Tocaderoშენ ხშირად გაქვს ხოლმე ამ გზის პარამეტრებზე საუბარი. რომ შეიძლებოდა უფრო ნაკლები სიგანის ყოფილიყო და ა.შ.
ჯერ ერთი, ეგ გზა საერთაშორისო სტანდარტებით კეთდება და ქართველების მოგონილი არაა. და რადგან მსოფლიო ბანკი და სხვა დონორებიც თვლიან რომ ეგრე უნდა იყოს სტანდარტი, არამგონი დიდ განხილვად ღირდეს.
მეორე - ქუთაისიდან, ნიკეას ქუჩიდან თუ გამოსულხარ ავტობანზე, აი ეგ გზა აშკარად უფრო ნაკლები სიგანისაა და მანდ რომ 100 კმ/სთ-თი ტრაილერს ვუსწრებდი ხოლმე, იმენა ცუდი შეგრძნებაა, გეგონება ეს ესაა მიედებიო.
შესაბამისად ასეთ ტრაილერებით დატვირთულ მაგისტრალზე და ჩვენნაირი ავტოპარკის პირობებში (როცა ბევრ მანქანას აქვს პოტენციალი გვერდულზე აღმოჩნდეს გაჩერებული სხვადასხვა მიზეზების გამო) მშვენიერი სიგანეა ჩემი პირადი აზრით.
მეტს აღარ გავაგრძელებ პოლემიკას ამ საკითხზე.
* * *
დავამატებ რომ ავსტრიაში ვიმგზავრე ვენიდან ზაცბურგამდე E60 მაგისტრალით და მანდაც მინიმუმ ამ სიგანის გზაა.
ასევე:
- გზაზე ძროხები არ დადიან.
- ზოლიდან ზოლში არ დახტუნავს ხალხი.
- გვერდულებხე ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობაც არაა გაჩაღებული.
- არც მარცხენა ზოლში მიდიან ჯიუტად.
- არც უკნიდან შეგცემენ ფარების ანთებით რო რამე.
- ამერიკული მთების მსგავსი მოსახვევებიც არაა,
- ხმის იზოლაციის სხვა დონეა
- გზის საფარიც რბილად რომ ვთქვათ უკეთესია.
ზატო განათება არ აქვთ

მაგრამ იმდენად უსარფთხოა ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალის გამო, რომ დიდად არც აღელვებთ ეგ ამბავი.
აგერ ერთი კომენტარიც. იმედანად მოსაწყენია ცენტრალური მაგისტრალი, სოფლების გზებით იაროთ გირჩევნიათო

აბაქ ჩვენთან რა მოგვაწყენს და მოგვადუნებს. ერთი ქუთაისის შემოვლითია რა მოსაწყენი

Highways are boring. In Austria, 3G and Apple Maps work reliably everywhere, so it is safe to take an alternative route.
This post has been edited by ZEUS on 7 Jan 2021, 13:22