eleqtroაუუუ. საგარეჯოოო
* * *
წინა უქმეებზე უსაქმურობამ რა იცისო. ხოდა გადავწყვიტე დამეტესტა შ-102. ასფალტია სულ. კაცხი-ჭიათურა პპც-ეი ხდება. ხოდა ისევ უსაქმურობას რა ვუთხარი. OSM-ზე ეხატა გადასარევი გზა რომელიც მიუყვებოდა ძირულას, გომი-საჩხერედან ხევსა და ხუნევს შორის. მეც ვიფიქრე რომ ვნახავდი რა დღეშია. საჭიროების შემთხვევაში ღამის საათებში გომის მხრიდან რიკოთზე შეპარვის კაი ვარიანტი იქნებოდა

გადასახვევიდან სოფელ ლიჩამდე მშვენიერი ბეტონის გზაა. ხოდა ეს ბეტონის მშვენიერი გზა ამ სოფელში დამთავრდა მარა რა დამთავრდა. დაიწყო სავარცხელებიანი ოფროუდი. ამას დავუმატოთ თავსხმა წვიმა (კვირას დღის მეორე ნახევარში ხდება ეს ამბავი

) რუკაზე უცებ ვნახე რომ შემდეგი სოფელი დანაბური იყო 7-7.5 კილომეტრში. გავნაგრძე გზა ნელ-ნელა. ისეთი არაფერი რაც ჩემი მანქანისთვის დაბრკოლება იქნებოდა. უბრალოდ წინა ხიდი ჩავრთე და ნელ-ნელა მივდიოდი წინ. პრობლემები დაიწყო სოფელ ვაკისას ასახვევთან. ამ სოფელში ნორმალური გზა საერთოდ საიდან მიდის ვერ გავარკვიე

დაახლოებით 1 კმ საკაიფო ოფროუდი იყო. სამხიდიანების გაფუჭებული გზა

არა და მანამდე ვხედავდი რომ ჩემამდე რაღაც პატარა მანქანამ იარა ბანძ საბურავებზე. აქ კი მივხვდი რომ სამხედრო ხიდებიანი უაზი იქნებოდა სხვა შანსი არ იყო მანდ გასულიყო

გავაღწიე როგორც იქნა ეს 1 კმ და გზა ცოტა გამოსწორდა. ბოლო სიურპრიზი კი სოფელ ნადაბურში მელოდა. თურმე აქ მდინარეზე ხიდი არაა. საკმაოდ ადიდებულ ძირულაშიც გავტოპე. საბედნიეროდ არ იყო ისეთი ღრმა რომ ძრავი გამეფუჭებინა

აქედან ავტობანამდე უკვე სისინა ბეტონის გზაა ისევ. ონბორდ ვიდეო იქნება როცა მოვაბავ თავს.
პ.ს. ამ ხეობის ნახვა კი ღირს ნამდვილად. დრო თუ გექნებათ ჩაისეირნეთ (ან ამოისეირნეთ გააჩნია რიკოთზე იქნებით თუ გომი-საჩხერეზე). ძალიან ლამაზი და მყუდრო ადგილებია.
This post has been edited by ნიკა on 26 Jun 2023, 17:13