აი ისიც
ჩემი სქემა. სამუშო ვერსია #87
სქემა შედგება 11 მთავარი და 13 ლოკალური მარშრუტისგან.
სქემაში არ შედის 8 მეტრიანი და უფრო პატარა ტრანსპორტის ხაზები.
უპირატესობები:
- ამ სქემით ნებისმიერ გამზირზე გაივლის მაქსიმუმ 4 ხაზი. ესეც ბევრია, რადგან 18 მეტრიანი ავტობუსების შემთხვევაში 4ვე რომ მოვიდეს ერთად 72 მეტრიანი ბაქანი სჭირდება. განსაკუთრებით ეს პრობლემა არის რუსთაველზე.
- არ გვაქვს მნიშვნელოვანი დუბლირებები.
- ფარავს 9-ით მეტ უბანს, ვიდრე სისტრა, ხოლო გამოყენებულია 1 ით მეტი ხაზი.
- გამოყენებულია ახალი გზები, რომელიც დღევანდელი მარშრუტების დაფუძნების დროს არ იყო და შესაბამისად მათზე არც შემდგომ მომხდარა გადაწყობა (ჰუალინგი, ფონიჭალა, ბაგების ხიდი)
მარშრუტი #1.
დროებითი # 301.
ძველი მარშრუტების ელემენტები: 61,55,345
სვლაგეზი: პოლიტკოვსკაიას (ყოფ.ჯიქიას) ქ. უნივერიტეტის მაღლივი კორპუსი, ბაგების ხიდი, ბაგები, ვაკის სასაფლაო, ჭავჭავაძის გამზ., რუსთაველის გამზ, კოტე აფხაზის ქ. გორგასლის ქ. გაბრიელ სალოსის გამზ. წმინდა ბარბარეს უბანი.
მარშრუტი #2.
დროებითი # 302.
ძველი მარშრუტების ელემენტები: 2, 150
სვლაგეზი: ბაგების საერთო საცხოვრებელი, ბაგების ხიდი, მაღლივი, ვაჟა-ფშაველას გამზ. პეკინის გამზ. ვარაზისხევი, რუსთაველის გამზ, ქეთევან დედოვლის გამზ, მოსკოვის გამზ, წმინდა ბარბარეს უბანი.
მარშრუტი #3.
დროებითი # 303.
ძველი მარშრუტების ელემენტები: 33, 44, 345
სვლაგეზი: გლდანი VIII მკრ. ხიზანიშვილის ქ, გურამიშვილის გამზ, თ.ერისთავის ქ., წერეთლის გამზ. წინამძღვრიშვილის ქ. თამარ მეფის გამზ. დ.აღმაშენევლის გამზ, მარჯანიშვილის ქ. ელბაქიძის ქ. რუსთაველის გამზ, ბარათაშვილის ქ. გორგასლის ქ. ქვემო ფონიჭალა, ახალი გზაგამტარი, ზემო ფონიჭალა 23-ე კორპუსის მიმდ.
მარშრუტი #4.
დროებითი # 304 ან 24.
ძველი მარშრუტების ელემენტები: 24
სვლაგეზი: გლდანი, შეშელიძის ქ. ლუბლიანას ქ. მარშალ გელოვანის გამზ. გაგარინის ქ. ვაჟა-ფშაველას გამზ. სანდრო ეულის ქ. უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, ბაგების ხიდი, ბაგების საერთო საცხოვრებელი.
მარშრუტი #5.
დროებითი # 305 ან 95 ან 25
ძველი მარშრუტების ელემენტები: 25, 95
სვლაგეზი: მუხიანი, თემქა, გურამიშვილის გამზ. დადიანის გამზ. ჩიტაიას ქ. ხეთაგუროვის ქ. ბარათაშვილის აღმართი, ქეთევან დედოფლის გამზ. მ. ისანი, კახეთის გზატკ. შანდორ პეტეფის ქ. ვაზისუბნის II მკრ.
#6 გამოტოვებულია
მარშრუტი #7.
დროებითი # 307 ან 79
ძველი მარშრუტების ელემენტები: 79, 51, 86
სვლაგეზი: ნოდარ დუმბაძის ქ, ნონეშვილის ქ. მ.ახმეტელი გურამიშვილის გამზ. წერეთლის გამზ. ქუთაისის ქ. სააკაძის მოედანი. კოსტავას ქ. ვარაზისხევი, ჭავჭავაძის გამზ. ბაგების საერთო საცხოვრებელი.
მარშრუტი #8.
დროებითი # 308 ან 39 ან 88
ძველი მარშრუტების ელემენტები: 39, 88.
სვლაგეზი: ვაზუსიბნის II მკრ, ჰუალინგი დასახლება, ვარკეთილი, ქეთევან დედოფლის გამზ. ბარათაშვილის ქ. რუსთაველის გამზ. მელიქიშვილის ქ. ჭავჭავაძის გამზ. თამარაშვილის ქ. მ.დელისი, მარიჯანის ქ. ნუცუბიძის II მკრ, ნუცუბიძის IV მკრ.
მარშრუტი #9.
დროებითი # 309
ძველი მარშრუტების ელემენტები: 21, 9, 23
პოლიტკოვსკაიას (ყოფ. ჯიქიას) ქ. ქავთარაძის ქ. თამარაშვილის ქ. ჭავჭავაძის გამზ. ფილარმონია. თამარ მეფის გამზ. ფიროსმანის ქ. დადიანის ქ. გურამიშვილის გამზ. ხიზანიშვილის ქ. გლდანი VIII მკრ.
#10, #11, #12 გამოტოვებულია
მარშრუტი #13.
დროებითი # 313 ან 54
ძველი მარშრუტების ელემენტები: 54, 21, 87, 58
სვლაგეზი: დიდი დიღომი, აღმაშენევლის ხეივანი, მარშალ გელოვანის გ. გაგარინის ქ. ვაჟა-ფშაველას გამზ. თამარაშვილის ქ. ვაკის სასაფლაო, ბაგების საერთო საცხოვრებელი.
მარშრუტი #14.
დროებითი # 314, ან 14
ძველი მარშრუტების ელემენტები: 14, 71, 50
სვლაგეზი: დიდი დიღომი, აღმაშენევლის ხეივანი, მარშალ გელოვანის გ. გაგარინის ქ. სააკაძის მოედ. რუსთაველის გამზ. კოტე აფხაზის ქ. გორგასლის ქ. ორთაჭალის ავტოსადგური, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. ჯავახეთის ქ. ვაკეთილის პლატო. ჰუალინგის დასახლება - ვაზუსიბნის II მკრ.
მარშრუტი #15.
დროებითი # 315
ძველი მარშრუტების ელემენტები: 15, 20, 2, 43, 21
სვლაგეზი: დიდი დიღომი, ლუბლიანას ქ. წერეთლის გამზ. აღმაშენებლის გამზ. მარჯანიშვილის ქ. მარცხენა სანაპირო. საარბრუკენის მოედ. ხეთაგუროვის ქ. ქ.დედოფლის გამზ. მ/ს.ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. გაბრიელ სალოსის ქ. ბოკერიას ჰოსპიტალი, ქინძმარაულის ქ. ჭიჭინაძის ქ. პოლიციის ქ. კაიროს ქ. კახეთის გზატკეცილი, მ/ს სამგორი (ზედა) - კაკაბეთის ქ. #103 საჯარო სკოლა.
დანარჩენებზე მიხვდებოდით ისედაც, #315 ს განვმარტავ.
აფრიკა მოგეხსენებათ დაჩაგრულია არამარტო იმით, რომ ცოტა ტრანსპორტი დადის, არამედ იმითიც რომ უზარმაზარ წრეს არტყამს დღვანდელი 2 ნომერი, ლამის გაჩიანამდე ჩადის და მერე უკან. ამიტომ:
აფრიკიდან ვისაც უნდა სწრაფად დაკავშირება უახლოეს მეტროსთან - ყველაზე სწრაფი გზა ესაა ზედა სამგორი. აქ ვაპირებდი ამ ხაზის დასრულებას, მაგრამ იქვე დასრულებას ჯობია ბარემ მეტრომშენის ნაწილმაც გამოიყენოს და მეტრომდე ჩაიყვანთ. ასევე კაიროს ქუჩისთვის.
ვისაც არ ეჩქარება (აფრიკიდან) შეუძლია გამოჰყვეს გაბარიელ სალოსის გავლით ავლაბრამდე ან თუ უნდა დიდ დიღმამდე. რუკაზე მიზერული განსხვავებაა ქინძმარაულიდან გაბრიელ სალოსით წამოვა თუ მოსკოვის გამზირით (როგორც ეხლანდელი #2). ნავთლუღის ბაზრის საცობეს აცდება. ვინმეს თუ იდეაფიქსი აქვს, რომ მოსკოვის გამზირით უნდა რომ გამოიაროს, შეუძლია პოლიციასთან თითქმის ცარიელ 302 ნომერში გადაჯდეს, რომელიც ქვევიდან ამოვა. იქვეა მისი ბოლო გაჩერება და არ იქნება გადავსებული.
ვისაც ორთაჭალაში უნდა, შეუძლია ასევე სადმე 31-ე ქარხანასთან გადაჯდეს ასევე ცარიელ 301 ნომერში, რომელიც ასევე ზმკ დან მოდის.
ნუ იმედია ის არავის გიფიქრიათ, რომ მეტრომშენიდან უკვე გავსებული შევა აფრიკაში. ეგ გამორიცხულია, მეტრომშენელებისგან დაიცლება მეტროსთანვე.
ლოკალური, დიდ ავტობუსიანი მარშრუტები:
უცვლელად:
321, 339, 73, 334, 1 (სხვა ნომრით), 343, 332, 56, 38, 94
შემოკლებულად:
# 37 თავისუფლების მოედნამდე
#11 მ/ს დიდუბემდე (ზედა), როგორც დადიოდა ამავე ნომრით ტრამვაი
#6 სააკაძის მოედნამდე.

აუ რა ხარისხით ამიტვირთა სურათი. სად ავტვირთო წესიერად რომ გამოჩნდეს?
This post has been edited by Kublicha on 23 Oct 2021, 00:30