თურქეთში ორი წლის გოგონას სიცოცხლე იმსვერპლა ქუჩის ძაღლმა
https://commersant.ge/news/world/turqetshi-...vkZRAFy3MxWS2IAთურქეთში განახლდა დისკუსია კანონპროექტზე, რომელმაც ქუჩის ძაღლების პრობლემა უნდა მოაგვაროს.
დისკუსიები მას შემდეგ განახლდა, რაც ორი წლის გოგონა, რანა ელ სელჩი, ქუჩის ძაღლების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო და მუნიციპალურმა თანამშრომლებმა რეგიონში, სადაც შემთხვევა მოხდა, ძაღლების შეგროვება დაიწყეს.
თურქეთის მთავრობის შეფასებით, ქვეყანაში თითქმის ოთხი მილიონი ქუჩის ძაღლი ბინადრობს.
კანონპროექტი, რომელსაც ცხოველთა დამცველებმა „ხოცვა-ჟლეტის კანონი“ უწოდეს, თურქეთის პარლამენტმა 2024 წლის ზაფხულში მიიღო, თუმცა მისი განხორციელება მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა. მოსახლეობას შორის კანონის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა.
„მიზანი ყველა ცხოველის მოშორება არ უნდა იყოს. გამოსავალი უნდა მოიძებნოს და ეს მუნიციპალიტეტებისა და ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა. ჩვენ თვითონ გამოსავლის მოძებნა არ შეგვიძლია. მაგალითად, თუ ააშენებდნენ დიდ თავშეყრის ადგილს ცხოველებისთვის, ძაღლებს ცხოვრების შანსი ექნებოდათ, ხოლო ჩვენ და ჩვენი შვილები არ დავზარალდებოდით“, – ამბობს პენსიონერი, ილმაზ ბიდიკი.
კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან ქუჩის ძაღლებს ვაქცინაცია და კასტრაცია ან სტერილიზაცია გაუკეთონ მანამ, სანამ გააჩუქებენ.