მოგეხსენებათ ქალაქის ჩაჯვ-ჩაცმულმა მერმა ბატონმა კრახი კალაძემ ვიღაც-ვიღაცებს შეამუშავებინა ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმა. ვინაიდან პირადად გეგმას არ გავცნობილვარ, დასკვნების და მაგალითების მოყვანა მხოლოდ დღევანდელი შესრულებული სამუშაოების მიხედვით შემიძლია.
1) ქალაქის კრახი დაიწყო თავისუფლების მოედნიდან, როდესაც ლეონიძეზე ასახვევ კუთხეში მიწიქვეშა გადასასვლელის თავზე ზებრა დახაზეს(?!). როგორც მახსოვს ამას მოჰყვა საფეხმალო გადასასვლელი მახინჯი ხიდების მოშლა და აღება, სანაცვლოდ კი შუქნიშნების დამატება და ზებრების დახაზვა:
1.1) მიწისქვეშა გადასასვლელი იმისთვის არის გაკეთებული, რომ ავტომობილებიც და ქვეითებიც ერთმანეთის შეუფერხებლად გადაადგილდნენ; ზებრა - აფერხებს როგორც ქვეითად მოსიარულეს, ასევე მოძრავ ტრანსპორტს. ლეგენდის თანახმად არსებობენ პიროვნებები, რომლებიც ქადაგებენ, რომ ევროპაში მიწისქვეშა გადასასვლელები არ არსებობს და ხალხი გზებს ზებრების საშუალებით კვეთავს. სამწუხაროდ მინდა მათი რეალობა დავამსხვრიო და გავაგებინო, რომ ძალიან ბევრ ქალაქშია მიწისქვეშა გადასასვლელები. უბრალოდ მოვლილი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1.2) მიწისზედა გადასასვლელ რკინის კონსტრუქციებს რაც შეეხება, რომელიც პირსისხლიანი რეჟიმის დროს უგულავამ აჩუქა ქალაქს, ნამდვილად დიდი მარაზმი და სისულელე იყო. არა, იდეა მშვენიერია, უბრალოდ შესრულება და დიზაინი იყო საშინელება. ვფიქრობ გაცილებით უკეთესი და დიდი პლიუსი იქნებოდა ქალაქის ჩაჯვი მერისათვის, ამ ხიდების აღების მაგივრად ჩაენაცვლებინა თუნდაც თავისი მილანური დიზაინებით. არაფერს ვიტყოდი როგორც რიგითი მოქალაქე. მაგალითისათვის იხილეთ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2) "პირველი კუნძულების, გადასასვლელების და გაჩერებების გამოჩენა ჩაჯვი-მერის ხელწერით." და პეკინი-კოსტავას რეკონსტრუქცია.
2.1) შეიძლება ვცდები, მაგრამ რამდენადაც მე მახსოვს პირველი კუნძულ-გაჩერებები თბილისისთვის უცნაური და არადამახასიათებელი ფორმით გამოჩნდა თავად მერიის წინ, საბურთალოზე. ამ კონკრეტულ პროექტზე ვერაფერს ვიტყვი, ჩემთვის არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია და არც რამე გაუადვილებია როგორც მძღოლისთვის, ან როგორც ქვეითისთვის.
2.2) რაც შეეხება პეკინი-კოსტავას რეკონსტრუქციას დიდად არაფერი შეცვლილა, ტროტუარები ოდნავ გამოწიეს და დაამატეს ველო ბილიკები, რის ხარჯზეც შემცირდა საავტომობილო გზის ფართობი, დამონტაჟდა თანამედროვე წყლის ჰიდრანტები და განახლდა ისეთი წვრილმანები, როგორიცაა სკამები, წარწერები და ა.შ.
3)
ჭავჭავაძის "სისხლიანი" რეკონსტრუქცია.3.1) კრახიზე და მის კანტორა (მერიაზე) ცუდს დიდად არაფერს ვფიქრობდი მანამ სანამ ჭავჭავაძეს არ შეეხო და კიდევ ერთხელ არ განიცადა ქალაქმა სრული კრახი. ჭავჭავაძის განახლების შემდეგ, მალევე დაიწყო გაჩერებების შუა გზაზე გადმოსატანი სამუშაოები, სამუშაოების დასრულების შემდეგ მივიღეთ რა? ისედაც გადატვირთული ჭავჭავაძის სრული კრახი!. ამ ჭავჭავაძის ფონზე მოძრაობამ საკმაოდ მოიმატა ვაკის სხვა ქუჩებზე და იქაც საცობები დაიწყო, რაც ბუნებრივია ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ჭავჭავაძეზე ავტობუსები დადიან უკუღმა!! (არადა მარჯვენა საჭიანი მანქანების აკრძალვა უნდოდათ

), რა თქმა უნდა ქვეითების გაჩერებებზე მოსახვედრად დაემატა ზებრები და შუქნიშნები, რაც ავტომობილების და მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას მეტწილად აფერხებს. ეს კიდევ კარგი ჯანდაბას, აკეთებენ ველობილიკებს მანქანის ზოლის მაგივრად, სადაც საათში 2 ან 3 ველოსიპედისტი თუ გაივლის ხოლმე; გაეკეთებინათ ველობილიკი ტროტუარზე, შედეგად ავტომანქანებს 2 ზოლი დარჩებოდათ და ბევრად ნაკლებ შეფერხებას გამოიწვევდა. ჯერ რამხელა *ირობაა ავტობუსების ასეთი მარშრუტით სიარული, მეორეც უკვე დაიმტვრა მანდ ავტობუსი და ასევე ორჯერ ქვეითი გაიტანა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახიფათოა როგორც ქვეითისთვის, ასევე ავტომობილებისთვის!
To be continued