კაი. მაშინ აგერ ციფრებით დავალაგოთ თუნდაც აფრიკის მაგალითზე.
1) 2010 წლამდე - უბანს ემსახურებოდა 2 დაფის ხაზი: 2 და 97. 2 ნომერზე შუალედი 15 წუთამდე იყო, 97-ზე 20 წუთი. პლუს ამას მიკროავტობუსები #5, #156, #169. #5-ზე მუშაობდა საშუალოდ 10 - 12 მანქანა, 156 - 5-6 მანქანა, 169 - 12-15 მანქანა.
2) 2010 - 2021
ნუ პატარა ბოგდანების საშინელი ეპოქა გამოვტოვოთ.
ყვითელი მარშრუტკები დადიოდა იმავე რაოდენობით, სანამ მოხსნა და შემცირება არ დაიწყეს ბოლო პერიოდში. დიდი ბოგდანებიც დაინიშნა 2 ნომერზე 8-წუთიანი ინტერვალით.
დღეს რა გვაქვს?
ავტობუსი 305 - 12-წუთიანი ინტერვალით.
ავტობუსი 330 - 14-წუთიანი ინტერვალით
მიკროავტობუსი 546 - 10-15-წუთიანი ინტერვალით (5 მანქანა მუშაობს ძირითადად)
მიკროავტობუსი 535 - 10-15 წთ ინტერვალით (5 მანქანა). აბა გაუმჯობესება?
ამის გარდა, უბნებია - მოსკოვის გამზ., თემქა, ვაზისუბანი, რომლებიდანაც ცენტრში ვერ გააღწევ გადაჯდომის გარეშე. აღმოსავლეთის ყველა ხაზი (301, 333 და 345-ის გარდა) მთავრდება ან უახლოეს მეტროსთან ან ბარათაშვილი. და ეს მგზავრთნაკადი სად წავიდა პატივცემულო? მფრინავი ხალიჩით დაფრინავს. ხომ ტვირთავს იმ დარჩენილ ხაზებს, არა?
მოკლედ, ის თემაა, შავს რომ უყურებ და ბატონი ვიქტორი გვიმტკიცებს, არასწორად ხადავო - თეთრია
* * *
აგერ კიდევ ერთი მაგალითი: ალექსეევკაში მიმავალი უალტერნატივო ავტობუსი (ახალი დანიშნული) N396, სამუშაო დღის საღამოს 7 საათი:

ადრე მანდ დადიოდა მარშრუტკა N205 და ავტობუსი N8.