#58794325 · 20 Jan 2022, 17:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Frankens†ein
ფრენკი, რეებს ლაპარაკობ? იყო ერთი, კი, ბატონო, გაწელილი, მოუხერხებელი, მაგრამ ე რ თ ი სატრანსპორტო ხაზი, რომელიც გააუქმეს, მაგრამ არაფრით ჩაუნაცვლებიათ. შესაბამისად, მე ერთი ტრანსპორტით მივდიოდი დანიშნულების ადგილზე (31 რომ ვახსენე - წერეთელზე გამოფენასთან). ახლა რწყილივით უნდა ვიხტუნაო 2 ან 3 ტრანსპორტზე, იმ დროს, როდესაც ავტობუსებს შორის ინტერვალი არცთუ იშვიათად 15-17 წუთია და 20-იც მინახავს, რაც, რა თქმა უნდა, მგზავრობის დროს საგრძნობლად ზრდის. და შენ ამტკიცებ, რომ ეს გაუმჯობესებაა და უფრო მოსახერხებელია? პ. ს. გასულ პარასკევს მერვე საავადმყოფოსთან ვიდექი ზუსტად 20 წუთი. არ გამოუვლია თემქისკენ მიმავალ არც ერთ ტრანსპორტს... არც ერთს! არც ტაბლო მუშაობდა, რომ რაღაცნაირად დავკვალიანებულიყავი. უბრალოდ, გავიყინე. ბოლოს ტაქსი გავაჩერე და ისე მივედი სახლში.
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...
|