1949 წელს დაიწყო რეპრესიების შემდეგი ტალღა და დაიწყეს ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქეების დაპატიმრება-გადასახლებები(ომის დროს ტყვედ ნამყოფები, აისორები, ბერძნები და კიდევ სხვა). ამ დროს გამონთავისუფლდა ე.წ. საბინაო ფონდი, სადაც გადაანაწილეს სარეკონსტრუქციო ქუჩების დასანგრევ სახლებში მცხოვრები მობინადრეები.
მე მაგ პერიოდის სარეკონსტრუქციო(გასაფართოვებელი) ორი ქუჩა ვიცი: ჩელუსკინელების(სადგურის, ამჟამად თამარ მეფის) და მელიქიშვილის.
ჩელუსკინელებზე მხოლოდ მარჯვენა მხარეს აიღეს სახლები, გააფართოვეს ქუჩა და ააშენეს ახალი სახლები.
მელიქიშვილზე მხოლოდ მარცხენა(ზედა) მხარეს.
https://i115.fastpic.org/big/2021/0909/9a/a...b0021dedc9a.jpgეს 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლიც ამ გაფართოვებას შეეწირა. მის წინ გაზეთების ჯიხური იდგა და ამ სახლში იყო პურის მაღაზია, რომელზეც მიწერილები იყვნენ უბნის მაცხოვრებლები ეყიდათ პური წიგნაკებით(ტალონები 80-იანებში შემოვიდა).
მელიქიშვილის გაფართოვების შემდეგ აშენდა საცხოვრებელი სახლი 51-ე სკოლასა და ყაზბეგის(ეხლა ტატიშვილის) ქუჩებს შორის და სასტუმრო "საქართველოს" შენობა. რაც შეეხება შენობას თარხნიშვილის და ყაზბეგის ქუჩებს შორის მგონი 30-იან წლებში იყო აშენებული. იმ სკვერის ადგილზე, რომელშიც დოდო აბაშიძის ბიუსტი დგას, საცხოვრებელი სახლი იდგა და ნაწილობრივ დაანგრიეს. საბოლოოდ კი 70-იან წლებში აიღეს და სკვერი მოაწყეს.
ქუჩის მარჯვენა ნაწილი კი მთლიანად ძველი სახლები დარჩა.