საზაფხულო თეატრის შენობაა რომელიც დროებით გადაკეთდა ზალცმანის პროექტით...
თვითონ ეგ შენობა 1870 იანების დასაწყისში ააგეს ზალცმანის პროექტით, რადგან ზაფხულში სიცხის და ვენტილაციის არარსებობის გამო თამამშევის ქარვასლაში ძალიან მოუხერხებელი ყოფილა წარმოდგენების გამართვა.
ანუ მხოლოდ საზაფხულო თეატრი იყო.
აქ და ვაკოპირებ ჩემივე ტექსტს -
აქ მოღვაწეობდა ყველა -იტალიური ოპერაც, ქართული დრამატული დასიც და თუკი ვინმეს რამის გამართვა უნდოდა აქ დგამდა სპექტაკლებს თამამშევის თეატრის დაწვიდან (1874) ახალი დიდი სახაზინო თეატრის (1896) აშენებამდე.
აქ მღეროდა შალიაპინი, აქ დაიდგა დავით ერისთავის ,,სამშობლო", აქ დაუკრა რუბინშტეინმა..
დავამატებ, რომ
ყველა დასი მანდ იყო, იმიტომ რომ სხვა შენობა ფიზიკურად არ არსებობდა - გადამწვარ ქარვასლაში თამამშევის მემკვიდრეებმა თეატრი აღარ აღადგინეს, რის გამოც ქალაქის მმართველობამ მიწის ნაკვეთის საფასურის დაბრუნება მოითხოვა. თამამშევებმაც სადაზღვევოდან მიღებული ფულიდან ნაკვეთის ღირებულება უკან დაუბრუნეს ქალაქს. მოგვიანებით ქალაქის მმართველობამ ახალი ნაკვეთები (თუ სწორად მახსოვს 3) გამოისყიდა კერძო მესაკუთრეებისგან გოლოვინის პროსპექტზე და იქ დაიწყეს ახალი სახაზინო თეატრის მშენებლობა 1880 წელს და დაასრულეს 1896 წელს. პროექტის ავტორი როგორც ცნობილია არის ვიქტორ შრეტერი, მშენებლობას კი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ შტერნი, შიმკევიჩი და ზალცმანიც

პ.ს. საზაფხულო თეატრის სხვა სურათებს ისევ ვეძებ
This post has been edited by ივანიჩ on 7 Jun 2022, 00:06