ვერ არის ამბები კარგად დანიის სამეფოში. ეხლა დავბრუნდი ახალი აღმოჩენებით დავყრი ფაქტებს ცოტა ხანში...
მოკლედ თამარაშვილის კვეთაზე პატრული (ციმციმა ყვითელის ექვივალენტი) აღარ იყო კვირა საღამოს დაიწყო (ამ დროის შეუსაბამო) შეჯგუფება, მეტი ვიდრე დილით როცა პატრული აწესრიგებდა.
ამის გამო, მაგრამ არა მხოლოდ, ჭავჭავაძეზე არის დიდი (კვირა საღამოსთვის უჩვეულო) გრძელი ნაკადები. იმდენად გრძელი რომ ბერძენიშვილიდან მკვეთი ნაკადი ჭავჭავაძეს ვერ ერწყმოდა და ავტობუსები ჩახერგა. დარწმუნებული ვარ იგივე ხდებოდა(არ მინახია)/მოხდება ბაზალეთიდან ატენის შუქნიშანი რო ჩახერგავს.
გამოსავალი: 1. სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეს წერეთლის კვეთა ნებისმიერი მეთოდებით. გაუშვით მანქანები თამარაშვილზე და აქეთ პარკისკენ შეუფერხებლად (დრონის კადრი და დაუბალანსებელი ჭავჭავაძე აჩვენები არანაირ შეფერხება არაა ამ მიმართულებებზე და ხელოვნურადაა შექმნილი!!!
თუმცა ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი. შუქნიშნები ჯერ-ჯერობით ვერ არიან ჭკვიანები და ავტობუსის გაჩერებებზე წამდაუწუმ მწვანეს ანთებენ ხალხისთვის (ისე რომ ავტობუსის მოსვლას არ უკავშირდება) რითაც ქმნიან საცობებს. შუქნიშნების პრობლემაა! თუნდაც გაჩერებების ქვეითის შუქნიშნები არ უნდა აინთოს თუ არ მოდის ავტობუსი, ანუ უფრო იშვიათად უნდა აინთოს. ვისაც ეჩქარება ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა (და არ ელოდება ავტობუსს) დაე ისარგებლოს მიწისქვეშათი (კიდე კაი არ გააუქმეს) სხვანაირად იქნება კოლაფსი.
ფუჭია მოცდა დაკვირვება. არაფერი არ გაიწოვება. რადგან
1. ჭავჭავაძეზე მარცხნივა ახვევა აიკრძალა (რაც სწორია) ამიტომ ვაკის მოსახლეობის ნახევარს რომელსაც უწევს ზევით ასვლა აქვს ერთად-ერთი, ერთად-ერთი, მოსაბრუნებელი წერეთელზე. ამან ცხადია გაზარდა ნაკადი.
2. ბაგებიდან საბურთალოსკენ მომავალ ნაკადს, რომელიც უხვევდა შადრევანთან, რეალურად ჰქონდა მთელი თუ არა ნახევარი თამარაშვილი დათმობილი, თან ფაქტიურად უშუქნიშნოდ. ეხლა ეს ნაკადი უნდა ჩაეტიოს 2 ზოლში თან ისე რომ გადალახოს 3 შუქნიშანი.
პლიუს, არაფერი შეცვლილა ფალიაშვილ-აბაშიძეზე გამტარუნარიანობის მხრივ (პირიქით ეხლა 2 მოდის).
სასწრაფოებმა უკვე კარგად დაამუღამეს ბასლეინებში სიარული

ელოდებიან გაჩერებებზე. ასე უფრო სწრაფია. იყოს რა მაინც ისედაც ცარიელია ეგ ლეინები. იმედია ის მანქანები დათ111 ხშირად რო ახსენებს არ გეიჩითება მანდ.
ხვალ არ გაეკაროთ ჭავჭავაძეს!!! ჯოჯოხეთი იქნება როცა კვირა საღამოს ეს ხდება თუ ყველგან პატრული არ დააყენეს.
This post has been edited by ek1m1 on 2 Aug 2020, 22:26