დასავლეთ-აღმოსავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ვიტყვი ჩემ მოსაზრებას, იმედია ადევნებს თვალს დეპარტამენტი და სამინისტრო
დავიწყებ დადებითი მომენტებით
1. ახალი გვირაბების განათება მომეწონა, თითქმის ვერ გრძნობ დღის განათებიდან გვირაბში შესვლას, რიკოთზე ბევრი გვირაბი იქნება და ეს მომენტი ძალიან კომფორტულს გახდის მგზავრობას, არ დაგღლის გვირაბების და ხიდების ხშირი მონაცვლეობა
2. მომეწონა ბეტონის საფარი გვირაბში, სწორია და კომფორტული, განსხვავებით გორის და არსებული რიკოთის გვირაბის ასფალტის საფარისგან, ვერ აგებდნენ ნორმალურად ასფალტს გვირაბში, დატალღული და უსწორმასწორო გამოსდიოდათ.
3. ასევე კარგია ზესტაფონში გზის გასწვრის მავთულის უჟანგავი ბადეები ("სეტკა"), ლამაზიცაა და უსაფრთხოც, იგრძნობა რომ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრაობ.
4. მშენებლობის ტემპი მთლიანობაში კარგია და ზოგადად ქარსელაძის დანიშვნის შემდეგ აშკარად დაეტყო რომ პატრონი ყავს მშენებლობას, აკონტროლებენ და რაღაც ჩარჩოებში მოექცნენ, ქარსელაძემდე იყო სრული სიბნელე და უკუნი (სამტრედია-გრიგოლეთი ნათელი მაგალითია), ქარსელაძემდე ყველა წინამორბედი იყო ერთდროულად კორუმპირებულიც და დებილიც, იმედია ეს ხალხი ადრე თუ გვიან მკაცრად დაისჯება.
ეხლა რაც არ მომწონს
1. გვირაბების პორტალებისა და გზის გასაფართოებლად კლდეების ჩამოჭრისას ცოტა ვიზუალურ მხარესაც მიაქციეთ ყურადღება, ცოტა სიმეტრიულად და ლამაზად ჩამოჭერით, დაატერასეთ, სამთო კარიერში გამავალს გზას ხომ არ უნდა გავდეს ეს მაგისტრალი, დასრულდება მშენებლობა და საუკუნეები იმ ფერდებს უნდა უყურო გავლა-გამოვლისას რასაც ეხლა დატოვებთ, არც მწვანე საფარით შეიმოსება ეგრე დატოვებული და იქნება დამეწყრილ - ჩამოშვავებული.
2. იგივე პრობლემა რაც ზემოთ დავწერე უკვე ჩანს ახლადგახსნილ მონაკვეთზე, დასავლეთიდან რომ მოდიხარ მეორე და მესამე გვირაბებს შორის მარჯვნივ არსებული ფერდი რას გავს, რა უბედურებაა ეგრე დატოვება?, ეხლა მად ტექნიკასაც ვეღარ მიიყვან უკვე, ვინ მოაწესრიგებს მაგ მონაკვეთს? გერმანელები ჩამოვლენ თუ ავსტრიელები?
3. სურამთან უკვე გახნილ მონაკვეთზეც იგივე პრობლემაა, ეგ არ არის გაკეთებული საქმე, დასავლეთიდან რომ მოდიხარ, ახვალ თუ არა მაგისტრალზე მარჯვნივ ის ჩამოშვავებული მთა ეგრე უნდა დარჩეს? მად ორასი წელიც რომ გავიდეს მცენარეული საფარით ეგ არ დაიფარება და იქნება ეგრე სილის კარიერივით, ეს შავი პლასტმასის მიწის დამჭერი ბადე კიდევ ცალკე უბედურება, ამოშვერილები და მიყრილ მოყრილი ყველგან, ნაგავსაყრელზე გეგონება თავი.
3. პირველ მონაკვეთზე რიკოთის გვირაბიდან რომ გადიხარ ჩამოსხმული საყრდენი კედლები უსაზიზღრესად კეთდება (იმედია ჩვენს მეგობარ იუზერს არ ეწყინება

, მაგის დანაშაული მად არცაა ), სადღაც 5-7 მეტრიან სექციებად ასხავენ, ზოგი მაღალია, ზოგი დაბალი, მიყვება ეგრე გაჭირვებული კაცის ღობესავით უსწორმასწოროდ, რა გახდა მაგის ერთხ ხაზში გასწორება და ისე ჩასხმა, შიდა მხარე გასაგებია მიწით ივსება მაგრამ გარე მხარე ხომ ღია დარჩება და მეორე ზოლის ხედვის არეში რჩება, ცოტა ლამაზად და სიმეტრიულად ჩამოასხმევინეთ, მოპირკეთებას ეხლა მაგას აღარავინ გაუკეთებს და ისეთი ხომ უნდა იყოს რომ შეეხედებოდეს? ობიექტურობისთვის ბოლო მონაკვეთზე ზესტაფონს რომ უახლოვდები (მე 3 ლოტზე) საყრდენი კედლები გაცილებით კარგი ხარისხითაა გაკეთებული.
4. კიდევ უფრო მეტი ხარისხით უნდა კეთდებოდეს ყველაფერი, ვინმე საჩუქრად რომ გვიკეთებდეს კი ბატონო, ვიტყოდით რომ წავა, არაუშავს, ძველს ხომ ჯობიას პრინციპით, მაგრამ ვისესხეთ ფული და გადავუხადეთ, ჩვენი ფულით აკეთებენ, უფრო მკაცრები უნდა ვიყოთ ჩაბარებისას, ისე უნდა მოთხოვოთ როგორც საკუთარ დაჩებზე თხოვთ ხოლმე ხელოსნებს, აბა ნახეთ თვითონ ჩინეთში როგორ აკეთებენ, გაცილებით უკეთესი ხარისხით, ნუ ჩავათვლევინებთ რომ ვიღაც ველური ტომი ვართ და არაფერი უკეთესი არ გვინახავს და ამაზეც მადლობლები უნდა ვიყოთ
This post has been edited by _GEORGIA_ on 25 Nov 2021, 13:05