#62451882 · 29 Jan 2026, 00:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MANMUS
გაგიკვირდება და სხვაგან სიტუაცია დიდად არ განსხვავდება. ის ავტობუსები რომ არიან სურათებზე, ბერლინის ისტორიულ ავტობუსების ასოციაციას ეკუთვნის. სატრანსპორტო კომპანიამ 30-40 წლის წინ კი გადასცა ტექნიკა ჩამოწერის შემდეგ, მაგრამ მერიამ ორიოდე წლის წინ აიღო და მათ მიერ იჯარაში აღებული ტერიტორია, სადაც გარაჟი და რემბაზა იყო, დეველოპერებს ჩაასუხარა. ალტერნატიული ტერიტორია ბერლინში ვერ ნახეს და მოუწიათ 100 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქში გადასვლა. ახლა ავტობუსი რომ ისტორიულ ხაზზე გავიდეს, მძღოლს უწევს ჯერ ბერლინიდან იქ მივიდეს, მერე კი ავტობუსით უკან დაბრუნდეს, რომ მარშრუტზე იმუშაოს. ცვლის დასრულების მერე ისევ მიდის პროვინციაში, ტოვებს ავტობუსს გარაჟში და ბერლინში ბრუნდება. ანუ 400 კილომეტრი დღეში + მარშრუტის მანძილი
საწვავის ხარჯმა რამდენად იმატა, რთული წარმოსადგენი არ იქნება. ჯერ კიდევ ფართხალებს ეს ასოციაცია დოტაციებზე (ისტორიული ავტობუსი მხოლოდ უქმე დღეებში გადის ხაზზე), მაგრამ არა მგონია, ბევრი დრო რომ ჰქონდეს დარჩენილი.
This post has been edited by Berkem Al Atomi on 29 Jan 2026, 00:03
--------------------
Милости прошу к нашему шалашу!
|