მთავრობა თბილისის შემოვლითი მაგისტრალის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს
ინფრასტრუქტურა
საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს თბილისის შემოვლითი მაგისტრალის ყველაზე მნიშვნელოვანი - 22.5-კილომეტრიანი (ავჭალა-აეროპორტის) მონაკვეთის მშენებლობის საერთაშორისო ტენდერს - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
წინასწარი შეფასებით, ამ ტენდერის სავარაუდო ღირებულება 310 მილიონ დოლარს, ანუ 835 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა მისი ღირებულება ტენდერის გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.
ამასთან, 2025 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო ტენდერი, რაც ორი პარალელური 3.4-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ პროექტის ღირებულება 490 მილიონ ლარს შეადგენს.
მინისტრის განცხადებით, წელსვე გამოცხადდება ლილო-ლოჭინის მონაკვეთის სამშენებლო ტენდერის
„თბილისის შემოვლითი გზა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც შუა დერეფნის უწყვეტობისთვის, ისე თავად დედაქალაქის სატრანსპორტო განტვირთვისთვის”, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის პროექტი:
შემოვლითი გზის პროექტი რამდენიმე ლოტის მშენებლობას მოიცავს, რომელთაგან ყველაზე გრძელი და ძვირად ღირებული მესამე ლოტია, რაც ავაჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული ლოტის მშენებლობა 310 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს გზა მეტწილად ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის და მის 4 გვირაბს (საერთო სიგრძე 3.6 კმ) და არსებულ ხიდს (სიგრძე 921 მეტრი) გამოიყენებს. ამასთან, პროექტისთვის საჭირო იქნება 4 ახალი გვირაბის მშენებლობა 3.8 კილომეტრის სიგრძით და ავჭალის ხიდის პარალელურად, ახალი 928 მეტრის სიგრძის აგება.
რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ღირებულებით მეორე ადგილზეა წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ორი პარალელური 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 490 მილიონ ლარად არის შეფასებული.
შემოვლითი მაგისტრალის აეროპორტი-ლოჭინის უბნის სიგრძე 10.4 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ლოჭინი-რუსთავის გზის მონაკვეთის საპროექტო სიგრძე 11 კილომეტრია და მისი მშენებლობა 70 მილიონი დოლარი უნდა დაჯდეს.
https://bm.ge/news/mtavroba-tbilisis-shemov...-gamoatskhadebsროგორ ფიქრობთ რამდენი წლის ამბავი იქნება ამის დასრულება?