მოკლედ:
ხაშურის შემოვლითზე განათების ბოძებისათვის ამოთხარეს მიწა.
რიკოთის პირველ ლოტზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება მისახვევ-მოსახვევებიდან და აღმართ-დაღმართებიდან გამომდინარე რაც უკვე იკვეთება, იგოეთი-გორის მონაკვეთი რომაა, მაგ "სტილში" გამოვა. ჯვარი გვეწეროს, მაგრამ ამათგან არ გამიკვირდება.
მეორე ლოტზე გვირაბებს ღებავენ და მანიშნებლებს აკრავენ.

ბორითთან მეორე ლოტის ბოლო კიდევ დასასრულებელია.
ესეც მეორე ლოტის შეღებილი ხიდები.

იმედია მესამე-მეოთხესაც შეღებავენ ოდესმე.
ზუსტად მესამე ლოტის დასასრულთან (წევასთან) კეთდება კუსტარული დაერთება (პროექტით არ იყო გათვალისწინებული), რადგან მეოთხეს გაგრძელება უეჭველი ვერ იქნება წელს. საგზაო ნიშნებიც აქვთ უკვე დადგმული