საქართველოს რკინიგზა თბილისის ცენტრალური სადგურის N2 და N3 მაღალი სამგზავრო ბაქნებისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას გეგმავს.
რკინიგზამ შესაბამისი ტენდერი 28 ივლისს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 449 291 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 13 აგვისტოს დაიწყება და 18 აგვისტოს დასრულდება.
„სამუშაოების მიღება განხორციელდება ეტაპობრივად კერძოდ, თითოეულ ბაქანზე ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულების შემდგომ. თითოეულ ბაქანზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადა შეადგენს 6 (ექვსი) თვეს“, - აღნიშნულია შესყიდვის დეტალებში.
შესყიდვის დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ ამჟამად ორივე ბაქნის ტექნიკური და ესთეტიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
„ზედაპირული წყლების არინების სისტემა საჭიროებს აუცილებელ რეკონსტრუქციას. საჭიროა შემუშავებული იქნას ბაქნების და წყლის ასარინებელი სისტემის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის დეტალური პროექტი თანამედროვე მოთხოვნილებების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
პროექტის თანახმად გათვალისწინებულია არსებული II (სიგრძე 560 მ.) და III (სიგრძე 530 მ.) ბაქნების დემონტაჟი და ახალი 430 მ სიგრძის მაღალი ბაქნების მოწყობა.
„დამკვეთის მოთხოვნით უნდა შენარჩუნდეს არსებული გადახურვის კონსტრუქცია დგარებთან ერთად. პროექტის მიხედვით მოხდება დასავლეთის მხარეს მეორე და მესამე ბაქანზე განთავსებული კიბეების დემონტაჟი და მათ მაგივრად ესკალატორების მოწყობა. (თითო ბაქანზე 2 ესკალატორი). ხოლო აღმოსავლეთის მხარეს არსებული კიბეები განახლდება“, - ვკითხულობთ დოკუმენტებში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურის N2 და N3 ბაქნების განახლებისთვის ტენდერი ცხადდება. აღნიშნული შესყიდვა გასულ წლებშიც არაერთხელ გამოცხადდა, თუმცა უშედეგოდ.
ცნობისთვის, სამგზავრო ბაქნები თბილისის ცენტრალური სადგური ერთად აშენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში.
This post has been edited by JCH on 28 Jul 2026, 20:29
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)