიდირების აკრძალვის გამო დაღუპა ბევრი ნორმალური ავიაკომპანია ევროპაში. ანუ თუ თურქიშს, ყატარს, ფალიდუბაის, ეარ ასტანას, აეროფლოტს, ბელავიას სახელმწიფო ეხმარება, ისინი რა თქმა შესაბამის მიმართულებაზე შეუძლიათ დემპინგით იფრინონ. აგერ მაგალითი ფლაიდუბაი არის, რო შემოვიდა ეგრევე ბილეთები 150 დოლარამდე ღირდა, და ეხლა ნახე 230 დოლარის ქვემოთ არ ცჩამოდის, მთელი წლის განმავლობაში 230-250 $ აქვს ფასი. ნუ აირზენას რო უნამოსო მენემეჯნტი აქვს ეს სხვა საკითხია, მაგრამ
aviatori1
ვეთანხმები
QUOTE
მგზავრებს გიხარიათ იაფი ბილეთები და კომპანიის გარეშე რო დავრჩებით და არანაირი საავიაციო სპეციალისტები აღარ დაგვრჩება "კაბინეტში მჯდომების" გარდა, ეგ იქნება პრობლემა, და კიდევ ვიმეორებ, ზენაზე არაა მარტო მანდ საუბარი, მთელი ქვეყნის ავიაციაზეა საუბარი.
aviatori1
შენ ბოინგის კენ უფრო კეთილგანწყობილი ხარ როგორც ვატყობ, მაგრამ რა კომპონენტებში აერბასი უფრო ხარჯიანი ხდება ასაკტან ერთად ვიდრე ბოინგი.
და საქართველოში ბოინგის პილოტირებას ასწავლიან საავიაციოში? რაღაც მახსოვს თავის დროზე აირზენამ, საავიაციომ და ბოინგმა რაღაც მემორანდუმს მოაწერეს ხელი
This post has been edited by
vatman
on 19 Feb 2020, 10:31
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
თბილისი
|
იქით
»
Pages:
(65)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0241 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.