დღეს ვიყიდე ბათუმი - თბილისი ფრენის ბილეთები და დავწერ პროცესი როგორია. მოკლედ მინდოდა ორი ბილეთის ყოდვა, ერთი გზა მხოლოდ ბათუმი - თბილისი.
• პირველ რიგში ქართულად მარტო საიტის პირველი გვერდია ნათარგმნი, ისიც მხოლოდ ნაწილობრივ. ყიდვის პროცესის დაწყებისას მაშინვე ყველაფერი ინგლისურად იცვლება და თუ ინგლისური არ იცი შანსი არაა ყიდვა შეძლო. თუ გავითვალისწინებთ რომ კომპანია საქართველოში შიდა ფრენებს ასრულებს, ჩემთვის წარმოუდგენელი ხარვეზია.

• მეორე დიდი ხარვეზი არის ის რომ ორივე ბილეთის ყიდვა თუ გინდა გიწევს ორივეს ერთნაირი პირობებით ყიდვა. მაგალითად, ერთი ბილეთი მინდოდა 20 კილოგრამიანი ბარგით, რომელიც 255 ლარი ღირს, ხოლო მეორე ბილეთი 174 ლარიანი, 5 კილოგრამიანი ბარგით (მხოლოდ 5 კილოგრამიანი ბარგს პირველად ვხედავ, არასდროს 8 კილოგრამიანზე ნაკლები არ მინახავს) მაგრამ, საიტი ამის საშუალებას არ გაძლევს, ან ორივე 174 ლარიანი უნდა იყიდო ან ორივე 255 ლარიანი.
• იძულებული გავხდი ორივე ცალცალკე მეყიდა, თან გთხოვენ უაზროდ დიდი ინფორმაციის შეყვანას, რაც არ არის საჭირო არსად სხვაგან შიდა ფრენების დროს, თან ძალიან გაუგებრად, მაგალითად წერია Passport information, თან ქვეშ არის პატარა გრაფა, სავარაუდოდ გულისხმობენ პასპორტის ნომერს მაგრამ, ხომ უნდა იყოს დაკონკრეტებული.

• ასევე, ბილეთის ყიდვის მერე მეილი ავტომატურად არ მოდის და უნდა მოითხოვო საიტიდან რომ გაიგზავნოს, რაც გაუგებრადაა და ადვილია რომ დაიბნე. როცა ჩემი ვიყიდე და თანმხლებისთვის ყიდვა დავაპირე, ჩემი მონაცემები დამახსოვრებული ჰქონდა და მისით უნდა შემეცვალა, რადგან აქაუნთს ავტომატურად გიქმნის საიტი, ჩემი მონაცემები თანმხლებით შეიცვალა და როგორც ჩანს ერთ აქაუნთში ორ მონაცემს ვერ დაამახსოვრებინებ.
•გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა იყო ტექნიკური ხარვეზიც, ორჯერ მომიწია პროცესის თავიდან გავლა, იმიტომ რომ ერორ ფანჯარას მიგდებდა:

მოკლედ საიტი არის დაუმთავრებული და "მიფუჩეჩებული", არ ჩანს რომ სერიოზულად მიუდგნენ საქმეს... ესე შორს ვერ გაფრინდებიან. დავწერ ფრენის გამოცდილებსაც, იმედია უკეთესი იქნება.
P.S.
ადგილები არ ავირჩიე თვითმფრინავში იმიტომ რომ ფასიანი იყო, როდის შეიძლება ჩექინის გავლა უფასოდ, ან საერთოდ სჭირდება თუ არა ჩექინი ინფორმაცია არ დევს.