არ არის პირველი ლოტი გურია. გურია ჯაპანადან იწყება და ჩვენი მარადმშენებარე ლოტებიც გვეყოფა.
რიკოთს რაც შეეხება:
F1 - 2024-ის ზაფხული
F2 - 2023-ის ზაფხული
F3 - 2023-ის ბოლო
F4 - 2024-ის ბოლო
ამ ეტაპზე კარგად ჩანს რომ F1 სირთულით აღემატება დანარჩენებს და ბევრ ისეთ სამუშაოს საჭიროებს რაც ერთი შეხედვით არ ჩანს:
ყველაზე მოკლე ლოტია მაგრამ დონეთა სხვაობა ყველაზე მეტი აქვს.
ყველაზე ცოტა გვირაბი აქვს მაგრამ ყველაზე გრძელი.
ყველაზე ცოტა ხიდი აქვს მაგრამ ყველაზე მაღლები.
მიყვება მდინარის კალაპოტს და ერთის მხრივ მდინარის ნაპირებს ამაგრებენ და მეორე მხარეს მთის ფერდობებს.
თითქმის მთლიანად ემთხვევა არსებულ გზას, რომელზეც მოძრაობა არ ჩერდება და ესეც დამატებითი პრობლემაა, განსხვავებით მაგალითად F4-სგან.
F0 ზონა 51-ის პონტშია და არავინ იცის რა ხდება იქ, მაგრამ თუ ასეთი ტემპით მუშაობენ 2023-ის ბოლოს ეგეც უნდა მორჩნენ.
This post has been edited by winrar on 26 Apr 2022, 22:40