22.5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა ავჭალის სარკინიგზო ხიდის წინ დაიწყება. მარშრუტის ფარგლებში, გზა გაუყვება შემოვლითი რკინიგზის დერეფანს, გადაკვეთს მდინარე გლდანულას და გლდანის ციხისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებს გაივლის. რამდენიმე მონაკვეთზე მაგისტრალი გადაკვეთს ღრმა ხეობას, აგრეთვე ე.წ. კვირიკობისხევს. აღნიშნული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე დასრულდება.
https://www.ambebi.ge/article/339485-tbilis...rtxOzMbqep8viiw