მოდი განვიხილოთ დატ111-ის შემოთავაზებული სქემა რომელიც გულისხმობს ავალიშვილის კავსაძესთან დაკავშირებას, რითაც ვაკის შუაწელში იქმნება დამატებითი შესასვლელი (ვაკის დაცლა ახლაც შესაძლებელია რამიშვილით შუაწელში).

შენიშვნა: განხილულია საღამოს პიკის საათი; კავსაძეზე აღმავალი 2 ზოლი დაკავშირებული ავალიშვილთან
მატრიცაში „/“ მიუთითებს: ან (ალტერნატიული მარშრუტი). „-“ მიუთითებს ერთიანი მარშრუტის შემადგენელზე.
მოგეხსენებათ ფალიაშვილი და აბაშიძე ნაკლებადაა დატვირთული. ჭავჭავაძეც ნაკლებადაა დატვირთული, გარდა თაქთაქა>>მე-9>>ვაკის პარკის მიმართულება (ძირითადად მკვეთი ქუჩების გამო). რაც იწვევს ჭავჭავაძის მეტისმე დაუბალანსებლობას ამ გადატვირთული მონაკვეთის გამო. შემოთავაზებულმა სქემამ, ამდენად, უნდა შეძლოს სწორედ ამ სეგმენტის განმუხტვა. მოდი ვნახოთ შესაძლებელია თუ არა ეს? (იხ. მატრიცა ქვემოთ)
შესაძლებელია შემდეგი დასკვნების გაკეთება:
დასკვნა 1: დღემდე არსებული ვარიანტით: თუ ცხოვრობ ვაკეში და არ მიდიხარ შინ ფალიაშვილით, მაშინ აუცილებლად გიწევს წერეთელი-მიშველაძეს გავლა (ანუ დაიტვირთება ჭავჭავაძის მონაკვეთი მე-9 დან წერეთლისკენ--თუმცა, სავარაუდოდ ეს მარშრუტი იშვიათად გამოიყენება). დატ111-ის მოდიფიკაციით, დამატებით ხდება დაკავშირება ავალიშვილი>>კავსაძის მეშვეობით. რეალურად ეს შეამცირებს დატვირთვას ვარაზი-ფალიაშვილის მიმართულებაზე (რომელიც შედარებით ნაკლებადაა დატვირთული, თუმცა პიკის საათებში იტვირთება) და ასევე შეამცირებს დატვირთვას თამარაშვილ-წერეთლის კვანძზე (რომელიც მეტადაა დატვირთულია). ამდენად საბურთალოდან მომავალ ნაკადსაც უჩნდება ვაკეში საღამოს შინ მისვლის ავალიშვილი>>კავსაძის ალტერნატივა.
დასკვნა 2: თუ მუშაობ ვაკეში კავსაძემდე, არაყიშვილი-რამიშვილით გაეცლები საღამოს (თუ კავსაძის მერე მუშაობ, შეგიძლია დამატებით, თაქთაქიშვილი-ავალიშვილით წახვიდე). ამჟამად რამიშვილი არ არის ისე დატვირთული (მიუხედავად იმისა რომ ჭავჭავაძიდან და არაყიშვილიდან მიდიან მანქანები) მაინც არის დამატებითი გატარების რესურსი. ამ მხრივ დატ111 სქემით არაფერი იცვლება, რადგან ეს სქემა უზრუნველყოფს ვაკის მხოლოდ შევსებას და არ უკავშირდება მის დაცლას.
ამდენად, დასკვნა 3: როდესაც 2 ზოლი აღმავალი ავალიშვილი უკავშირდება აღმავალ კავსაძეს, ვაკეში მაცხოვრებლებს (როგორც კავსაძემდე ისე მის შემდეგ) ფალიაშვილის გარდა უჩნდებათ ალტერნატიული ავალიშვილი>კავსაძე, და აღარ ჭირდებათ მთელი ჭავჭვაძის გავლა წერეთლამდე (თუმცა ეს უკანასკნელი ალბათ ისედაც ნაკლებად გამოიყენებოდა).
დასკვნა 4: ვინც ვაკეში ცხოვრობს (კავსაძის შემდეგ), ამჟამად წერეთელი-მიშველაძის გავლა უწევთ ძირითადად მაშინ თუ ავალიშვილზე ამოდიან და წერეთელზე ატრიალებენ და ამით ტვირთავენ მე-9>>წერეთლის მონაკვეთს. დატ111-ის მოდიფიკაციით, ისინი შეძლებენ ავალიშვილიდან პირდაპირ კავსაძეზე ასვლას. ეს არის მე-9>>წერეთელის გადატვირთულ სეგმენტზე წნეხის შემცირება. (მაგრამ!: თუ ახალ გზაზე არიან ისედაც, რაღა ავალიშვილზე ამოვიდნენ და წერეთელზე გავიდნენ, არ ურჩევნიათ ახალ გზაზევე გააგრძელონ და თამარაშვილის მხრიდან ამოვიდნენ (საბურთალოს ნაკადიდან). ამდენად, რამდენადაა ეს აუცილებელი გაუმჯობესება........?
რეალურად, ვინ უხვევს წერეთელზე მარცხნივ? ავალიშვილზე ამომავლები ვინც გადიან მიშველაძეზე?? ეს ნაკადი ტვირთავს მე-9>>წერეთლის, ჭავჭავაძის ამ ერთადერთ გადატვირთულ სეგმენტს და მათ შეეძლებათ ისარგებლონ დატ111 ის სქემით. ეს თუ ასეა, ეს რეალური გაუმჯობესებაა!
და ვინ ხვდება მოსაშვილზე?: ძირითადად ადგილობრივი მაცხოვრებლები (მოსაშვილი მუხაძე), მათთვის არაფერი იცვლება, გარდა მხოლოდ იმისა რაც ზედა აბზაცში მითითებული გაუმჯობესებაა მათთვისაც.
მე ეს ნაჩქარევად გავაკეთე ამ დილას (მომიტევეთ შესაძლო შეცდომები დასახელებებში/მარშრუტებში). შეიძლება ბევრი რამ გამომრჩა ან არასწორად ვხედავ.
რას ხედავთ თქვენ??? გთხოვთ გამოთქვათ თქვენი დეტალური, ტექნიკური აზრი, შემოთავაზება, კრიტიკა!!!
(გთხოვთ აქ არ დაიწყოთ დავა კონცეფციაზე თუ რა ცუდია შუა ავტობუსები, რა ხდება სანფრანცისკოში და ევროპაში ა.შ. გთხოვთ ფოკუსირება მოვახდინოთ შემოთავაზებულ ამ კონკრეტულ ტექნიკურ გადაწყვეტაზე.)
რა იცვლება დატ111-ის სქემით - თქვენი აზრი!