ვინ რა გააკეთა
2006 წლამდე დანიშვნითი იყო მერის თანამდებობა, ძაანაც რომ ნდომოდა შესაძლოა ვერც ვერაფერი ვერ გაეკეთებინა კონკრეტულ პირს
არჩევითის შემდეგ კიდე უგულავას ჰქონდა რაღაც იდეები
აი მაგალითად:
ლეღვთახევის გათავისუფლება ნაგვისგან და მისი ტურისტულ ობიექტად ქცევა- ეს რაც გააკეთა მართლა დასაფასებელია- მიგდებული უბანი გახდა ტურისტული ღირსშესანიშნაობა (თუმცა ისიც იმ გიჟი პრეზიდენტის სურვილის შემადგენელი ნაწილი იყო- უბნის რეკონსტრუქცია რომ მოახდინა.
იგივე მზიურის აღდგენაზე მის დროს დაიწყეს აქტიური მუშაობა თუმცა ვერ მიიყვანეს ბოლომდე მიზეზთა გამო...
ასევე განაახლა მუშაობა ფუნიკულიორმა (90 იანებიდან გაჩერებული იყო)...
ნუ ავტოპარკი განახლდა (ავტობუსები და მარშუტკები ახალი შემოვიდა- სხვა საქმეა იქ ტენდერებში ვინ მოიგო და ვინ არა მაგრამ ფაქტია რომ 90 იანებიდან შემორჩენილი პაზები, ლაზები, იკარუსები და ნაჩუქარი სანდრაბუსები ჩაანაცვლა ახალმა ყვითელმა ბოგდანებმა და მარშუტკებში ფორდებმა).
აღდგა კუსტბის სანაგიროც...
შუქნიშნები აღდგა ბევრგან...
კიდე იყო რაღაცეები ახლა ვერ ვიხსენებ.
ცუდიც იყო რათქმაუნდა ბევრი - იგივე ტრამვაის, ტროლეიბუსების გაუქმება, შერავათების მოხსნა ვეტერანებისთვის და აშ.
ნარმანიას პერიოდს არ ვთვლი- ორი რამე გააკეთა მარტო- ხიდების მდგრადობა შეამოწმეს
და
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთი რომ ჩაინგრა ის აღადგინეს.
კალაძის დროს რაც კარგი გაკეთდა - ახალი ავტობუსები, პარკები სკვერები, მზიურის საქმე მიდის ბოლომდე , არის ლაპარაკი რუსთაველის საბაგიროს აღდგენა- პროექტირებაზეც
ზოგიერთი ქუჩის გაცალმხრივება -პეკინი, შარტავა, კანდელაკი, მათზე ველობილიკები, ახალი ეკო ლედ სანათები, ჭკვიანი შუქნიშნები
ნუ ჭავჭავაძის გამზირის რეკონსტრუქცია კაია თუ ცუდი ჯერ არ დადგენილა