#62059555 · 8 May 2025, 19:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელმა მითხრა, რომ არ არიან ვალდებული დაასუფთავონ ძაღლის განავლისგან ქუჩები, რადგან ძაღლის პატრონია ვალდებული გააკეთოს ეს. უკაცრავად, რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ? შვეიცარიაში? ქუჩები სავსეა ძაღლის განავლით. საქართველოში ძაღლის პატრონების უმეტესობა ხეპრეა, გაუნათლებელი და შეუგნებელი. გინდაც შეგნებული იყოს ყველა, უამრავი მაწანწალა ძაღლია მთელს საქართველოში. მათ განავალს ვიღა აიღებს? მარეგულირებელი კანონები ხომ მიიღეთ, რატომ არ ასრულებთ? ან როგორ შეასრულებთ, როცა არ გაქვთ შექმნილი შესაბამისი მონიტორინგის სამსახური, რომელიც დააჯარიმებს მოსახლეობას დაბინძურების, აკუსტიკური დაბინძურების და ვანდალიზმის გამო? არც პრობლემის მოგვარება არ გინდათ და არც ძაღლის განავლის აღება? იმის მაგივრად, რომ თავშესაფარი ააშენოთ და მოაშოროთ ქუჩებიდან ძაღლები, კოტეჯები დაუდგით შუა ქალაქში. ძაღლებია უკვე ყველგან: სუპერმარკეტებში, ბანკებში, აფთიაქებში, ავტობუსებში. ეს სიტუაცია მხოლოდ ზოოფილებს თუ უხარიათ. რატომ არ აგვარებთ ამ პრობლემებს? როდემდე უნდა გვაცხოვროთ სიბინძურეში?
|