კვირას ურეკიდან ჩამოვედი თბილისში:
1. სუფსის ხიდი და მანდ ასაშენებელი გზაგამტარი - უშუალოდ ხიდი, რომელიც მდინარეზე გადის აშენებულია, ოღონდ მანდ არის მოსაწყობი არის გზაგამტარი, რომელიც საკმაოდ დიდი ნაგებობაა, ესტაკადებით და ა.შ. და სბევრი სამუშაოა მანდ დარჩენილი. ტემპს გააჩნია რა, შეუძლიათ წლის ბოლომდეც ააშენონ, ქართული ტემპით მომდევნო წლის გაზაფხულზე მორჩებიან. სიტუაციას არ ეტყობოდა რომ აქტიურად მუშაობდნენ, მაგრამ კვირა იყო და შეიძლება ისვენებდნენ.
2. გურიის მესამე ლოტი - მთელ პერიმეტრზე მიდის გრუნტის სამუშაოები. ლესასთან და ჩიბათთან მუშაობს ოცამდე (თუ მეტი არა) საბურღი მანქანა, როგორც ჩანს ფითილებს დებენ გრუნტში ჭაობის და ტენის საწინააღმდეგოდ. ამ ლოტის დამთავრება წლის ბოლომდე თავისუფლად არის შესაძლებელი. რამე დიდი ხიდები და რკინა-ბეტონის ნაგებობები არ არის ასაშენებელი. თუ ფითილები ბევრი არ დარჩათ ჩასადები, იდეაში ზაფხულის ბოლომდეც შეუძლიათ დასრულება და საარჩევნოდ ჩვენი გახარება

)) მუშაობით მუშაობდნენ.
3. დაწყევლილი ხიდი რიონზე - ისევ ისეა, შორიდან რაც დავინახე, სავარუადოდ რაღაც მოძრაობა არის ხიდთან და ჩალიჩობენ რაღაცას.
4. ზესტაფონის შემოვლითი - არგვეთასთან იყო საცობი და გუგლს დავემორჩილე, ავედი არგვეთაში და დაახლოებიტ სამი კილომეტრი სოფლის გზით ვიარე, ფაქტიურად ზესტაფონის შემოვლითის პარალელურ გზაზე მივდიოდი, მთელ პერიომეტრზე ბეტონი დაგებულია, ზემოთ რომ ვიდეო დადეს იქაც ჩანს რა. ეგ მონაკვეთი შეუძლიათ ფაქტიურად დასრულებულია. ბეტონი სადაც დასაგებია, მანდ სულ იქნება სამი კილომეტრი და რეალურად დამთავრებადია მაისისთვის. აქტიურად მუსაობდნენ რაც დავინახე.
5. შორაპანი - წევა - ზესტაფონის შემოვლითის მერე არის ორ-ორი გვირაბი სამი წყვილი და როგორც ჩანს დასრულებულია მათი მშენებლობლობა. არის ასევე ორი საკმაოდ გრძელი ხიდი, მეტალის კოჭებით, აქედან, ერთზე მეტალის კონსტრუქცია დასრულებულია და მეორეზე მიდის სამუშაოები, იქ სადაც დასრეულებულია მეტალის სამუშაოები, მიდის ზემოდან ბეტონის დასხმა. ასევე ამ მონაკვეთძე შორაპნის აღმოსავლეთ ნაწილში არის გრუნტის სამუშაოები გასაკეთებელი დაახლოებით 2 კმ. და კლდის მონგრევა. სავარაუდოდ წლის ბოლომდე შეიძლება ამ მონაკვეთის დასრულება და მუშაობითაც მუშაობდნენ.
6. რიკოთის ფ1 - მუშაობით მუშაობდნენ, მაგრამ აი ის მთა როა გასამაგრებელი, მანდ სავარაუდოდ დიდი ხანი მოუწევთ ჯახირი. დამცავ კედელს აშენებენ მაგის გაგრძელებაზე და არც ისე ბევრი დარჩათ ჩასასხმელი ბეტონი. რიკოთის გვირაბის პარალელური გვირაბის დაერთებების ესტაკადებზე მუშაობა მიდის, აღმოსავლეთის დაერთებაზე ბევრია განსაკუთრებიტ გასაკეთებელი. ფ1 არ მგონია წელს დასრულდეს. ალბათ 2025-ის ბოლოს რა.
7. ფ0 - მუშაობდნენ, დადიოდა ტრაილერები, მაგრამ რა ხდება იქით კაცმა არ იცის

) გვირაბი რომ გამოდის უკვე რიკოთთან, მაგ გვირაბის გამოგრძელება, რომ ხიდი უნდა უნდა იყოს, მაგის კოლონების მშებელობა არ აქვთ დასრულებული, არადა ფ1-ს რა კომპანიაც აშენებს, მაგის პარალელური აშენებული აქვთ.
როგორც ჩანს 2025-ის ბოლომდე რეალურად გვექნება მცხეთა - ქობულეთის შემოვლითი 4 ზოლიანი მაგისტრალი. ქობულეთი -ბათუმს არ ვთვლი მე "ავტობანად" თუ არ გააცალმხრივებენ.