ტიპები მანის მსოფლიოში უახლესი ავტობუსებით დადიან და ვიტანჯებითო
ბიძია თქვენ კაცმა ბანგლადეშში უნდა გაგატარებინოთ ვოიაჟი ერთი ორი თვე, რომ ცხოვრებით სიამოვნების უნარები დაგიბრუნდეთ
ის პონტია, შაქარს რომ ჭამენ მთელი ცხოვრება და არაფრის გემოს აღარ გრძნობენ
მერე უშაქრო დიეტაზე ჯდებიან და აღმოაჩენენ რომ თურმე სხვა პროდუტებსაც აქვთ გემო
* * *
ავტობუსის გა-18-მეტრიანებით ხარისხი არ გაუმჯობესდება. ხარისხი გაუმჯობესდება წარმადობის გაზრდით.
გა-18-მეტრიანება უზრუნველყოფს რომ ერთბაშად ბევრი მგზავრი აიყვანოს. მაგრამ თუ არ გექნება ოპტიმალური რაოდენობაავტობუსი ხაზზე, ხარისხი კი არ გაიზრდება 12-მეტრიანთან შედარებით, პირიქით დაეცემა.
წარმოვიდგინოთ ესეთი შედარება:
1) გაჩერებაზე მოდის ერთდროულად 2 ცალი 12 მეტრიანი ავტობუსი, ორივე 301
2) გაჩერებაზე მოდის ერთი 18 მეტრიანი ავტობუსი, 301
რა განსხვავებაა მგზავრისთვის? არანაირი პრინციპში
18-მეტრიანი მგზავრს არაფერში სჭიდება. მგზავრისთვის მთავარია სწრაფი და ადამიანურ პირობებში მგზავრობა.
მაშინ ვის და რატომ სჭირდება 18 მეტრიანი ავტობუსი?
18 მეტრიანი ავტობუსი სჭირდება მერიას.
რატომ? 18 მეტრიანის გამოყენებით ერთი მგზავრის გადაყვანაზე ხარჯი მნიშვნელოვნად მცირდება.
12 მეტრიანში არის 37 დასაჯდომი ადგილი. 18 მეტრიანში 60 ადგილი.
12 მეტრიანით 60 მგავრი რომ გააიყვანო გჭირდება 2 ავტობუსი.
2 ავტობუსი არის 2 მძღოლი, გაორმაგებული საწვავის ხარჯი, ორი ძრავის ტექმომსახურება მომსახურება და ასე შემდეგ. ანუ ბანალურად უფრო ძვირია 2 ავტობუსის მოძრაობა ვიდრე ერთის. ამას დავუმატოთ საგზაო გადატვირთვა. 2 ცალ 12 მეტრიანს სჭირდება უფრო დიდი მონაკვეთი გზაზე. ანუ გარდა იმისა რომ იგივე 60 მგზავრის გადაყვანას უფრო მეტი ხარჯი აქვს, ასევე უფრო მეტ ადგილსაც იკავებს გზაზე, ვიდრე ეს 18 მეტრიანის შემთხვევაში იქნება. რაც უფრო დაგრძელდება ავტობუსი მით უფრო გაიზრდება როგორც ერთი მგზავრის cost effectiveness ასევე კომპაქტურობა.
აქედან დასკვნა. გრძელი შემადგენლობის ბენეფიტორი არის მერია და ბიუჯეტი.
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თუ 18 მეტრიანი იმოძრავებს 20 წუთში ერთხელ, ამით რაიმენაირად შეიცვლება მგზავრისთვის პირობები.
ერთ ფეხზე 18 მეტრიანში იდგება თუ 12 მეტრიანში, დიდად განსხვავებას არ ქმნის მგზავრისთვის. 18 მეტრიანებზე შესამცირებელია ლოდისნის დრო. ავტობუსი შეიძლება კომფორტული იყოს მგზავრობისთვის თუ მისი ლოდინის დრო არის მაქსიმუმ 8-10 წუთი და არა 15-20-30-45 წუთი

იმედია ესმით ეს პატივცემულ მერიაში და ###ობის კეთებას მოეშვებიან და შეამცირებენ ლოდინის დროს, გაზრდის ნაცვლად
ტაქსების ბასლაინზე დაშვება უდიდესი მძღნერია რომელიც პირადად კალაძემ ჭამა და იმედია ამასაც მიხვდებიან და მოაშორებენ მაგ ჭირს ბასლაინიდან. მესმის რომ არჩევნების ბედს ტაქსისტები წყვეტენ, მაგრამ არჩევნები რომ ჩაივლის მაშინ მაინც შეცვალონ ეგ გადაწყვეტილება
This post has been edited by DidYouSeenMyMouse on 6 Apr 2024, 09:26