ე.ი. ამათ იდიოტობას საზღვარი არა აქვს რა.
ზესტაფონის ცეტრალური ქუჩა აქამდე გადათხრილი იყო და ავტომობილების უმთავრესი ნაკადი გადიოდა "ყავახანების" ალეადან.
თუმცა მცირე ნაწილს ის რემონტში მყოფი ცენტრიც ატარებდა.
ეხლა მთლიანად აუთხრიათ და გადაუკეტიათ, ლუკოილთან დიდი წრე როა.
დასავლეთიდან თბლისისკენ მოვდიოდი და ყავების ასახვევში დიდი საცობი გაიჩითა და ვიფიქრე, ცენტრით გავალ ნელ-ნელა და ბარემ ბენზინსაც ჩავასხამთქო.
იქითაც კი ჩანდა საცობი, მაგრამ ხიდქვეშ გასაძრომი როა იქ შევაყოფინე მანქანას ცხვირი და .... ხაფანგში რო მოხვდე ისე, მოვხვდი გაუგებრობაში
რის ბენზინი, რა ბენზინი. ისე იყო იქაურობა გადათხრილი, მევთქვი ბასეინს ხო არ აშენებენთქო.
ლუკოილთან ახლოსაც ვერ მიხვალ. მიყვები პირდაპირ ნაკადს და მორჩა.
ზუსტად 45 წუთი ვიღოღიალე სანამ გავაღწიე, ბაზრის გავლით.
არ შეცდეთ ჩემსავით და ცენტრით არ წახვიდეთ.
რა ჯანდაბაა ეს, ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყიში რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა აზრად ეგეთი რამე ?!
ისედაც, ხაშურის შემოვლითის გახსნის მერე ეს ზესტაფონი დარჩა ყველაზე ცხელ წერტილად და ეხლა ეს უნდოდა?
This post has been edited by spider77 on 1 Aug 2021, 22:36