წინა თემა:
თბილისის ტროლეიბუსი,ისტორია
ტროლეიბუსი თბილისში 1937 წლიდან გამოჩნდა, მისი ამოქმედებისა და მარშრუტების დასახვის შესახებ გადაწყვეტილება კი ჯერ კიდევ 1934 წელს იყო მიღებული, თბილისის პირველი გენერალური გეგმის შედგენასთან ერთად. ტროლეიბუსის ხაზის სიგრძე მისი გახსნის წელს 15-მდე კილომეტერს შეაგდენდა და 80-ანი წლების ბოლოს კი 95-მდე გაიზარდა. ამას რა თქმა უნდა ტროლეიბუსთა რიცხვის ზრდაც მოჰყვა. ტროლეიბუსის საერთო წილი მგზავრთა გადაყვანაში თითქმის არასოდეს არ ყოფილა 20%-ზე მეტი. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი კონკურენცია მას მაინც ტრამვაისთან ჰქონდა, რის შედეგადაც მან შეძლო ცენტრალური ქუჩებიდან ტრამვაის განდევნა. მან მაქსიმალურ ზომას მიაღწია 1989 წელს. აღსანიშნავია, რომ 90-იან წლებში მეტროსთან ერთად, ტროლეიბუსი ერთადერთი რეალურად მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო.
მარშრუტები 1986 წლის მონაცემებით:
თბილისის ტროლეიბუსი,თბილისში არსებული ტროლეიბუსების სქემა თავისი განვითარების პიკში 21 მარშრუტს მოიცავდა:
N1 - საარბრიუკენის მოედანი - აღმაშენებლის გამზირი - სტადიონი დინამო
N2 - თავისუფლების მოედანი - რკინიგზის სადგური
N3 - თავისუფლების მოედანი - რუსთაველის გამზირი - მარჯანიშვილის ქუჩა - საარბრიუკენის მოედანი (დასაზუსტებელია!)
N4 - თავისუფლების მოედანი - რუსთაველის გამზირი - ვაჟა-ფშაველას გამზირი
N5 - რკინიგზის სადგური - ვაჟა-ფშაველას გამზირი - უნივერსიტეტის მ/კ
N6 - თავისუფლების მოედანი- რუსთაველის გამზირი- ნუცუბიძის ქუჩა
N7 - ჩუღურეთის მოედანი - ქეთევან წამებულის გამზ- მ/ს ისანი - ნავთლუღის ქ. - ორთაჭალის ა/ს - გორგასლის მოედანი (მეიდანი) [80-იან წლებში: ლესელიძის ქუჩა -თავისუფლების მოედანი - ბარათაშვილის ქ.]
N8 - თავისუფლების მოედანი- რუსთაველის გამზირი- ჭავჭავაძის გამზირი- ბაგები
N9 - რკინიგზის სადგური- ჭავჭავაძის გამზირი- ბაგები
N10 - მეიდანი (გორგასლის მოედანი) - გორგასლის ქუჩა (მე4 სამშობიარო - პურის კომბინატი) [ალბათ ადრე N7-ის მსგავსად თავისუფლების მოედნიდან დადიოდა]
N11- თავისუფლების მოედანი- რუსთაველის გამზირი- ჭავჭავაძის გამზირი- ვაჟა-ფშაველას გამზირი - ქავთარაძის ქ. - უნივერსიტეტის მ/კ
N12 - რკინიგზის სადგური- ნუცუბიძის ქუჩა
N13 - თავისუფლების მოედანი- რუსთაველის გამზირი- ჭავჭავაძის გამზირი - თამარაშვილის ქუჩა- ყაზბეგის გამზ. - რუსთაველის გამზ. - თავისუფლების მოედ. (წრიული)
N14: ზაარბრიუკენის მოედანი-აღმაშენებლის გამზირი-თამარ მეფის გამზირი- კოსტავას ქ.-კანდელაკის ქ.-ნუცუბიძის ქ.-სანდრო ეულის ქ.
N15 - ვარკეთილის II-III მიკრორაიონი - სამგორი - ქეთევან წამებულის გამზ- ჩუღურეთის მოედანი
N16 - ვარკეთილის მესამე მასივი - სამგორი - ორთაჭალის ა/ს - გულიას მოედანი (ბოლოს - გორგასლის მოედანი)
N17 - თავისუფლების მოედანი - ორთაჭალა
N18 - თავისუფლების მოედანი-რუსთაველის გამზირი-კოსტავას ქ.-პეკინის ქ.-ვაჟა-ფშაველას გამზირი-თამარაშვილის ქ-ჭავჭავაძის გამზირი-რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედანი(წრიული)
N19 - სტადიონი დინამო -წერეთლის გამზირი- დიღმის მასივი - ქარხანა მიონი (ბოლო წლებში - დიდი დიღომი)
N20 - მ/ს დიდუბე - ქარხანა მიონი
N21 - ვარკეთილის IV მიკრორაიონი - სამგორი - ორთაჭალის ა/ს - გულიას მოედანი
90იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო მარშრუტების მასიურად შეკვეცა და გაუქმება.
მოძრავი შემადგენლობა







1970-1975 წლებში თბილისში მოძრაობდა შესახსრული ტროლებუსი.

1983-1989 წლებში შემოვიდა 225 ერთეული Skoda 14Tr მარკის ტროლეიბუსი, როგორც 2 კარიანი ისე სამკარიანი ვერსია. ნომრები:123-347.



1991-1995 წლებში მათი დიდი ნაწილი გაიძარცვა და განადგურდა.
2001 წელს ათენმა თბილისს 70 ერთეული ზიუ-9 მარკის ტროლეიბუსი აჩუქა.

მანქანები საბორტე ნომრებით 001-042 გადაეცა საბურთალოს პარკს, ხოლო მანქანები საბორტე ნომრებით 050-077 ემსახურებოდნენ ისნის პარკის მარშრუტებს.
2006 წლის 4 დეკემბერს თბილისის ტროლეიბუსების თითქმის 70 წლიანი მოღვაწეობა დასრულდა. მოძრავი შემადგენლობის ნაწილი ჯართში ჩააბარეს, ხოლო ნაწილი სხვადასხვა ქალაქებს გადასცეს.
თბილისის უკანასკნელი ტროლეიბუსი ნომერი 286, მცხეთის მიმდებარედ.
https://www.youtube.com/watch?v=yq4urws0ah0 This post has been edited by Fabian on 10 May 2020, 11:15