მაგარი ფოტოებია რიკოთიდან!
მეც დავდებ ერთი კვირის წინ გადაღებულ რამოდენიმე ფოტოს გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობიდან.
ეს გადავიღე სუფსის მშენებარე ხიდის მიმდებარედ, სუფსის მარცხენა ნაპირზე - როგორც ჩანს, აქ ხიდის კიდე იქნება:


აქ გზა მდინარე ჩირეზე უნდა გადავიდეს, მაგრამ ახლა მშენებლობა შეჩერებულია რუსი ძველმორწმუნეების, ანუ სტაროვერების (გურულად სტალავერების

) სასაფლაოსთან. პირდაპირ და მარცხნივ - მდინარე და სასაფლაო:
* * *
სუფსის ახლანდელი ხიდის მიმდებარედ, იმ სასაფლაოდან 100-150 მეტრში ესტაკადა კეთდება, რომელიც ახლანდელ ცენტრალურ გზაზე და სუფსის ტერმინალის შესახვევზე გადავა.
სუფსის ტერმინალთან:



* * *
სუფსის ახლანდელი ხიდის შემდეგ, გრიგოლეთი-ურეკის გზის მარჯვენა მხარეს, ახალი გრიგოლეთის (დუმბაძის ქუჩის) ჩასახვევთან - ეს ესტაკადიდან ურეკისკენ მიმართულებაა:

* * *
როგორც ვიცი, გზა აქედან ნატანების გადასახვევის შემდეგ არსებულ სარკინიგზო ხიდამდე მთლიანად დატკეპნილია. ეს სარკინიგზო ხიდის შემდეგ მარჯვენა მხარეს გადავიღე - აქ როგორღაც ახლანდელ ცენტრალურ გზაზე გადასასვლელი ან კვანძი გაკეთდება:
This post has been edited by zazamos on 21 Nov 2020, 22:10
God made whiskey so the Irish won’t rule the world.
Infinitus est numerus stultorum.
“Once a year go some place you've never been before.” Dalai Lama