Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
თბილისი
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(100)
« პირველი
...
32
33
[34]
35
36
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თბილისის გზები ნაწილი VIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
justproject
Super Member
ჯგუფი: Registered
justproject
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 155
წევრი No.: 185884
რეგისტრ.: 8-May 14
#56991601
· 16 Oct 2020, 01:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რკინიგზა არ სჭირდება ქალაქს? ;დ გამჭოლი რკინიგზის ხაზზე ოცნებობს ბევრი ევროპის ქვეყანა სადაც არაა, ბევრი კი ცენტრში ახალ რკინიგზის ხაზების აშენებაზე მილიარდებს ხარჯავს, რადგან კერძო საკუთრების გამოსყიდვა უხდებათ ხშირ შემთხვევაში. სატვირთო რკინიგზა შეუძლიათ წაიღონ სადაც უნდათ, მაგრამ სამგზავრო სერვისები უნდა დარჩეს იქ, სადაც არის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Huro
financial times
ჯგუფი: co-Moderators
Huro
financial times
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 17469
წევრი No.: 136566
რეგისტრ.: 3-October 11
#56991854
· 16 Oct 2020, 03:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kublicha
პრაღაში. პარიზის საზ ტრანსპორტი ცუდი არაა, მაგრამ არც დიდად არ მომწონს. მადრიდის რა გითხრა, ბარსელონაში კარგია ძალიან. ზოგადად ევროპაში სადაც ვყოფილვარ პრაღისას იმენა გამოვარჩევდი რა, თან იმის ფონზე როცა მეტროს ახალი ხაზი კეთდება და მოგვისწრებს დღედღეზე. ასევე ძალიან მომწონს სტოქჰოლმის საზ ტრანსპორტი და ვენა. ამსტერდამში ქართველობა შევინარჩუნე ბოლომდე და სულ მანქანით დავდიოდი რამდენი ვიყავი, ასე რო არ ვიცი :D აი გერმანიაზე აღარ ვიტყვი არაფერს...
მოკლედ შუალედი დავიცვათ ხალხო რა. ძაან ზედმეტია ორივე მხრიდან უკვე, კომპრომისი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში?
* * *
PAINKILLER
კარგი რა დავით რა :( მე სხვანაირ პეინკილერას ვიცნობდი :D ყველაფერი სუბარუს ბრალია, მაგან აგირია შენ გონება :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80519
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#56992056
· 16 Oct 2020, 09:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
როცა მეტროს და ტრამვაის აშენების ტრაკი არ გვაქვს, რკინიგზის გამოყენება შეიძლება შიდა მიზნებისთვის. ამის უამრავი მაგალითი არსებობს
Kublicha
მეკაიფები კუბლიჩ? :) თბილისში არსებული რკინიგზა მიყვება მეტროს მარშრუტს, ერთი განშტოებაა მხოლოდ ავჭალისკენ გლდანის მაგივრად, ანუ ერთი გაჩერების ამბავია :)
მატარებელი და მეტრო-ტრამვაი ძალიან განსხვავებული რამეებია, ამას ჩემგან არ უნდა იგებდე ;)
QUOTE
არ დამავიწყდა, მაგგრამ ეგეთი მაკულატურის ფრიალი გვაქვს ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, იმდენი ლეველი აქვს გამოვლილი, რამდენი მოწვევის პარლამენტიც გვყოლია.
შენ ისიც გავიწყდება რომ მიშა უბრალოდ მაკულატურას არ აფრიალებდა, ყველააფერს რეალში აკეთებდა, ამათგან განსხვავებით ;)
QUOTE
კარგი რა დავით რა მე სხვანაირ პეინკილერას ვიცნობდი ყველაფერი სუბარუს ბრალია, მაგან აგირია შენ გონება
Guro_
სუბარუ რა შუაშია და რა შემატყვე გონებაარეულის? :D
მაგისტრალი რომ საჭიროა ეს 2X2-ია და სუბარუ და ბმვ არაფერს შუაშია
კი არადა უკვე ძალიან კარგად გამოჩნდა რა უკან ვართ მაგ მხრივ, მტკვარზე ერთი ხიდი ვერ ააშენეს წლების განმავლობაში, რაზე უნდა ვილაპარაკოთ საერთოდ...
QUOTE
რკინიგზა არ სჭირდება ქალაქს? ;დ გამჭოლი რკინიგზის ხაზზე ოცნებობს ბევრი ევროპის ქვეყანა სადაც არაა, ბევრი კი ცენტრში ახალ რკინიგზის ხაზების აშენებაზე მილიარდებს ხარჯავს, რადგან კერძო საკუთრების გამოსყიდვა უხდებათ ხშირ შემთხვევაში. სატვირთო რკინიგზა შეუძლიათ წაიღონ სადაც უნდათ, მაგრამ სამგზავრო სერვისები უნდა დარჩეს იქ, სადაც არის.
justproject
სატვირთო უნდა გადავიდეს რა თქმა უნდა, სამგზავრო დარჩება 1 ხაზი, რაც სრულიად საკმარისია, არც დიდი ინფრასტრუქტურა დასჭირდება მაგას და არც ბევრი ადგილი, თავისუფლად შეიძლება მიწისქვეშ ჩავიდეს ან გადაიხუროს მთლიანად
ამაზე ბევრი გვაქვს აქ ნასაუბრები, უბრალოდ გამკეთებელი არავინაა ჯერჯერობით...
ჭავჭავაძეზე პაკაზუხობას ეს რომ გაეკეთებინათ ბევრად წინ ვიქნებოდით საქალაქო ტრანსპორტის მხრივ...
This post has been edited by
PAINKILLER
on 16 Oct 2020, 09:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZEUS
RAUL
ჯგუფი: Members
ZEUS
RAUL
ჯგუფი: Members
წერილები: 17665
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09
#56992090
· 16 Oct 2020, 09:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Guro_ @ 15 Oct 2020, 18:54 )
ბიჯო აი ერთი რამე ამიხსენით ვინც ხართ ურბანისტი ან ამ საქმეში ჩახედული.
სანამ შეკითხვას დავსვამ, მგონი უმეტესობამ იცით როგორი მომხმრე ვარ ქვეითზე მორგებული სატრანსპორტო სისტემის.
მაგრამ არ გეჩვენებათ რო ყველაფერი უკნიდან იწყება? ან საიდან მოიტანეთ რო ქალაქში გზები და ხიდები არ გვინდა? რაღაც ამოჩემებულ პროექტებს ემსგავსება უკვე კალაძის ქმედებები.
რო განვავრცო, კაი დავანებოთ გვირაბებს და ხიდებს და მაგისტრალებს თავი (თუმცა აი ყველაზე აწყობილ ქალაქში ვცხოვობ ევროპაში, საზ ტრანსპორტის მხრივ და იმდენი და იმხელა გვირაბებია ვიკარგები შიგნით) საზ ტრანსპორტი არ გვინდა ხალხო?
შვილი თუ მყავს კალიასკა სად ტრაკში წავიღო? ავტობუსში ავიტან? თუ მეტროში ჩავიტან? ინვალიდი? კაი მოხუცებულები და ისინი ვინც გადაჭედილ ავტობუსებში და მეტროში ვერ ჩადიან? იცით ეს რამხელა მასაა ხალხის? მარტო ყავაწრუპია სასტავი ხო არაა მართლა?
ეს საწყალი თითო=ოროლა ავტობუს გვიშველის? ან ეს 25 გაჩერება მეტრო? ან ტრამვაი სადაა? ან 24 მეტრიანი ავტობუსები? ალტერნატივა რომ არ არის ქალაქში ამას ვერ ამჩნევთ დავიჯერო?
უკნიდან საქმის კეთება უბრალოდ არ მესმის რა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გვაქვს, ესაა აქ ყველაზე დიდი პრობლემა და თუ გგონიათ ველობილიკის დახაზვით ეს პრობლემა გადაიჭრება რავი მგონია რო მაგრად ცდებით.
მე რასაც ვუყურებ, თბილისის მერიის გეზი არის იქეთკენ მიმართული და მგონი კონრეტულად კალაძის, რომ უნდა გააკეთოს ქალაქში ისეთი რამ, რაშიც იქნება პირველი და უნიკალური და დასამახსოვრებელი, მაგრამ რაღაც ამბიციებზე გადაყოლილი ქმედებებში გდაიზარდა უკვე.
სადაა ის 24 მეტრიანი ავტობუსები? ან ის 40 ვაგონი რომელიც უნდა გვეყიდა მეტროში? ან რატო არავინ ატრაკებს პოლარისის გარდა მეტროს ამოსასვლელების გაფართოებას?
ცუდი გეზი აიღო ამ ყველაფერმა და უარესი შედეგი არ მოიტანოს ფრთხილად ვიყოთ ;)
* * *
აი ახლა რაც შეეხება ამს:
QUOTE
იმ ქალაქებს, რომლებსაც ხშირად ახსენებენ აქ ველობილიკების და შუქნიშნების მოყვარულები, ამ ყველაფერთან ერთად, არაერთი გამჭოლი ჩქაროსნული მაგისტრალი,
QUOTE
იმას აღარ ამბობენ ყველა მაგ ქაალქს რომ მთელი ბადე აქვს ჩქაროსნული გზების
აგერ დავყრი აქ ყველაზე პოპულარული ქალაქის სქრინებს.
აი ამ სურათზე, პრაღის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გასვლა პარაღა 14-იდან პრაღა 13-ში, რაც მეფზეა მონიშნული მთელი გზა არის 2-3 ზოლიანი და ამ გზაზე საზ ტრანსპორტი არ დადის!!! არ არის გაჩერებები, არაფერი, არის 3 ზოლიანი ტრასა. კმ-ებს და ყველაფერს ხედავთ. ამ გზაზე გვხვდება 7-8 კმ-იანი გვირაბი ასევე.
(IMG:
https://img.forum.ge/PCijji62iJBzW.png
)
აი ეს სურათები მაგ გზიდან, რომ დაინახოთ როგორი გზაა
(IMG:
https://img.forum.ge/PCijjip-iJBz2.png
)
(IMG:
https://img.forum.ge/PCijji6piJBzR.png
)
(IMG:
https://img.forum.ge/PCijjipXiJBzr.png
)
ასეთი შემიძლია დავდო მინიმუმ 20 ქალაქის ევროპიდან, სადაც ასეთი მაგისტრალებია.
რა გვიყვარს ხოლმე ისე ქართველებს ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა :(
ესტაკადებზე მეზარება ახლა კიდე ძებნა და დასქრინშოტება.
ჰოდა დასკვნა რა არის? არის ის რომ:
გაყარეთ სამსახურიდან ათასობით უაზროდ დასაქმებული ხალხი და ეგ ფული მოახმარეთ საზ ტრანსპორტს. მოეშვით უაზრო სოც დახმარებების გაცემას, მაგალითად ისეთის როგორიც დევნილებზე კონპენსაციაა, მერია უხდის ფულს დევნილებს, რომლებიც 2 სართულიან სახლებში ცხოვრობენ. გააუქეთ ატაში სიპი და აიპი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
საღოლ. კარგი პოსტი იყო ნამდვილად.
თუ.ცა კალაძდ კვლავ თავისას მიაწვება, რომ შეაზიზღოს მანქანით მოძრაობა ხალხს. ძალით ქმნის აშკარად დაბრკოლებებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
vatman
პროფესიონალი მგზავრი
ჯგუფი: Members
წერილები: 10304
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07
#56992154
· 16 Oct 2020, 10:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქერჩის ქუჩაზე , ატს-თან ზებრა გადასასვლელთან შუქნიშანს აყენებენ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნიკა
4X4 or 2X2 ?
ჯგუფი: Members
ნიკა
4X4 or 2X2 ?
ჯგუფი: Members
წერილები: 34687
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04
#56992415
· 16 Oct 2020, 11:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეც ვიყავი მომხრე რკინიგზის გადატანის და მანდ ავტომაგისტრალის, თუმცა ახლა ვფიქრობ მცხეთა-რუსთავი LRT ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და მაგ შემთხვევაში გამოირიცხება. ნავთლუღში მეტროზე გადაჯდომა და დიდიბეში გადმოჯდომა არ მომწონს როგორც იდეა. თან ნავთლუღი-დიდუბე მონაკვეთი, მეტროსგან განსხვავებით, ბევრად სწრაფად შეუძლია გაიაროს თუ ბევრ გაჩერებას არ გავუკეთებთ (არცაა საჭირო ვისაც გაჩერებები უნდა მეტროზე გადაჯდება).
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brutal_88
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
brutal_88
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 20653
წევრი No.: 73439
რეგისტრ.: 4-November 08
#56992522
· 16 Oct 2020, 11:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Guro_ @ 15 Oct 2020, 18:54 )
(IMG:
https://img.forum.ge/PCijji62iJBzW.png
)
ცენტრშია მერე ეგ ავტობანები? ისტორიულ ცენტრს კვეთს 6 ზოლიანი, უშუქნიშნო გზა?
ქალაქის გარშემო ჩვენც უნდა განვავითაროთ სამანქანო გზები, ჩრდილოეთით გვაქვს თბილისის შემოვლითი, სამხრეთიდან სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ისეთი რელიეფია რომ გზას ვერ გააკეთებ.
ხოდა სწორედ თბილისის სპეციფიური ლანდშაფტის და დაგეგმარების გამო ჩვენ სხვა ევროპულ ქალაქებზე მეტად გვჭირდება საზ. ტრანსპორტზე მორგებული ქალაქი. ვისაც ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გასვლა უნდა უშუქნიშნოდ, გამოიყენონ თბილისის შემოვლითი გზა.
რაც შეეხება რკინიგზას, რკინიგზა უნდა იყოს ქალაქის ცენტრში, მეტროსთან ინტეგრირებული! რკინიგზა და მეტრო დარჩა თბილისს, რომ თლად აფრიკის განვითარებად ქალაქს არ დაემსგავსოს და იმის მოშლაც გინდათ?
მტკვრის სანაპირო კი აუცილებლად ნელნელა უნდა განვითარდეს როგორც რეკრეაციული სივრცე. წარმოუდგენლად დიდ სარგებელს მიიღებს ამით ქალაქი, როგორც ეკოლოგიის, ასევე ეკონომიკის მხრივ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცქიფო
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ცქიფო
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5419
წევრი No.: 168304
რეგისტრ.: 4-June 13
#56992660
· 16 Oct 2020, 12:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
brutal_88
QUOTE
მტკვრის სანაპირო კი აუცილებლად ნელნელა უნდა განვითარდეს როგორც რეკრეაციული სივრცე. წარმოუდგენლად დიდ სარგებელს მიიღებს ამით ქალაქი, როგორც ეკოლოგიის, ასევე ეკონომიკის მხრივ.
ნამდვილად. იპოდრომზე რომ გაიძახიან ცენტრალ პარკი უნდა გახდესო, საკმაოდ პატარაა სამაგისოდ და არც თბილისის ცენტრშია.
ცენტრალ პარკი უნდა იყოს მტკვარი თავის ჭალის ტყით ავჭალიდან ორთაჭალამდე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kublicha
ip conflict
ჯგუფი: Members
Kublicha
ip conflict
ჯგუფი: Members
წერილები: 38229
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05
#56992662
· 16 Oct 2020, 12:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PAINKILLER
QUOTE
მეკაიფები კუბლიჩ? თბილისში არსებული რკინიგზა მიყვება მეტროს მარშრუტს, ერთი განშტოებაა მხოლოდ ავჭალისკენ გლდანის მაგივრად, ანუ ერთი გაჩერების ამბავია
ავჭალა, ზაჰესი, ფეიქრები, კუკია, სვანეთისუბანი, ელია, მოსკოვის გამზირი, ალექსეევკა, ლილო, ზმკ, ფონიჭალა. ამ უბნებს შეუძლიათ ისარგაბლონ სარელსო ტრანსპორტით. გარდა ამისა ახლომდებარე ქალაქების და სოფლების ჩართვა შეიძლება სისტემაში
QUOTE
მატარებელი და მეტრო-ტრამვაი ძალიან განსხვავებული რამეებია, ამას ჩემგან არ უნდა იგებდე
ლიანდაგი ერთი აქვს ყველას. ჩვენ ვლაპარაკობთ ლიანდაგების შენარჩუნებაზე.
QUOTE
შენ ისიც გავიწყდება რომ მიშა უბრალოდ მაკულატურას არ აფრიალებდა, ყველააფერს რეალში აკეთებდა, ამათგან განსხვავებით
ამაში მართალი ხარ.
ნიკა
QUOTE
მეც ვიყავი მომხრე რკინიგზის გადატანის და მანდ ავტომაგისტრალის, თუმცა ახლა ვფიქრობ მცხეთა-რუსთავი LRT ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და მაგ შემთხვევაში გამოირიცხება. ნავთლუღში მეტროზე გადაჯდომა და დიდიბეში გადმოჯდომა არ მომწონს როგორც იდეა. თან ნავთლუღი-დიდუბე მონაკვეთი, მეტროსგან განსხვავებით, ბევრად სწრაფად შეუძლია გაიაროს თუ ბევრ გაჩერებას არ გავუკეთებთ (არცაა საჭირო ვისაც გაჩერებები უნდა მეტროზე გადაჯდება).
პოლარისთან ძმაკაცობის გავლენა იგრძნობა შენში :D
brutal_88
QUOTE
ცენტრშია მერე ეგ ავტობანები?
დიახ ცენტშია და უამრავი მაგალთი შემიძლია მოვიყვანო მისაბაძი ქვეყნებიდან.
QUOTE
ხოდა სწორედ თბილისის სპეციფიური ლანდშაფტის და დაგეგმარების გამო ჩვენ სხვა ევროპულ ქალაქებზე მეტად გვჭირდება საზ. ტრანსპორტზე მორგებული ქალაქი. ვისაც ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გასვლა უნდა უშუქნიშნოდ, გამოიყენონ თბილისის შემოვლითი გზა.
ვერაფერი ვერ გაიგეთ რასაც ვამბობ. აღარ გავაგრძელებ. აზრი არა აქვს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80519
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#56992690
· 16 Oct 2020, 12:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სანამ ესენი არ მოშორდებიან, სატრანსპორტო პრობლემა არ გადაიჭრება, ესენი სულ სხვაგან არიან, ვაბშე ვერ ხვდებიან რას აკეთებენ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Didgori_3
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Didgori_3
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10625
წევრი No.: 205346
რეგისტრ.: 20-July 15
#56992925
· 16 Oct 2020, 13:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
brutal_88
თბილისის შემოვლითი მაგ ფუნქციას ვერაფრით ვერ შეასრულებს და საერთოდ, სულ სხვა დანიშნულებისაა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dat111
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
dat111
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6054
წევრი No.: 24846
რეგისტრ.: 25-October 06
#56993083
· 16 Oct 2020, 14:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ცენტრალ პარკი უნდა იყოს მტკვარი თავის ჭალის ტყით ავჭალიდან ორთაჭალამდე.
ტრანსპორტი საერთოთ გავაუქმოთ, მეტრო მიწით ამოვავსოთ, თავადები ცხენებით ივლიან და ეტლებით, გლეხები ვირებით ან ფეხით და იდეალური იქნება ყველაფერი :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ნიკა
4X4 or 2X2 ?
ჯგუფი: Members
ნიკა
4X4 or 2X2 ?
ჯგუფი: Members
წერილები: 34687
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04
#56993208
· 16 Oct 2020, 14:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kublicha
QUOTE
პოლარისთან ძმაკაცობის გავლენა იგრძნობა შენში
ნუ ეგეცაა :D :D :D მაგრამ არა მხოლოდ. პირადად ვნახე რა კარგი რამეა LRT
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
PAINKILLER
GROVEL
ჯგუფი: Members
წერილები: 80519
წევრი No.: 6322
რეგისტრ.: 9-September 04
#56993264
· 16 Oct 2020, 15:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Didgori_3 @ 16 Oct 2020, 13:50 )
brutal_88
თბილისის შემოვლითი მაგ ფუნქციას ვერაფრით ვერ შეასრულებს და საერთოდ, სულ სხვა დანიშნულებისაა.
ძალიან სხვაგან არიან ვინც კახის პროექტებს ემხრობა, აი ძალიან სხვაგან...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
toyota12345
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
toyota12345
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5493
წევრი No.: 231375
რეგისტრ.: 25-April 17
#56993496
· 16 Oct 2020, 16:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სასტავ ერთი რამ მაინტერესებს ბაგებიდან რო ჩამოვდივართ ვაკის პარკის მიმართულებით , ვაკის პარკთან ადრე ხომ იყო წრე და მოსატრიალებელი თამარაშვილისკენ. ახლა სანამ მაგ ადგილას მივალთ მგონი ჩოლოყაშვილის ქუჩაა მანდ იყო დახაზული გზაზე ისრით მოძრაობა მარცხნივო. ხოდა მეც გავუყევი, არც ზევით არ იყო ბუსის ნიშანი და არც ასფალტზე დაწერილი ბას. ხოდა რო შევედი წრეზე თამარაშვილზე რო გავსულიყავი მოსახვევში ავტობუსის გაჩერებაზე გავიარე. ვერ მივხვდი დავარღვიე და ბას ლაინში გავიარე???? არ იყო არანაერი მანიშნებელი იმის რო ავტობუსის ზოლში გავიარე. ჯარიმა ჯერ არ მომსვლია 2 დღე გავიდა.
This post has been edited by
toyota12345
on 16 Oct 2020, 16:10
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
თბილისი
|
იქით
»
Pages:
(100)
« პირველი
...
32
33
[34]
35
36
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0841 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.