| #62335775 · 30 Oct 2025, 18:10  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  zazamos
 | QUOTE |  | ოუფენსთრითმეფი თუ ოსმანდი? | 
 ეს პირველირ ამე ახალია? ეგეთი აპლიკაცია არ გამიგია მე. Openstreetmap არის თვითონ რუკა, რომელსაც უამრავი აპლიკაცია იყენებს, მათ შორის OSMAND-იც. ისმანდი აჩვენებს გზის საფარს, თუ ის რუკაზე არის სწორად დატანილი. პლიუს აქვს საშუალება სატელიტურიც განახოს იგივე ადგილის და იქ შეაფასებ ესა თუ ის გზა რამდენად რეალურადაა დატანილი. მიყრუებულ სოფლებში გზების უმეტესობა 2011 წელს დაიტანეს მაგ რუკაზე. მას მერე ბევრგანაა სიტუაცია შეცვლილი, თუმცა რუკის განახლება მუდმივად მიმდინარეობს. OSMAND+ ვერსიაში გაქვს ყოველთვიური რუკის განახლებების შეუზღუდავი რაოდენობა (ისე მგონი 20 რუკის ჩამოწერა/განახლება შეგიძლია). ხოლო OSMAND+ Live ვერსიის შემთხვევაში გაქვს ასევე ლაივ განახლებები რაც რამდენიმე საათის წინ ბაზაში შეტანილ ცვლილებებსაც გაჩვენებს.
 
 --------------------
 
 სამურაის არაფერი კლავს, ხარაკირის გარდა |