დავიწყებ ჯერ კარგი ამბებით. ვიყავი გასული დღეს ორშაბათს შუადღეს 1-2სთ ინტერვალში (ანუ როცა შესვენებებია და ხალხმა უნდა იმატოს)
მთელი ჭავჭავაძე ცარიელია წერეთლიდან მელიქიშვილამდე ვაკის პარკის მხარე. ასე რომ თუ წყნეთიდან მოდიხართ მელიქიშვილისკენ ივლით ნებისმიერ სიჩქარით. 30-40კმ/სთ თავისუფლად! მცირედი შეფერხებებია უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ნაფარეულის მიმდებარედ მარა დიდი არაფერი. პოლიცია არეგულირებს უნივერსიტაეტთან. ატენი-პიქსელის მიმდებარედაც არაფერი ხდება, სიწყნარეა. ასევე ერთი პოლიციელია აქსის თაურებთან, და ასევე ცხადია თამარაშვილი-წერეთლის კვეთასთან (ამაზე ცოტა ქვევით).
შევატყვე რომ ბაგებიდან მომავალი ნაკადი (ადრე 90%) რო წერეთელზე უხვევდა, ახლა ნაწილდება და სადღაც 30% მოდის ვაკის პარკისკენ. ეტყობა ეშინიათ წერეთელზე ჩახვევა (?)
ეხლა სანამ მთავარ პრობლემას დავუბრუნდებოდე, მცირედი კომენტარი.
მიშველაძის ჩასახვევთან უკლებლივ ყველანი უხვევენ პირველივე ზოლში და ამით ჭავჭავაძეზე მცირე საცობს ქმნიან. ეტყობა არ იციან რომ მეორე ზოლიც ჩამავალია.
რო განაწილდნენ დაკიდეთ ნიშანი!!!
ეხლა მთავარი. პრობლემად რჩება თამარაშვილი-წერეთლის კვანძი. იქ დგას ორი ეკიპაჟი, არეგულირებს აქტიურად, დარბიან ხლებს იქნევენ ოფლში იწურებიან... მსგავსი რამ სხვაგან არსად არ ხდება ჭავჭავაძეზე.
რაშია პრობლემა. იმდენად რთული სქემაა შერჩეული (განსხვავებით დანარჩენ ყველგან ჭავჭავაძეზე სადაც ყველგან მარტივადააა) რომ მანქანები ვერ ახერხებენ გადაწყობას.
1.პრობლემა, თამარაშვილიდან მარცხნივ ამხვევი მანქანები „8“-ით რის ვაი ვაგლახით გვერდს უქცევენ წერეთელზე დაღმავალ ნაკადს საბურთლოსკენ (სურათი ქვევით). შემდეგ ვაკისკენ მიმავალი ეს მანქანები დიდ შეჯიბრშსა და კონკურენციაში შედიან თამარაშვილიდან ქევიდან მარჯვნივ ამხვევ მანქანებთან - რამეთუ მათი მათი ზოლები საზიაროა! (განაპირა მარჯვენა ორი თვისი ორტაქტიანი შუქნიშნით უკვე აქ). შედეგად საბურთალოდან ამომავალი ნაკადის ნაწილი ვერ ასწრებს გავლას, როდესაც ვაკიდან მარცხნივ ამხვევი მანქანები ამავე ნაკადში ეტენებიან. ამის გამო თამარაშვილზე ქვევით რჩება ცხვირ გამოყოფილი მანქანები ცერად. ასევე იჭედება წერეთელზე დაღმავალი მანქანები, რომლებიც 2 ადგილას უნდა გაჩერდნენ შუქნიშანთან „ზედა ზოლის თამარაშვილზე“ და „ქვედა ზოლის“ თამარაშვილზე, მათთვის კიდე ცალკე ინთება. ცხადია ამის გამო არის მრავალ ტაქტიანი შუქნიშნები. ჯერ ერთი მიდის, მერე მალე მეორე იწყებს, მერე მესამე იწყებს და ეს მეორე და მესამე რაღაც პერიოდში ერთად გადიან, მერე ვერ ასწრებს, მერე პირველი იჭედება ზოგი სად ჩარჩება ზოგი სად ეკვეხება. მერე იკეტება. მოკლედ სურათი ნათელია.
შედეგად რას იწვევს წერეთლის კვანძის გაუვალობა? სწორია!
ჭავჭავაძის მონაკვეთი მე-9 საავადმყოფოდან მოყოლებული წერეთლამდე (საავადმყოფოს მხარე) არის გადატვირთული ამ ავად სახსენებელი წერეთლის კვანძის გამო!
ეს ერთადერთი მონაკვეთი იყო მთელს ჭავჭავაძეზე, ორვე მხარეს, რომელიც იყო გადატვირთული.ხო შუქნიშნებზე მინდა ვთქვა. როგორც ჩანს ჯერ შუქნიშნები ვერაა ჭკვიანი (ეტყობა ემუშავებიან იმხელა სიმენსის ყუთები რო დააყენეს). საიდან ვიცი?
1. შუქნიშნები მათ შორის გაჩერებების შუქნიშნები ინთება ქაოტურად, მაგალითად ერთ-ერთ გაჩერებაზე (უნივერსტეტთან) ჩამოდგა ორი ავტობუსი და ქალი წითელზე გაიქცა რო მიესწრო ასულიყო. არ გაუმწვანა ქვეითს ავტობუსის მოსვლისას.
2. მეორე ადგილას (აგროჰაბთან) პატრული ყველა მძღოლს პირადად ეუბნებოდა („იქაც გაიარე“) ანუ შუქნიშნის მეორე ბოლოზე კი იყო წითელი მარა გაეარა.
იმედია ჭკვიანი შუქნიშნები გაიმართება და ეს არ დარჩება ამ პროექტის აქილევსის ქუსლად. როგორც მინიმუმ, შუქნიშნებმა უნდა იგრძნონ ავოტობუსის მოახლება და მაშინ აინთონ. თუმცა: აქ ვაწყდებით მეორე პრობლემას. მარშრუტკები!
დარწმუნებული ვარ ჭკვიანი შუქნიშნები ავტობუსებს გაართმევენ თავს და ეხლა შუქნიშნები უგეგმოდ ყოველ 60 წამში რო ირთვებიან მიუხედავად იმისა ავტობუსი მოდის თუ არა, ასე არ იქნება. მაგრამ მარშრუტკები იმდენია ეხა ძნელი იქნება ჭკვიანი შუქნიშნების პრობლემის მოგვარება. მაგრამ შემდეგში როცა ავტობუსებს დაამატებენ, მარშრუტკებს აიღებენ ეს მოგვარებადია.
ამიტომ ეხლა უკვე იმედიანად ვარ. აღარაა საფუძვლები პესიმისტური განწყობისთვის. არ არის ფუნდამეტური გადაუწყვეტელი პრობლემები. გარდა წერეთლის კვანძისა. რომლის გადაწყვეტაზე დავდე სქემა.
წერეთლის კვანძის პრობლემას იწვევს ის რომ მოუნდათ ყველა ნაკადისთვის ყველა მიმართულებით ჩოლოყაშვილზე გახვევის საშუალება მიეცათ. ამან შექმნა ურთულესი სქემა და ურთულესი შუქნიშნები. გადაჭრა მარტივია: ვაკით მიმავალი ბაგები/წყნეთის ნაკადმა თამარაშვილზე ვისოლის ქვევით მოატრიალოს, აღმოჩნდება საბურთალოდან ამომავალ ნაკადში რომელიც წერეთელზე უხვევს მარჯვნივ. მითუმეტეს მთელი თამარაშვილი ორივე ზოლი ცარიელია. სურათებს დავდებ შემდეგ პოსტში.

* * *


სურათები-----------------------------------
მთელი თამარაშვილი წერეთლის კვეთის ქვევით თავისუფალია. ორივე მხარე.
* * *



-------------------------------------------------------------
* * *