მოვიარე საგურამო-ცხვარიჭამია-თიანეთი-ახმეტა-თელავი-გომბორი.
ამ თემაში ახმეტამდე გზებზე
საგურამო ცხვარიჭამია ასფალტი დაუგიათ არც ვიცოდი

. ახლა სანიაღვრეებს აკეთებენ.
ცხვარიჭამიაში მიდის რაღაც მილების ჩადება, გზის გამაგრებები და ა.შ. მოკლედ ცოტა ვერაა გზა საბადურამდე. საბადურის მერე როგორც იყო ისეა.
თიანეთს ეღირსა და ის მიხვეულ მოხვეული რომ ჩადის და არემონტებენ წლებია, როგორც იქნა ტექნიკა მუშაობდა. ბევრი საქმე არაა მანდ და წესით მალე გააკეთებენ.
ახმეტისკენ გზას რაც შეეხება. თიანეთი-ჟებოტას დაადგა საშველი და აგებენ ასფალტს. ახლა აყრილია გზა და ორივე ხიდი ცალზოლიანია. მერე ახმეტამდე ასფალტია. მორჩნენ იმ გრენლანდია ხიდებსაც.
ცოტა არასასიამოვნო ამბავიცაა. თიანეთი-ახმეტაზე ასფალტი სადაც იყო ამოჭრილი, ის ადგილები დააგეს. დააგეს მარა ვაი მაგ დაგებას, ეტყობა GWP-ს ეჯიბრებიან უსწორმასწოროდ ასფალტის დაგებაში. მარა ნუ კაია. თიანეთი-ჟებოტა რომ მორჩება, ახმეტაში უმოკლესი გზა იქნება ჟინვალი-თიანეთით. პლიუს ტურიეტებისთვისაც იდეალურია ხევსურეთი-თუშეთის ტური თუ აქვთ მიყოლებით.