1. მგონი გადაჭარბებული მნიშვნელობა გაქვს მიცემული ფორუმის აუდიტორიაზე და აქედან რამის გაბაზრების ვარიანტებზე.
2. ამდენი ხანია ადამიანებთან ერთად რომ ვპოსტავდე აქ, რავივი. სიამოვნებით გავუზიარებდი გაჭირვებისას გამოსავალს

3. საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებმა იცის ოსმ-ის შესახებ. ასევე, დაზარებას რაც შეეხება, ვინმეს დამუნათება გუგლს უფრო მეტად რატომ ენდობიო.... რავიცი აბა

გემოვნების ამბავია უფრო...
* * *
,,აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე. მნიშვნელოვანია, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის გურიის მონაკვეთი, სადაც ვგეგმავთ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის გაიხსნას 6 კმ-იანი მონაკვეთი, ხოლო მომდევნო 6 კმ-ის დასრულება აპრილისთვის არის დაგეგმილი. ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამტრედიის ხიდის მონაკვეთი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ყველა იმ ხარვეზის გამოსწორებაზე, რომელიც თავის დროზე იყო დაშვებული. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში ეს მონაკვეთიც სრულად გავხსნათ''- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ
პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე მდებარე დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია — ტარდება ბურჯების გამაგრება, კონსტრუქციული ელემენტების მონტაჟი და გამაერთიანებელი ფილის მოწყობა. 11-კმ-იანი მონაკვეთიდან 10 კმ-ის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო ხიდის აღდგენის შემდეგ მოძრაობა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნება
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ნაწილია და 52 კმ მოიცავს. გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, საიდანაც მეორე და მეოთხე მონაკვეთი, საერთო ჯამში 30 კმ, უკვე გახსნილია მოძრაობისთვის
სამტრედია-გრიგოლეთის ახალი მაგისტრალური გზა გაზრდის სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს.





* * *
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
პროექტით იგეგმება 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის და საქონლისა და საველე გასასვლელების მოწყობა
მონაკვეთი გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთისა და მიმდებარე სოფლების დასახლებებს გვერდს აუვლის, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების განტვირთვასა და მოძრაობის უსაფრთხოების ზრდას
პირველ 6 კმ-ზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენისა და ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, მიმდინარეობს საგზაო ნიშნების მონტაჟი და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები, მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე გახსნილია მოძრაობისთვის
ახალი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია და მთლიანობაში 52 კილომეტრს მოიცავს - ზესტაფონ-ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება
მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 324.6 მილიონი ლარით ფინანსდება










