შაბათ-კვირას ვიმგზავრე თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით.
- რიკოთის აღმოსავლეთ პორტალთან ესტაკადების დიდი ნაწილი დასრულებულია და მუშაობდნენ როგორც ჩანს.
- რიკოთის დასავლეთ გამოსასვლელთან ასფალტს აგებდნენ და ალბათ ერთ-ორ კილომეტრს გახსნიან.
- მოჭრილი მთის გამაგრება და ზოგადად მაგ მონაკვეთზე მუშაობა მიდის. ზოგადად იმხელა სიმაღლეზე არიან ასულები რომ მართლა საშიშად გამოიყურება ახლოდან და გინდა რომ ეგ მომაკვეთი სწრაფად გამოიარო

)))
- მან აშენებული ბურჯი რომ წააქციეს ახლის, უფრო გაძლიერებულის აშენება აქვთ დაწყებული. ფოტოს ჩავაგდებ.

ჩემი აზრით, სუფსის ხიდის ბურჯებიც ესეთი გაძლიერებული თუ ააშენეს მოგვარდება პრობლემა


- თბილისი-ბათუმის მიმართულების დიდი ნაწილი ისევ დაკეტილია, მაგრამ სავარაუდოდ მალე გაიხსნება. ალბათ ერთი თვის ამბავია რა.
- უკანა მიმართულება გახსნილი იყო და ძალიან კარგია რა. უბრალოდ ეს 80 კილომეტრინი შეზღუდვა ძალიან სახიფათოა ჩვენნაირი მძღოლების გათვალიწინებით. ჩემი აზრით 90 კმ.-მდე თუ არ აწიეს ძალიან ბევრი ავარიები მოხდება. ანუ ეხლა რეალურად კამერების გათვალსწინებით ცდილობ 95-ით იარო, მაგრამ ვიჭაცეები მარცხენა ზოლით უფრო სწრაფად მოდიან და იძულებული ხარ მარჯვენათი იარო სადაც რეალურად 80-ზე დაბალი სიჩწარით მოძრაობენ და იტანჯები. გინდა რომ გადახვიდე მარცხენა ზოლში და ან უნდა არღვიო და დაჯარიმდე.
- ქუთაისი - სამტრედიის შემოვლითები ასწორებს. ორივე მიმართულება მშვენივრად გამოვიარე. იდეაში გორი ნატახტარის მიმართულება გაცილებით დატვირთულია სავარაუდოდ ერთ 15 წელიწადსი თითო ზოლის დამატება დასჭირდება.
- გურიის პირველ ლოტზე არაფერი არ არის დასაწერი, რიონის ხიდის დამპროექტელ, ამშნებელ, ზედამხედველის გინების გარდა.
- მესამე ლოტზე როგორც დაწერეს ზემოთ, მიდის მშენებლობა და სავარაუდოდ მომავალ წელს დასრულდება.
- სუფსის ხიდტანაც მუშაობდნენ. სავარაუდოდ გაზაფხულზე მორჩება. წლის ბოლომდე არ მგონია მოასწრონ.
- ქობულეთის და ბათუმის შემოვლითები ორივე აუცილებლად გასაცალმხრივებელია. შემხვედრი მანქანები მოდიან არაადეკვატურად. მთელ ტრასაზე მან ყველაზე დაძაბული ვიყავი. არანორმალურად მოძრაობენ და სავარაუდოდ ბევრი ავარიები იქნება.
- ბათუმის შემოვლითი გარად იმისა რომ გასაცალმხრივებელია, ორ რამეს დავწერ: გვირაბები გაციებით დაბალ დონეზეა მოწყობილი ვიდრე რიკოთზე. ანუ გვირაბების მოსახვაც და განათებებიც. კედლები სველია და როგორც ჩანს ჰიდროიზოლაციის პრობლემა აქვთ. მანდ გრუნტი არის თიხნარი, არ არის კლდოვანი და სავარაუდოდ ეგ არის მიზეზი. არ ვიცი მგონია რომ წყლის გადაყვანის კუთხით პრობლემები იქნება. შეიძლება ახალი დასრულებული რომ არის მაგით ეგრე და ვცდები. მეორე საკითხი არის ქალაქთან დაერთება. ზემოტ რომ ეწერათ რომ კილომეტრნახევრიანი გვირაბიაო საჭიროო აბსოლუტურად ვეთანხმები. ეხლა ნდელი შესასვლელები არ იძლევა მსუბუქი მანქანების ნაკადების გადანაწილების საშუალებას. ტრაილერები კიბატონო არ შევა. მაგრამ ყველა ვინც ქობულეთის მიმართულებიდან მოდის აუცილებლად ძველი შესასვლელით სევა ისევ ქალაქში. დანარჩენი ორი დაერთება რაც გაკეთდა უაზრო ადგილებია და არანაირი სურვილი არ გექნება ქალაში მაქედან შეხვიდე და ეფექტიც არ ექნება არანაირი, ისევ ფაქტიურად პორტთან შედიხარ ისიც ვიწრო ქუჩებში. აი შარტავას გამზირზე დაერთება გაცილებიტ ეფექტური იქნება. ახალი ბათუმის ნაკადი სრულად მოცილდება იმ მიმართულებას.
ჯერ-ჯერობით 110-125 სიჩქარით სიარულით 4 - 4.5 საათზე ცოტა მეტი მაინც გჭირდება რა ბათუმი - თბილისი
This post has been edited by Delvaux on 15 Oct 2024, 09:06